საია პროკურატურას მოუწოდებს, ია სირანაშვილზე პოლიციელების შესაძლო ძალადობის ფაქტი გამოიძიოს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ეხმაურება ადვოკატ ია სირანაშვილის მიერ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, პოლიციის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით ხელი შეუშალეს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში და მასზე იძალადეს.
საია მოუწოდებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, დაუყოვნებლივ შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი ადვოკატის პროფესიული უფლებებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად.
ამასთან, მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება და უზრუნველყოს შესაძლო დანაშაულის ჩამდენ პირთა დროული გამოვლენა.
ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში ჩარევა და მის მიმართ ძალადობა სრულიად შეუთავსებელია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან და საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კონკრეტული ადვოკატის უფლებებს, არამედ საადვოკატო საქმიანობის დამოუკიდებლობასა და მართლმსაჯულების განხორციელებას, — წერია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 1-ელ სექტემბერს, ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს, მანამდე სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს მის ავტომობილში. როგორც პოლიციელები ადგილზე აცხადებდნენ იარაღს ეძებდნენ.
ბიზნესმენის სახლში ჩხრეკას ესწრებოდა ადვოკატი ია სირანაშვილი, მოგვიანებით კი მას, როგორც თავად ჰყვება, ბინა ძალით დაატოვებინეს, თამაზ ელიზბარაშვილი კი დააკავეს. ადვოკატი ჟურნალისტებთან აცხადებდა, რომ სამართალდამცავებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს.
"ტელეფონი დამაგდებინეს, წამაქციეს, წიხლებით შემდგნენ, არ შემიშვეს შიგნით, სადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. გამომაგდეს, კარები გადამიკეტეს, წიხლებით შემდგა ერთი 5 პოლიციელი ერთად, ძალიან ცუდად ვარ, გვერდები მტკივა, ღვიძლში მირტყეს ფეხები და წიხლები. 5 კაცმა წიხლებით გამიგდეს, ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, თქვენ ნორმალურები ხართ? ეს პოლიციელები არიან თუ კრიმინალები? ასეთი რამე მე ცხოვრებაში არ გამომივლია. წინა რეჟიმის დროსაც ადვოკატი ვიყავი და ახლაც", — განაცხადა ადვოკატმა "ტვ პირველთან" საუბრისას.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები