ორსაათიანი ლოდინის შემდეგ პენიტენციურმა სამსახურმა კონსილიუმი სააკაშვილთან არ შეუშვა — ადვოკატი
ექსპრეზიდენტის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, ექიმების კონსილიუმი გლდანის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის სანახავად მივიდა, თუმცა ორსათიანი ლოდინის შემდეგ ისინი არ შეუშვეს, იმ მოტივით, რომ არასამუშაო საათები იყო. მისივე თქმით, კონსილიუმი აქამდე უკვე ყოფილა ასეთ სააკაშვილთან, ხოლო დღეს ასევე არასამუშაო საათებში სააკაშვილის სანახავად შევიდა კონსილიუმის წევრი და პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე.
"პენიტენციური სამსახურის ეს ნაბიჯი არის აბსოლუტურად უკანონო და სამარცხვინო. რაც შეეხება თავად ფაქტს, დაცვის მხარის პოზიციით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლება ჯიბრში უდგას ილუზორულ მოწინააღმდეგეს და ყველანაირად ცდილობს მესამე პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვას", — განაცხადა მან.
თუთბერიძის თქმით, არ აქვს ინფორმაცია, როდის შეუშვებენ ექიმებს, თუმცა ისინი მზად არიან, რომ კიდევ სცადონ სააკაშვილთან შესვლა.
დღის განმავლობაში მედიასაშუალებები ამბობდნენ, რომ კონსილიუმის წევრებს პენიტენციური სამსახურიდან აცნობეს, თითქოს ექსპრეზიდენტს მათთან შეხვედრა არ სურს. სააკაშვილის ნახვის შემდეგ თუთბერიძემ განაცხადა, რომ ეს სიცრუეა, სააკაშვილი თანახმაა და კონსილიუმს აცნობეს მისი პოზიცია, ამიტომ ექიმებს დღესვე ელოდებოდნენ.
"სააკაშვილი ცხადია ითხოვს პარიტეტული კონსილიუმის დაუყოვნებლივ ფორმირებას და რაც შეიძლება სწრაფად შესვლას ციხეში, თუმცა ის არ ეწინააღმდეგება არცერთი წუთით ამჟამად არსებული კონსილიუმის ვიზიტს. მზად არის შეხვდეს მათ, როგორც მთლიანი კონსილიუმის შემადგენლობას, ასევე ინდივიდუალურად", — განაცხადა მან.
დღეს, 14 ნოემბერს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველის აპარატი ვერ ჩაანაცვლებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვის კონტექსტში და ვერ განსაზღვრავს პაციენტის მკურნალობის ტაქტიკას. სავარაუდოდ, ასე უპასუხა მან მიხეილ სააკაშვილის და ადვოკატების სურვილს, მისი ეგიდით შეიქმნას ახალი კონსილიუმი პარიტეტული მოტივებით.
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
კომენტარები