განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში ახალი პროექტი ისწავლე მეტი თამაშით ამოქმედდება. კერძოდ, სხვადასხვა საგნის განსხვავებულ ფორმატში სწავლების მიზნით, სამინისტრო დაინტერესებულია სკოლებში საგანმანათლებლო, ინტელექტუალური სამაგიდო თამაშების შეტანით და დანერგვით.

აღნიშნულ თემაზე ბრიფინგი დღეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ გამართა.

პროექტის ფარგლებში, სამინისტრო განიხილავს თამაშების შეძენას და შეტანას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ყველა საფეხურზე.

აღნიშნულ საკითხზე სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა, რომლის პირობების თანახმად, სამაგიდო თამაში უნდა იყოს:

  • აზარტული, გუნდურად ან ინდივიდუალურად სათამაშო;
  • ავითარებდეს ლოგიკურ და კრიტიკულ აზროვნებას;
  • არ იყოს დამოკიდებული ზეპირობაზე;
  • მიწოდება - შეკვეთიდან მაქსიმუმ სამი თვის ვადაში;
  • იყოს გათვლილი სკოლის მოსწავლეებსა და ახალგაზრდებზე;
  • იყოს მარტივად აღქმადი, ფერადი და მყარი მასალის, სპეციალური შესანახი შეფუთვით;
  • სასურველია თამაში ავსებდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პროგრამას.

დაინტერესებულ პირებს 2017 წლის 10 აპრილამდე შეუძლიათ სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე [email protected] გაგზავნოთ სამაგიდო თამაშების კონცეფცია.