თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით ფინანსური ინსტიტუტი მიზანდასახულ და მოტივირებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო სტიპენდიების ფარგლებში გახდნენ საქართველოს ბანკის რჩეულები, მიიღონ 100%-იანი დაფინანსება და გაემგზავრონ სასწავლებლად მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ესპანეთში.
ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს, მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება, რათა საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში.
თუკი ამერიკაში სწავლის გაგრძელებით ხართ დაინტერესებული და საქართველოს ბანკის ფულბრაიტის სტიპენდიის მოპოვება გსურთ, ამაში ელიზბარ ხვიჩიას რჩევები დაგეხმარებათ — ის თავად არის Fulbright-ის, FLEX-ისა და Erasmus+-ის სტიპენდიატი და ამჟამად კანზასის უნივერსიტეტის დოქტორანტია.
1. არ მოგერიდოს!
თუ უცხოეთში სწავლას განიხილავ, პირველი და მთავარი რჩევაა, არ მოგერიდოს კითხვების დასმა. მისწერე ყველას, ვინც გგონია, რომ ინფორმაციის მოძიებაში ან გამოცდილების გაზიარებაში დაგეხმარება.
ეს შეიძლება იყოს პროფესორი, რომელთან მუშაობაზეც ოცნებობ, ბიბლიოთეკარი ან თუნდაც ფიზმომზადების მწვრთნელი. გამოიყენე ყველა პლატფორმა და გააგზავნე იმეილი ყველასთან, ვინც შეიძლება შენს კითხვებს უპასუხოს.
2. ნაკლები "მე" და მეტი "ჩვენ"
ხშირად გვგონია, რომ აპლიკაციაში გამუდმებით საკუთარ თავზე უნდა ვისაუბროთ. სინამდვილეში პირიქითაა.
შემფასებლებს უყვართ და სიამოვნებთ, როცა კანდიდატი აჩვენებს განვითარების ღერძს — პროგრესის პოტენციალს და მონდომების უშრეტ ძალას, რომელსაც პოტენციურად არა მხოლოდ ინდივიდუალური, არამედ საზოგადოებრივი სიკეთის შექმნა შეუძლია.
ამიტომ, ფოკუსირდი იმაზე, თუ როგორ გამოიყენებ მიღებულ ცოდნას და არა მხოლოდ პირად მიღწევებზე.
3. ყოველდღიური გამოწვევები ნორმალურია
უცხო ენაზე, რომელსაც დიდი ხანია სწავლობ, შეიძლება სიტყვა დაგავიწყდეს. შეიძლება საცხოვრებლის პოვნაც გაგიჭირდეს. ეს ნორმალურია და არ ნიშნავს, რომ პრობლემებს ვერ უმკლავდები. ელიზბარი გირჩევს: ღიმილით შეხედე ასეთ გამოწვევებს, რადგან ყველა, ვინც საზღვარგარეთ სწავლობს, ამ გზას გადის. მთავარია, წინასწარ მოემზადო — შეისწავლო კლიმატი, უძრავი ქონების ბაზარი და ადგილობრივი მხარდაჭერის რესურსები.
4. წინასწარ შეისწავლე პროგრამა
სანამ აპლიკაციას გაგზავნი, დეტალურად გაეცანი პროგრამის კრიტერიუმებს, წესებსა და პროცედურებს, შემდეგ კი ჩაუღრმავდი მის არსს — როდის დაარსდა, რა მიზნით და როგორ კანდიდატებს ეძებს. ელიზბარის თქმით, "ეს ზარივითაა — წაიკითხავთ თუ არა თუნდაც ძალიან მშრალ ინფორმაციას პროგრამის შესახებ, შიგნიდან დარეკავს ზარი, რომ ეს თქვენთვისაა".
გაეცანი კურსდამთავრებულების ისტორიებსაც, ეს სამოტივაციო წერილისთვის შთაგონების წყაროც შეიძლება გახდეს.
5. სამოტივაციო წერილი ყრუ რეზიუმე არ უნდა იყოს
ეს არის შენი აპლიკაციის ყველაზე მნიშვნელოვანი, წონადი და კრეატიული ნაწილი. სამოტივაციო წერილი ერთადერთი ფორმაა, სადაც შეგიძლია, თავი ისე გამოხატო, როგორც თავად გსურს, რომ სხვამ გაგიგოს.
ფურცელზე უნდა იმღერო ისე, რომ მკითხველს მისი წაკითხვა არ მოჰბეზრდეს.
დაიმახსოვრე, რომ ბევრის დაწერის საშუალება არ გექნება — როგორც წესი, ორი გვერდი მაქსიმუმია. ამიტომ, წერე მკაფიოდ, რელევანტურად და გულწრფელად.
საზღვარგარეთ სწავლა ბევრ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ შედეგი ამად ნამდვილად ღირს.
ინფორმაციისთვის, ამჟამად მიმდინარეობს განაცხადების მიღება ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამაზე. კონკურსში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. საქართველოს ბანკის სხვა საერთაშორისო სტიპენდიებზე მეტი ინფორმაციის მისაღებად კი შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.
განათლების გზაზე არ გაჩერდე
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
"თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა "თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა
გადახედვა
კომენტარები