ტოიოტას 3,4 მილიარდ დოლარიანი ინვესტიცია საავტომობილო აკუმულატორების წარმოებისათვის
აკუმულატორების განვითარებასა და წარმოებაზე ტოიოტა 2030 წლამდე 3,4 მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს. ეს განცხადება Toyota Motor's North America-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გააკეთა, რომელმაც მსოფლიოში ელექტრო მანქანების ჩანაცვლების გეგმები და ამ მიმართულებით განსახორციელებელი ცვლილებები შეაჯამა.
პროცესის სამართავად, მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებელი ახალი კომპანიის დაფუძნებას და ამერიკაში ავტომობილების აკუმულატორებისთვის ქარხნის აშენებას გეგმავს. პროექტის განხორციელებაში ტოიოტას ლითონებით ვაჭრობის ქვეგანყოფილება — Toyota Tsusho და Toyota Group-ის წევრები ჩაერთვებიან.
ახალი ქარხანა, რომლისთვისაც ტოიოტას 1,29 მილიარდი დოლარის ინვესტიცია აქვს გამოყოფილი, 2025 წელს გაიხსნება და სავარაუდოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, 1750 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. ტოიოტა წარმოების მოცულობის, ბიზნეს სტრუქტურისა და ქარხნის ადგილმდებარეობის გამჟღავნებას უახლოეს მომავალში გეგმავს.
უმსხვილესმა იაპონურმა ავტომწარმოებელმა ჯერ კიდევ სექტემბერში განაცხადა, რომ მისი მიზანი აკუმულატორების ხარჯების 30%-ით ან მეტით შემცირებაა. ამის მიღწევას კომპანია გამოყენებული მასალების დამუშავებისა და აკუმულატორების ელემენტების სტრუქტურირების გზით გეგმავს.
"ახალი კომპანია თავდაპირველად ჰიბრიდული ავტომობილების ბატარეების წარმოებაზე გააკეთებს აქცენტს. ინვესტიცია ხელს შეუწყობს ამერიკის შეერთებულ შტატებში უფრო ხელმისაწვდომი ელექტროფიცირებული ავტომობილების შემოყვანას", — Toyota North America-ს აღმასრულებელი დირექტორი, ტედ ოგავა.
ბოლო პერიოდში, მთელ მსოფლიოში, ავტომწარმოებლები მილიარდობით დოლარს აკუმულატორებისა და ელექტრო ავტომობილების წარმოების გასაძლიერებლად ხარჯავენ. ამის მიზეზი კი ის გარემოსდაცვითი რეგულაციებია, რომლებიც მსოფლიოში დღითიდღე მკაცრდება.
მაგალითისთვის, 2021 წლის აგვისტოში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად ამერიკაში, 2030 წლისთვის, გაყიდული ახალი ავტომობილების ნახევარი ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე უნდა იყოს.
ამის საპასუხოდ, უმსხვილესმა ავტომწარმოებლებმა განაცხადეს, რომ უკვე დაიწყეს მუშაობა ამერიკის შეერთებულ შტატებში ელექტრო ავტომობილების წლიური მოცულობის 40-50%-ით გაზრდაზე.
ცვლილებების საპასუხოდ, ტოიოტამ გასულ თვეს დააანონსა, რომ მოუთმენლად ელოდება ჩაერთოს პროცესში და მისი წარმოებული ავტომობილების ნახევარი ელექტრო გახადოს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები