რატომაა Sex Education ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სერიალი
ფოტო: Netflix
Sex Education-ს (სქესობრივი განათლება) მთელი მსოფლიოს მასშტაბით პოპულარობა უმიზეზოდ არ ხვდომია წილად: სერიალი თინეიჯერების ცხოვრების მრავალ ასპექტს გვიჩვენებს, თუმცა შოუ ზრდასრულებისთვისაც რელევანტურია.
სექსუალური განათლების, სექსუალობისა და სხეულში მიმდინარე პროცესების თემები ჯერ კიდევ ტაბუირებულია. უამრავი დამაზიანებელი მითი ხელს გვიშლის, სექსის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულება ჩამოვიყალიბოთ (მაგალითად ის, რომ კაცები ყოველთვის მზად არიან სექსისთვის, სექსი ყოველთვის მოიცავს პენეტრაციას და ა.შ), სექსუალური განათლება არსებული წარმოდგენების გადააზრებაში გვეხმარება.
ფრთხილად, წინ სპოილერებია! თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ Sex Education-ის (სქესობრივი განათლება) სამივე სეზონი, გაფრთხილებთ, რომ სტატიაში რამდენიმე სპოილერი შეგხვდებათ.
ოტისი და დედამისი
ფოტო: Netflix
შოუს ერთ-ერთი მთავარი ხაზი თინეიჯერი ოტისის ურთიერთობაა დედამისთან, რომელიც შვილს თავისუფლად ესაუბრება სექსზე, გამოცდილებისა და პრობლემების შესახებ ეკითხება, მაგრამ საუბარს არასდროს აძალებს.
შეიძლება, ოტისისა და ჯინის ურთიერთობა დედაშვილური ურთიერთობის იდეალურ მაგალითად მოგვეჩვენოს: ისინი ხომ ერთმანეთს არაფერს უმალავენ, თუმცა, ეს მოდელი იდეალური სულაც არაა: ოტისსა და ჯინს ნამდვილად აქვთ საზღვრების პრობლემა.
ჯინისთვის პრობლემას არ წარმოადგენს ოტისის ოთახში დაუკითხავად შესვლა და სასურველი ინფორმაციის მოსაპოვებლად მის ნივთებში ქექვა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ოტისის პირადი სივრცე და საიდუმლოს ქონის უფლება მუდმივად ირღვევა იმ ადამიანის მიერ, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობა.
შესაძლოა, იფიქროთ, რომ ჯინის საქციელი სამართლიანია: ის ცდილობს, საკუთარი შვილი დაიცვას. მაგრამ სინამდვილეში საზღვრების დარღვევა ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ-ერთი სახეა.
ოტისი და მისი პრობლემები
ფოტო: Netflix
თითქოს, გამოცდილი სექსოლოგის შვილს სექსუალურ განათლებასთან დაკავშირებული პრობლემები არ უნდა ჰქონდეს, თუმცა, სერიალის განმავლობაში ვხედავთ, როგორ უჭირს ოტისს თავის სექსუალურ სურვილებში გარკვევა.
ოტისის პრობლემების დიდი ნაწილი სექსისადმი დედამისის დამოკიდებულებიდან გამომდინარეობს. ჯინი თავს ვალდებულად არ თვლის, ინტიმური ცხოვრება შვილისგან განაცალკევოს. ოტისს ესმის დედამისის მიერ სექსის დროს გამოცემული ხმები და ეს ფაქტი მთლიანად ცვლის მის ურთიერთობას ჯინთან. ეს ის მთავარი ნიშანია, რაც მილბურნების ოჯახს ნებისმიერი სხვა ოჯახისაგან განასხვავებს.
ამასთანავე, ოტისის მშობლები მას შემდეგ დაშორდნენ ერთმანეთს, რაც მამამისმა, რემიმ დედამისს უღალატა. დაშორების შემდეგ რემი ოტისის ცხოვრების ნაწილი აღარ იყო და იშვიათად ელაპარაკებოდა შვილს, რის გამოც ბიჭმა სექსი პრობლემებთან, დაშორებასა და მიტოვების გრძნობასთან გააიგივა.
ფოტო: Netflix
ფუნდამენტური საკითხია, რომ ბავშვები არ უნდა იყვნენ მშობლების პირადი ცხოვრების ნაწილი. ოჯახის ყველა წევრს აქვს სივრცის ქონის უფლება და შვილისა და მშობლის ურთიერთობაში ამ ხაზის გადაკვეთა არაჯანსაღ ატმოსფეროს ქმნის.
მოზარდობის ასაკში ბევრი ფაქტორი მოქმედებს სექსუალობისა და სექსუალური იდენტობის ჩამოყალიბებაზე. ეს სწორედ ის დროა, როცა ყველაზე კრიტიკულ ასაკობრივ კრიზისს გავდივართ. ნეგატიური წარმოდგენები, სექსუალური განათლების ნაკლებობა და სექსუალურ პრობლემებზე საუბრის უხერხულობა ხელს უწყობს კომპლექსების ჩამოყალიბებას, რომელთაგან გათავისუფლებაც ზრდასრულ ასაკში ძალიან გვიჭირს.
