მთავარი არხი ეგზიტპოლს IPSOS-ის გარეშე ჩაატარებს
მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანია თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურისთვის ეგზიტპოლს IPSOS-ის გარეშე ჩაატარებს. ეგ განცხადება გვარამიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც კვლევითი კომპანია ქართულ ოცნებასთან კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა.
"ჩვენ არ დავუშვებთ IPSOS-ის ქართულ ოცნებასთან შეთანხმებული დივერსიის განხორციელებას ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ და მთავარი არხი ხვალ მაინც ჩაატარებს ეგზიტპოლს, მხოლოდ კომპანია IPSOS-ის მონაწილეობის გარეშე.
ჩვენ უკვე ვაცნობეთ კომპანია IPSOS-ს, რომ მასთან ხელშეკრულება გაწყვეტილია არაკეთილსინდისიერების და პარტნიორული ურთიერთობის დარღვევის გამო", — განაცხადა ნიკა გვარამიამ.
რა ხდება
27 ოქტომბერს მთავარი არხმა გამოაქვეყნა IPSOS-ის მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვითაც თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ქართული ოცნების კანდიდატი თბილისში ლიდერობს, ზუგდიდში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში კი ოპოზიციონერი კანდიდატები. მთავარი არხის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემში ეწერა, რომ ზუგდიდში ანზორ მელიას 54,7% ჰქონდა, მამუკა წოწერიას 45,3%. IPSOS-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მამუკა წოწერიას 51% აქვს, ანზორ მელიას — 49%.
28 აგვისტოს, ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა და კვლევას მანიპულაციური უწოდა. პაპუაშვილის თქმით, როდესაც რიცხვების გადაკეთება მოხდა, ზუგდიდის შემთხვევაში ძველი მონაცემი ჩარჩა, რომელიც ნამდვილ მონაცემს შეეფერება.
29 ოქტომბერს, მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია IPSOS-თან თანამშრომლობას წყვეტს და სასამართლოშიც უჩივის. არხი IPSOS-ს არაკეთილსინდისიერ და არაპარტნიორული ქმედებაში ადანაშაულებს. ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრაქტით დადგენილი საარბიტრაჟო წესით არა მხოლოდ გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას მოითხოვენ, არამედ რეპუტაციული ზიანისა და ეგზიტპოლის გაუქმებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებასაც.
გვარამიას განცხადებიდან რამდენიმე საათში, IPSOS-მა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, არხმა გამოაქვეყნა პირველადი მონაცემები, რომლებიც არ იყო განკუთვნილი გასაჯაროებისთვის. კომპანია ამ ფაქტს გაუგებრობას უწოდებს.
IPSOS-ის განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, მთავარ არხში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, სადაც კომპანია ქართულ ოცნებასთან კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულეს. გვარამიას ინფორმაციით, გარიგება შედგა IPSOS-ის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, ოლივიერო მარჩეზესა და ქართული ოცნების გენერალურ დირექტორს, კახა კალაძეს შორის. მისი თქმით, გარიგების მიზანი ეგზიტპოლის ჩაშლა და მთავარი არხის გაყალბებაში დადანაშაულება იყო.
მთავარი არხის დირექტორის განცხადებით, ისინი აგროვებენ მტკიცებულებებს ოლივიერო მარჩეზესა და კახა კალაძის კომუნიკაციის შესახებ. ტელეკომპანია აპირებს მიმართოს საფრანგეთისა და იტალიის სამართალდამცავ ორგანოებს მათ ტერიტორიაზე განხორციელებული სავარაუდო კორუფციული შეთანხმების შესახებ. გვარამიას სურს, გარიგებაში ჩართული პირები დაისაჯონ არა საქართველიში, არამედ ევროკავშირის ტერიტორიაზე.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები