ბერკეტი არ გვაქვს თავიდან ავიცილოთ საერთაშორისო ბაზრებზე ფასების მატების გავლენა — ფხაკაძე
ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, საწვავის მომხმარებელი ქვეყნების უმეტესობას არანაირი ბერკეტი არ გააჩნია, თავიდან აიცილოს საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობ პროდუქტებზე ფასების მატების ნეგატიური ზეგავლენა, მათ შორის, საქართველოსაც. ფხაკაძე აღნიშნავს, რომ მის მიერ გაკეთებული კომენტარი სოციალურ მედიაში არასწორი სათაურით გავრცელდა.
"საწვავზე მაღალი ფასი არის თემა, რომლის მიმართაც საზოგადოება ყოველთვის მგრძნობიარეა და ეს ხდება არა მარტო ჩვენს ქვეყანაში.
მე, როგორც ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეს და ადამიანს, რომელიც ოცი წელია აშენებს იმას, რასაც კონკრეტულად ვისოლი ჰქვია, ბუნებრივია, მაწუხებს თითოეული ადამიანის რეაქცია, საჯარო თუ არასაჯარო პროტესტი, რომელიც საწვავის მაღალ ფასს უკავშირდება.
თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ, ისევე, როგორც საწვავის მომხმარებელი ქვეყნების უმეტესობას, არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია თავიდან ავიცილოთ საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობ პროდუქტებზე ფასების მატების ნეგატიური ზეგავლენა", — ნათქვამია განცხადებაში.
სოსო ფხაკაძის თქმით, კომპანია ყოველთვის ცდილობს, საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასის მკვეთრი მატება მთლიანად არ აისახოს მომხმარებლებზე და პროცესი, მინიმუმ, დროში გაიწელოს.
"თუმცა არსებობს ობიექტური ფაქტორები, რომელთა ზეგავლენასაც ჩვენ ვერანაირად ვერ გავექცევით. დღეს საწვავზე ფასების მნიშვნელოვან ზრდაზე საუბრობენ ძალიან ბევრ ქვეყანაში და ამის შესახებ ინფორმაციის მოპოვება წამებში არის შესაძლებელი", — წერია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ფხაკაძემ საკუთარ პოსტში მხოლოდ საერთაშორისო ფასების გავლენაზე ისაუბრა და არაფერი უთქვამს მთავრობის როლზე. მისი თქმით, დანტერესების შემთხვევაში, მზად არის ფასებთან დაკავშირებით არსებულ ყველა კითხვას საჯარო განხილვებით გასცეს პასუხი.
4 ნოემბერს მედიაში გავრცელდა სოსო ფხაკაძის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საერთაშორისო ფასების ზრდის გამო საქართველოში საწვავის ღირებულება უფრო მაღალი უნდა იყოს.
ამ განცხადებას სოციალურ ქსელში კრიტიკა და პროტესტი მოჰყვა. "უარი საწვავის ფასებს" — ასე ჰქვია საპროტესტო ტალღას, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიწყო. მოქალაქეთა ნაწილი ბენზინის გაძვირებას აპროტესტებს. ისინი ერთმანეთს მოუწოდებენ, არ ისარგებლონ ბრენდირებული ბენზინგასამართი სადგურებით. მათი აზრით, ეს აიძულებს კომპანიებს, საწვავი გაიაფდეს. ამასთანავე, პროტესტის მონაწილეები სოციალურ ქსელში თავადვე ავრცელებენ ფოტო-ვიდეო მასალებს და ამტკიცებენ, რომ ბენზინგასამართი სადგურების ნაწილი დაცარიელებულია.
ქვეყანაში საწვავზე ფასების ცვლილებაზე სამი ძირითადი ფაქტორი მოქმედებს: საერთაშორისო ფასები, აქციზის გადასახადი და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი.
ნავთობიმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოს აქვს თეორიული ბერკეტი — მცურავი აქციზის შემოღებით დაასტაბილუროს საწვავზე ფასები. მცურავი აქციზი ნავთობპროდუქტებზე ფასების დაწევა/აწევის შესაბამისად აქციზის გადასახადის ავტომატურ კორექტირებას გულისხმობს.
გაიგე მეტი:
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
კომენტარები