ბიულეტინების ჩაყრა, მარკირების დარღვევა, აგიტაცია — კორძაია დარღვევების შესახებ
ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თამარ კორძაიამ საარჩევნო უბნებზე მათი წარმომადგენლების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, გამოვლინდა ბიულეტინების ჩაყრის, მარკირების დარღვევის, აგიტაციისა და კოვიდუბნების გაუმართაობის ფაქტები.
თამარ კორძაიას განცხადებით, ისნის 71-ე უბანზე კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ არაკანონიერად ჩაყარა ბიულეტინები საარჩევნო ურნაში. ადგილზე ენმ-ის წარმომადგენლებმა გამოიძახეს პოლიცია.
"ჩვენ ვითხოვთ ამ უბნის შედეგების გაბათილებასაც და ამ ფაქტის დამადასტურებელი ბევრი მოწმე არის უბანზე. ასევე, მოვითხოვთ ცესკოსგან, ამოიღოს ნებისმიერი კამერის ჩანაწერი, რომელიც იყო უბანზე და შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი. პოლიციას კი ვთხოვთ, დაიწყოს გამოძიება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით", — განაცხადა კორძაიამ.
ამასთანავე, კორძაიამ ისაუბრა მარკირების წესის დარღვევასა და აგიტაციის შემთხვევებზე. მისი თქმით, გლდანის 34-ე, ვაკის 61-ე და 29-ე უბნებზე მარკირების სითხე არ ასრულებს თავის ფუნქციას და ამომრჩეველს ხელის დაბანისა და გაწმენდის შემდეგ სცილდება.
"საბურთალოს მე-80 უბანზე მარკირებულმა ამომრჩეველმა მისცა ხმა და ეს არის პირდაპირი მტკიცებულობა, რომ გაყალბებას ჰქონდა ადგილი. საბურთალოს 68-ე უბანზე შემაჯამებელ ოქმზე წინასწარ მოაწერეს ხელი კომისიის თავმჯდომარემ და თავმჯდომარის მოადგილემ. გლდანის პირველ უბანში ამომრჩეველს რეგისტრატორმა შემოახაზინა ბიულეტენი და უთხრა, რომ შემოეხაზა 41 ნომერი. შესაბამისად, ხმა მიაცემინა აგიტაციის შედეგად", — ამბობს კორძაია.
თამარ კორძაიამ აღნიშნა, რომ დაფიქსირდა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც კოვიდუბანზე რეგისტრირებულმა პირებმა ძირითად უბნებზე მისცეს ხმა.
"კრწანისის მე-12 კოვიდუბანზე შეყვანილმა ამომრჩევლებმა ხმა მისცეს ძირითად უბანში. იგივე მოხდა გლდანის 95-ე უბანზე, კოვიდუბანზე რეგისტრირებულმა ძირითად უბანზე მისცა ხმა", — თქვა კორძაიამ.
დღეს, 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება. მერი 15 თვითმმართველ თემსა და 5 თვითმმართველ ქალაქში, მათ შორის, თბილისში აირჩევა. გარდა ამისა, მეორე ტური გაიმართება 24 საარჩევნო ოლქში, რომლის შედეგად აირჩევა 42 მაჟორიტარი.
არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს შეგიძლიათ On.ge-ზე გაეცნოთ:
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები