საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს
საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) შეფასებით, პროცესში უზრუნველყოფილი არაა ისეთი დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და გამჭვირვალობა, რომელსაც ევროპის საბჭოს სტანდარტები მოითხოვს.
ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კვლევა — "ევროსასამართლოს მოსამართლის შერჩევის კონკურსი საქართველოში დემოკრატიული ლეგიტიმაციის კრიზისის ფონზე", სადაც დეტალურადაა გაანალიზებული არსებული ხარვეზები და ის მძიმე ინსტიტუციური კონტექსტი, რომელშიც პროცესი მიმდინარეობს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე საქართველოს სახელით ცხრა წლის ვადით აირჩევა. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იღებს, თუმცა მანამდე საქართველომ უნდა წარადგინოს სამი კანდიდატისგან შემდგარი სია. საია-ს განმარტებით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რამდენად ღია, კონკურენტული და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალია კანდიდატების შერჩევა ეროვნულ დონეზე.
იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 17 დეკემბრის №1139 ბრძანებით განისაზღვრა კანდიდატების შერჩევის წესი და შეიქმნა შესარჩევი კომისია. თავდაპირველად, საქართველო კანდიდატთა სიის ევროპის საბჭოსთვის წარდგენას 2026 წლის 4 თებერვლამდე გეგმავდა, თუმცა ვადა ორჯერ გახანგრძლივდა. საბოლოო ვადად 2026 წლის 30 სექტემბერია განსაზღვრული, ხოლო განაცხადების მიღება 1 სექტემბერს სრულდება.
ევროპის საბჭოს წესებით, სახელმწიფოს მიერ წარდგენილი კანდიდატები უნდა გამოირჩეოდნენ მაღალი მორალური თვისებებით, აკმაყოფილებდნენ მაღალი სასამართლო თანამდებობისთვის საჭირო პროფესიულ მოთხოვნებს ან იყვნენ აღიარებული იურისტები, ფლობდნენ ინგლისურ ან ფრანგულ ენას სრულყოფილად და ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა ეროვნული, საერთაშორისო და ადამიანის უფლებათა სამართლის სფეროებში. კანდიდატთა სია, როგორც წესი, გენდერულადაც დაბალანსებული უნდა იყოს. ამასთან, საერთაშორისო სტანდარტები მხოლოდ კანდიდატების ინდივიდუალურ კვალიფიკაციას არ შეეხება. ისინი მოითხოვს, რომ შერჩევის ეროვნული პროცესი იყოს:
• წინასწარ გაწერილი, საჯარო და განჭვრეტადი;
• ფართოდ გამოცხადებული და რეალურად ხელმისაწვდომი;
• წარმართული დაბალანსებული, კომპეტენტური და გარე ზეგავლენისგან თავისუფალი ორგანოს მიერ;
• დაფუძნებული კანდიდატებთან სამართლიან და სტანდარტიზებულ გასაუბრებებზე;
• გამჭვირვალე შეფასების კრიტერიუმებითა და დასაბუთებული გადაწყვეტილებებით.
საია-ს განმარტებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შესაბამის კომიტეტს შეუძლია სახელმწიფოს მიერ წარდგენილი სია საერთოდ არ დაუშვას კენჭისყრაზე, თუ დაასკვნის, რომ კანდიდატები სათანადო კვალიფიკაციას ვერ აკმაყოფილებენ ან მათი შერჩევის ეროვნული პროცესი საკმარისად სამართლიანი და გამჭვირვალე არ ყოფილა. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს ახალი სიის წარდგენა და პროცედურის განმეორებით გავლა მოუწევს.
ორგანიზაციის შეფასებით მოქმედი კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს.
- კომისიის რეალური დამოუკიდებლობა;
- 2016–2017 წლების კონკურსებისგან განსხვავებით, მიმდინარე კომისიაში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აღარ შედიან;
- შეფასების მკაფიო კრიტერიუმების არარსებობა;
- გამჭვირვალობის შემცირება;
- პროცედურა ასევე არ შეიცავს შედეგების გასაჩივრების მექანიზმს, ინტერესთა კონფლიქტის რეგულირებასა და შეფასების ინდივიდუალური დასაბუთების ვალდებულებას.
- ამ პრობლემების გადაჭრა ფართო სისტემური რეფორმებისა და სახელმწიფოს დემოკრატიულ რელსებზე დაბრუნების გარეშე წარმოუდგენელია.
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
კომენტარები