ნაციონალური მოძრაობა ადასტურებს, რომ აქცია 7 ნოემბერს გაიმართება
დღეს ნიკა მელიამ აქცია დააანონსა, რომელიც, მისი თქმით, კვირას გაიმართება. თუმცა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს თარიღი არ დაუკონკრეტებია. On.ge დაუკავშირდა პარტიის პრესსამსახურს, სადაც დაგვიდასტურეს, რომ აქცია იგეგმება ზუსტად ერთ კვირაში, 7 ნოემბერს.
დღევანდელი აქცია ოპოზიციამ ცესკოს მიერ არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დააანონსა. თბილისის მერობის კანდიდატმა პარლამენტთან შეკრებილებს სამოქმედო გეგმა გააცნო. მისი თქმით, უკან დახევას არ აპირებენ — სამშაბათს ბათუმში ჩავლენ, რათა ადგილზე გააპროტესტონ, შემდეგ ქუთაისში და სხვა ქალაქებში, კვირას კი აქცია თბილისში გაიმართება.
ენმ-ის თავმჯდომარის განცხადებით, ეს იქნება განსხვავებული აქცია, რომელსაც მთელი მსოფლიო დაინახავს.
"მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად გამიგოთ ახლა — ჩვენ გვჭირდება სერიოზული ორგანიზაციული საკითხების მოგვარება, გვჭირდება სულ, სულ მცირე დრო იმისათვის, რომ პროტესტი, მასშტაბური აქცია, დემონსტრაცია, რომელიც მთელი მსოფლიო დაინახავს და გაიმართება თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, კვირა დღეს, იყოს მასშტაბური, როგორც არასოდეს, მაგრამ ეს აქცია იქნება განსხვავებული ყველა წინა დემონსტრაციებისა და შეკრებებისგან, ბევრი თვალსაზრისით. ნება მომეცით, ამაზე მეტ დეტალებში ახლა არ შევიდე", — თქვა მელიამ.
ამასთან, ნიკა მელიამ ქართულ ოცნებას მიმართა, რომ ეს ბრძოლა, რომელიც გაიშლება მთელი ქვეყნის მასშტაბით და მიეძღვნება სამართლიანობას და მოპარული ხმების უკან დაბრუნებას, ცვლილებებს, აუცილებლად გულისხმობს "იმ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას, რომლებიც თქვენ დაიჭირეთ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იყვნენ ოპოზიციის მხარდამჭერები და ჩაუდეთ იარაღები და ხელყუმბარები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში".
მისივე თქმით, ამ ყველაფრის პარალელურად, "გასაჩივრების პროცედურებშიც შედიან", რადგან დიდ პატივს სცემენ სტრატეგიულ პარტნიორებს და სურთ კიდევ ერთხელ დარწმუნონ არსებულ რეალობაში.
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები