მაკატავეს ერთი საათი, რაღაც ისეთ ადგილებში ვიყავი, რომელსაც ვერ ვცნობდი, დამაჯარიმეს 200 ლარით — ჯაფარიძე
გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების შენობიდან ევაკუატორით გადაყვანის შემდეგ, ერთი საათის განმავლობაში უცნობ ადგილებში "აკატავებდნენ" და გზის სავალი ნაწილის გადაკეტისთვის 200 ლარით დააჯარიმეს. ჯაფარიძის თქმით, უთხრეს ისიც, რომ საქმე დაუმორჩილებლობის მუხლითაცაა აღძრული.
"მაკატავეს დაახლოებით ერთი საათი. აუ, რაღაც ისეთ ადგილებში ვიყავი, რომელსაც მართლა ვერ ვცნობდი, სად ვიყავი არ ვიცი. საბოლოო ჯამში, აქ მომიყვანეს, ახლა სად ვარ, სიმართლე გითხრათ, ესეც არ ვიცი. დამაჯარიმეს 200 ლარით, სავალი ნაწილის გადაკეტისთვის. [...]
გარდა ამისა, 173-ე მუხლით არისო საქმე აღძრულიო, დაუმორჩილებლობაზეო, ოღონდ, რას არ დავემორჩილე არ ვიცი, იმიტომ, რომ არ გამიგია მათი არანაირი ბრძანება, მანქანაში ვიჯექი. და პლუს, მანქანა არის საჯარიმოზე და მანქანის გადმოყვანაზე იქნება, ალბათ, კიდევ რაღაც ჯარიმა გადასახდელი", — თქვა მან.
ჯაფარიძის თქმით, მიზეზი, რის გამოც არ დააკავეს არის ის, რომ მიუხედავად სტატუსის შეჩერების მოთხოვნისა, სადეპუტატო მანდატი მას ისევ აქვს. მისივე თქმით, მანქანიდან თავადვე გამოვიდა, როცა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ჩართვა დაასრულა.
გირჩი — მეტი თავისუფლების წევრებმა ექვს ქალაქში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობებთან აქციები გამართეს. პარტიის ინფორმაციით, ექვს ქალაქში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, თელავსა და გორში, სუს-ის ოფისების შესასვლელთან მანქანები ჩააყენეს.
პარტია ითხოვს სრულად პროპორციულ 2%-იან საარჩევნო სისტემას, რიგგარეშე არჩევნებს გაზაფხულზე და პრეზიდენტი სააკაშვილის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში.
ამავე თემაზე:
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
კომენტარები