ჟენევის მოლაპარაკებებზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციაზე ისაუბრეს
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 28-29 მარტს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 39-ე რაუნდი შედგა.
კერძოდ, ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა: პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში - უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მონაწილეებმა საქართველოდან ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი 9 აპრილის ე.წ. რეფერენდუმის საკითხი დააყენეს.
სამინისტროს ინფორმაციით, ასევე საუბარი შეეხო ადგილობრივი სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში გაერთიანების თაობაზე ე.წ. შეთანხმების 30 მარტს დაგეგმილ ხელმოწერას. საგარეო უწყების შეფასებით, ეს არის რეგიონის ანექსიისკენ გადადგმული მორიგი უკანონო ნაბიჯი.
სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შეხვედრაზე განიხილეს რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ ს-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების დამატებითი კომპლექსების შეტანას აფხაზეთის რეგიონში, ინტენსიური მილიტარიზაცია და სამხედრო წვრთნები ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე: "აღნიშნული სრულად ეწინააღმდეგება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას".
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მონაწილეებმა საქართველოდან დეტალურად ისაუბრეს აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის:
საგარეო უწყება აცხადებს, რომ განხილვის საგანს წარმოადგენდა ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ აღმართული მავთულხლართები და ხელოვნური ბარიერები, რაც შუაზე ყოფს ადგილობრივი მოსახლეობის კერძო საკუთრებასა და ოჯახებს:
"მონაწილეებმა საქართველოდან ისაუბრეს უკანონო დაკავებების მიუღებლობაზე, განსაკუთრებით ქალების, ბავშვებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების შემთხვევაში. თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაუყოვნებლივი დაკავების აუცილებლობას. ხაზი გაესვა მშობლიურ ენაზე განათლების მნიშვნელობას და აღინიშნა ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელების აუცილებლობა. აღინიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მძიმე მდგომარეობა და ვითარების გამოსწორებისთვის გზების დასახვის აუცილებლობა".
სამინისტროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც საუბარი შეეხო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხის არსებითი განხილვის აუცილებლობას, რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა დატოვეს მოლაპარაკებების დარბაზი: "ამით კიდევ ერთხელ გამოავლინეს მოლაპარაკებების პროცესის მიმართ თავიანთი არაკონსტრუქციული დამოკიდებულება".
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2017 წლის 20-21 ივნისს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები