მინის ბარიერები განახლდა, რადგან სააკაშვილი და ადვოკატები სრულად არღვევდნენ კოვიდრეგულაციებს — პენიტენციური
ფოტო: კადრი ვიდეოდან/მიხეილ სააკაშვილი
პენიტენციური სამსახურის განცხადებით, შეხვედრების ოთახში მინის ბარიერის აღმართვის მიზეზი ისაა, რომ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები კოვიდრეგულაციებს არღვევდნენ. კერძოდ, უწყების განმარტებით, წერილებს ისინი ერთამანეთს "მაგიდაზე ასვლის გზით" აწვდიდნენ. ამასთან, სააკაშვილი უარს ამბობდა პირბადის გამოყენებაზე.
"აღნიშნული გადაწვეტილება განპირობებულია მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ადვოკატების მხრიდან კოვიდპანდემიიდან გამომდინარე არსებული რეგულაციების სრულად დარღვევით. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების მხრიდან ადგილი ჰქონდა დადგენილი რეგულაციების პერმანენტულ დარღვევას. კერძოდ, მაგიდაზე ასვლის გზით შუშის დამცავი ბარიერის ზემოდან უშუალო კონტაქტი და მიხეილ სააკაშვილის მიერ ინდივიდუალური დაცვის საშუალების (პირბადე) გამოყენებაზე უარის თქმა ზრდიდა ვირუსის გავრცელების ალბათობას. ასევე, არსებობდა შუშის ბარიერის დაზიანების საშიშროება, რასაც შესაძლოა რომელიმე პირის დაზიანება მოჰყოლოდა", — ამბობს პენიტენციური.
მათივე განცხადებით, სააკაშვილსა და მისი ადვოკატებს დაწესებულებაში შესვლის დროს ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის პასუხი არცერთხელ არ წარუდგენიათ.
"აღსანიშნავია, რომ ადვოკატისთვის ცნობილია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინი მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან პირისპირ შეხვედრის მხოლოდ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში შეძლებენ, რაც ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის არცერთი ადვოკატის მიერ არ მომხდარა", — აცხადებენ ისინი.
გარდა ამისა, უწყებაში ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილს დოკუმენტების ადვოკატებისთვის გადაცემის პრობლემა არასდროს ჰქონია და ამ უფლებით ადმინისტრაციის დახმარებით ახლაც შეუძლია ისარგებლოს. მათივე თქმით, სააკაშვილთან ციხეში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობით დასტურდება, რომ იგი პატიმრისთვის მინიჭებული ყველა უფლებით სარგებლობს.
გუშინ, 27 ოქტომბერს სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძალიშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრის ოთახში სივრცე, საიდანაც სააკაშვილს წერილებით ეკონტაქტებოდნენ, ბადით დაფარეს. იმავე დღეს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სანამ შეხვედრათა ოთახს პირვანდელი სახე არ დაუბრუნდება, სააკაშვილი მკურნალობაზე უარს ამბობს.
მანამდე, 26 ოქტომბერს ნაციონალური მოძრაობის სენაკის მერობის კანდიდატმა, კობა ნაყოფიამ განაცხადა, რომ სააკაშვილთან მიმსვლელებს ციხიდან წერილის გამოტანის უფლებას არ აძლევენ. როგორც მან აღნიშნა, დაწესებულებაში შესვლისას გააფრთხილეს, რომ სააკაშვილის წერილის გამოტანა არ შეიძლება. ნაყოფია ამბობდა, რომ ექსპრეზიდენტისგან წერილების მიღება ამიერიდან მხოლოდ ფოსტის ან ადვოკატების დახმარებით იქნებოდა შესაძლებელი. აღნიშნულს პენიტენციურმა სამსახურმა იმავე დღეს უპასუხა. მათი განცხადებით, პატიმართან შეხვედრაზე მისული პირისთვის რაიმე სახის კორესპონდენციის გადაცემა და გამოტანა არც ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში არ ხდება. მათივე თქმით, ადვოკატიც არ არის უფლებამოსილი, რომ ციხიდან ბრალდებულის წერილები გამოიტანოს.
მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის 28-ე დღეა შიმშილობს.
-
ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
გადახედვა
-
ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის
გადახედვა
-
მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა
გადახედვა
-
თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან
-
ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი! ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი!
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
-
ლევან მაჭავარიანი: "რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო" ლევან მაჭავარიანი: "რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო"
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ
გადახედვა
-
განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე
გადახედვა
-
ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა
გადახედვა
-
თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
-
ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა
გადახედვა
-
Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია
გადახედვა
-
ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა
-
იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს
გადახედვა
-
12 საუკეთესო ფილმი, რომელიც 2026 წელს გამოვიდა (ჯერჯერობით) 12 საუკეთესო ფილმი, რომელიც 2026 წელს გამოვიდა (ჯერჯერობით)
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მასწავლებლებისთვის — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს ბანკის შეთავაზებები მასწავლებლებისთვის — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის
კომენტარები