ერიკი და მისი სექსუალური ორიენტაცია
ფოტო: Netflix
მომდევნო ოჯახის, ეფიონგების პრობლემა ასევე ბევრი ოჯახისთვისაა ნაცნობი: მშობლები, რომელთაც უჭირთ შვილის სექსუალური ორიენტაციის მიღება.
ერიკი გეია და საკუთარ თავს ღიად გამოხატავს, მშობლები კი მოუწოდებენ, გოგოებთან პაემნებზე იაროს. თუმცა ერთი ეპიზოდის შემდეგ ყველაფერი იცვლება. მას შემდეგ, რაც თვალშისაცემი ჩაცმულობის გამო სცემენ, ერიკი საკუთარ თავში იკეტება. სწორედ ამ დროს იაზრებენ მშობლები, რომ მათ შვილს ბედნიერებისთვის საკუთარ თავთან და სამყაროსთან გულწრფელობა სჭირდება.
სკოლის წვეულებამდე ცოტა ხნით ადრე ერიკის მამა აღიარებს, რომ ამაყობს თავისი უშიშარი შვილით. სწორედ ასეთი უპირობო სიყვარული გვიქმნის ადამიანებს დაცულობისა და სტაბილურობის შეგრძნებას.
ეიმი და სექსუალური შევიწროება
ფოტო: Netflix
UN Women-ის კვლევის მიხედვით, ბრიტანელი ქალების 97%-ს ერთხელ მაინც გამოუცდია სექსუალური შევიწროება. უნდა აღინიშნოს, რომ ტერმინი "შევიწროება" არ მოიაზრებს მხოლოდ იძულებით სექსუალურ აქტს. ის მოიცავს ყველა სახის სექსუალურ ქმედებას, რომელიც ორივე მხარის თანხმობის გარეშე ხორციელდება.
ეიმი გიბსის ისტორია გვაჩვენებს, როგორ შეუძლია სექსუალური შევიწროების ერთ "პატარა" (ხალხის აზრით) შემთხვევასაც კი დააზიანოს ადამიანის ფსიქიკა და მენტალური ჯანმრთელობა. ეიმი იღბლიანი აღმოჩნდა, რომ ჰყავს მეგობრები, რომლებიც პრობლემის დაძლევაში ეხმარებიან.
ოლა და სექსუალური იდენტიფიკაცია
ფოტო: Netflix
მოზარდობა ის პერიოდია, როდესაც სექსუალობა სრულად მჟღავნდება. ხშირად თინეიჯერები არ არიან დარწმუნებულნი საკუთარ იდენტობაში და საკუთარი თავის გამოსახატად მრავალ როლს ირგებენ.
სექსუალური ორიენტაციის გაგებისა და მიღების გზაზე ხშირად ვაწყდებით წინააღმდეგობებს. ცდისა და შეცდომის მეთოდი, რომელსაც ადამიანები თვითგამოსარკვევად მიმართავენ, ზოგჯერ ძალიან მტკივნეულია, თუმცა ეს ბუნებრივი პროცესია — აი, ეს შეგვიძლია ვისწავლოთ ოლას ისტორიიდან.
ლილი და სექსისადმი დამოკიდებულება
ფოტო: Netflix
თითოეული ინდივიდის სექსუალური განვითარება უნიკალურია და ხანდხან თინეიჯერები ფიზიკურად უფრო სწრაფად ყალიბდებიან, ვიდრე — ფსიქოლოგიურად.
ლილის ისტორია გვაჩვენებს, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს სექსუალურ ზრდასრულობას ადამიანის ქცევაზე და რატომაა მნიშვნელოვანი საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე ზრუნვა.
ლილის ინტიმური ურთიერთობების შიში აქვს, რაც ფსიქოლოგიური მიზეზებითაა გამოწვეული, თუმცა ფიზიკური ლტოლვა მის შემთხვევაში ფსიქოლოგიურ ჩამოუყალიბებლობას ჩრდილავს. ლილის ისტორია თინეიჯერებს ასწავლის, რომ სექსუალურ აქტამდე უნდა დაფიქრდნენ, არიან თუ არა მზად და საკუთარ სხეულსა და გონებას მოუსმინონ.
ასე რომ, სერიალი სექსთან დაკავშირებულ საკითხებზე საინტერესოდ და გულწრფელად გვესაუბრება; გვეხმარება, გავერკვეთ საკუთარ გრძნობებში და გვიბიძგებს, თვითგამორკვევა არ შევწყვიტოთ.
თუკი სერიალის დასამთავრებლად მრავალჯერ გაგითენებია ღამე, ახალ შოუს გამოსვლისთანავე ნახულობ, ან უბრალოდ საყვარელ სერიალზე სასაუბრო სივრცეს ეძებ, მაშინ შემოგვიერდი ჯგუფში — ერთი სერიაც და...
ამავე თემაზე:
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
კომენტარები