განმეორებით ხმის მიცემა და სავარაუდო მოსყიდვა — ISFED დარღვევებს აჯამებს
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მსვლელობისას დაფიქსირებულ დარღვევებს აჯამებს.
ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებული დარღვევები უფრო მრავალფეროვანი გახდა. დაფიქსირდა ისეთი სახის დარღვევები, როგორიცაა მარკირების მქონე პირთა მიერ ხმის მიცემა, კენჭისყრაში განმეორებით მონაწილეობა და მარკირების გაკეთება-შემოწმებასთან დაკავშირებული სხვა ხარვეზები.
განცხადებისვე თანახმად, კვლავ გრძელდებოდა "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის ტენდენცია, მათ შორის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარა/ზეწოლის ფაქტები. ფიქსირდებოდა ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერებთან დაკავშირებული დარღვევები, მათ შორის ისეთი შემთხვევები როდესაც, ამომრჩეველს შესაბამის ველში მისი სახელით გაკეთებული ხელმოწერა დახვდა. რამდენიმე უბანზე შეინიშნებოდა დაძაბული გარემო.
უბნის გარეთ კვლავ ფიქსირდებოდა პირთა საეჭვო შეკრებისა და ამომრჩეველთა მობილიზების შემთხვევები, მათ შორის ავტომანქანებში. ზოგიერთ უბანზე მიმდინარეობდა ამომრჩეველთა აღრიცხვაც. დაფიქსირდა სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამკვირვებლებისთვის მტრული გარემოს შექმნის ფაქტები, მათ შორის "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის მიმართ. ასევე, თბილისში გამოვლინდა ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 2 შემთხვევა.
უფრო კონკრეტულად, ISFED-ის დამკვირვებელთა მიერ 14:00 საათის შემდგომ აღრიცხულ დარღვევებს შორის იყო:
Ზედმეტი კონვერტის ჩაგდება ყუთში
#5 ისნის საარჩევნო ოლქის #71 საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთში ყუთის ზედამხედველმა სპეციალური კონვერტი ჩააგდო. ამ ფაქტს უბანზე მოჰყვა შეხლა-შემოხლა და არეულობა, რის გამოც შეფერხდა საარჩევნო პროცესი და მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში ამომრჩეველს ხმის მიცემის საშუალება არ ეძლეოდა. უბანზე არსებული დაპირისპირების გამო თავმჯდომარემ გამოიძახა საპატრულო პოლიცია.
განმეორებით ხმის მიცემა
- #59 ქუთაისის სარჩევნო ოლქის #91 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა მისცა ორჯერ — როგორც გადასატანი ყუთის მეშვეობით, ასევე საარჩევნო უბანზეც;
- #67 ზუგდიდის #92 სარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა, რომელიც რეგისტრირებული იყო #36 საარჩევნო უბნის სპეციალურ სიაში, ხმა მისცა როგორც #36-ე საარჩევნო უბანზე, ასევე #92-ე უბანზეც.
ხმის მიცემის წესის დარღვევა
- #9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #98 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა მისცა მარკირების გარეშე. პასუხისმგებელი რეგისტრატორი კომისიის წევრის განცხადებით, მას დაავიწყდა მარკირების სითხის დასხმა;
- #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #83 საარჩევნო უბანზე მარკირების შემმოწმებელი ფანარი მარკირებას არ აფიქსირებდა. სადეზინფექციო ხსნარით ხელის დამუშავებისას კი, მარკირების კვალი თითქმის სრულად იშლებოდა;
- #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #23 საარჩევნო უბანზე მარკირების შესამოწმებელი ფანარი სათანადოდ არ მუშაობდა. ნაკადის მომწესრიგებელმა არაერთხელ მიუთითა თავმჯდომარეს ფანრის ხარვეზებზე, თუმცა თავმჯდომარე რეაგირებას არ ახდენდა. საბოლოოდ, საარჩევნო უბანმა ფანარი 15:40 საათზე შეცვალა, რის შემდგომაც მარკირების შემოწმება შესაძლებელი გახდა;
- #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #49 საარჩევნო უბანზე მეორე რეგისტრატორის მარკირების სითხე ხელის დამუშავების შედეგად შორდება;
- #3 საბურთალოს #26 საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს, რომელსაც ხელზე მარკირების კვალი ეტყობოდა, კენჭისყრაში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცეს;
- #20 რუსთავის #39 საარჩევნო უბანზე მისულ სამ ამომრჩეველს მარკირების შესამოწმებელი ფანრით შემოწმებისას დაუფიქსირდათ მარკირება, თუმცა მათ მიეცათ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება;
- #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #5 უბანზე გამოცხადდა ამომრჩეველი, რომელსაც ემჩნეოდა მარკირების კვალი. ამის მიუხედავად, მას კომისიის თავმჯდომარემ და წევრებმა ხმის მიცემის შესაძლებლობა მისცეს;
- #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #83 საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს, რომელსაც უფიქსირდებოდა მარკირება, თავმჯდომარის ინდივიდუალური გადაწყვეტილებით მიაცემინეს ხმა. მან სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშავა ხელი რამდენჯერმე და ამტკიცებდა, რომ ხელზე ჰქონდა ალერგია და არა მარკირება;
- #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #39 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელმა დააფიქსირა მარკირებული ამომრჩეველი, თუმცა მას მაინც მიაცემინეს ხმა;
- #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #7 საარჩევნო უბანზე რამდენიმეჯერ დაფიქსირდა უკვე მარკირებული ამომრჩევლების მხრიდან უბანზე შესვლის მცდელობა (5 შემთხვევა).
სავარაუდო მოსყიდვა
- #5 ისნის საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა სავარაუდო მოსყიდვის, კერძოდ, პირისთვის ფულის გადაცემის ფაქტი გარე პერიმეტრზე ხანგრძლივად მყოფი პირის მიერ. მოცემული პირი დღის განმავლობაში კომუნიკაციაში შედიოდა უბანზე ხმის მისაცემად მისულ ამომრჩევლებთან. დაფიქსირდა იმავე პირის მიერ ამომრჩევლისთვის ლურჯი ფერის გაურკვეველი ბარათის გადაცემის ფაქტი;
- #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #6 საარჩევნო უბანთან დამკვირვებელმა დაინახა, რომ ნაკადის მომწესრიგებელს დაურეკა ტელეფონმა, რა დროსაც ეს უკანასკნელი გამოვიდა გარეთ და ერთ-ერთ ამომრჩეველს, რომელიც უკვე ტოვებდა კენჭისყრის შენობას, ხელიდან ხელში გადასცა დაკეცილი ქაღალდი, რომელიც, დიდი ალბათობით, იყო ფული.
ზეწოლა/სიტყვიერი დაპირისპირება
- #2 საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბანთან, 100 მეტრის რადიუსის მოშორებით მობილიზებულ პირებსა და საარჩევნო უბნის აკრედიტებულ დამკვირვებელს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, მას შემდეგ, რაც დამკვირვებელმა ფოტოს გადაღება სცადა. სიტუაცია განიმუხტა პოლიციის ჩარევის შემდეგ;
- #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #45 საარჩევნო უბანთან კომისიის წევრის მიერ "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის მიმართ განხორციელდა ზეწოლა. აღნიშნული მოჰყვა დამკვირვებლის მიერ უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული ქართული ოცნების კოორდინატორის მიერ ამომრჩევლისთვის ფულის გადაცემის ფაქტის დაფიქსირებას. დამკვირვებლის მიმართ ზეწოლა განხორციელდა უცხო პირების მხრიდანაც, რომლებიც დამკვირვებელს ფოტოს გადაღებაში სდებდნენ ბრალს;
- #79 საარჩევნო ოლქის #98 საარჩევნო უბანზე 100 მეტრამდე მანძილზე უბნის მახლობლად დილიდან მდგარ მიკროავტობუსში მყოფ პირებს, სავარაუდოდ, ჰქონდათ ამომრჩეველთა სიები. დამკვირვებლის მიერ ფაქტის დაფიქსირების შემდეგ ერთ-ერთმა პირმა დამალა ფურცლები, რის შემდეგაც დამკვირვებელს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა;
- #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #45 საარჩევნო უბანთან შეკრებილი ე.წ. "ძველი ბიჭები", "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ქმნიდნენ მის სამუშაოსთვის დამაბრკოლებელ და დამაშინებელ გარემოს.
საჩივრები, განცხადებები
ამ დროისათვის "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია 63 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში — 58 საჩივარი. 22 შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები