მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ?
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ევროპული საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე ორი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. მონტენეგროსთან საშინაო არენაზე სოლიდური სხვაობით გამარჯვების შემდეგ ჩვენმა კალათბურთელებმა გასვლით შეხვედრაში პორტუგალიასაც სძლიეს და მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის რეალური შანსი მოიპოვეს.
თამაში მონტენეგროსთან
28 აგვისტოს ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის ახალ სპორტის სასახლეში გამართულ თამაშზე მონტენეგროს სოლიდური ანგარიშით, 101:74 მოვუგეთ. პირველი სამი მეოთხედის განმავლობაში მეტოქემ წინააღმდეგობა გაგვიწია და მეოთხე პერიოდის წინ ანგარიში 77:67 იყო. გადამწყვეტ ათწუთეულში ჩვენი კალათბურთელები შეუჩერებლები იყვნენ — მეოთხედი ანგარიშით 24:7 მოვიგეთ.
სასურველ შედეგთან ერთად, თამაში კარგი საყურებელიც გამოდგა: ნაკრებმა 100-ქულიან ბარიერს გადააბიჯა. ვიხილეთ ეფექტური ჩატენვები, ულამაზესი პასები, სამქულიანები და თითქმის შეუცდომელი თამაში: მთელი თამაშის განმავლობაში მხოლოდ 3 ბურთი დავკარგეთ. მონტენეგროსთან თამაშისას ბრწყინავდნენ:
- გოგა ბითაძე: 23 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი, 2 დაფარება;
- თორნიკე შენგელია: 24 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა;
- სანდრო მამუკელაშვილი: 17 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი, 2 ჩაჭრა.
გასვლითი შეხვედრა
საშინაო გამარჯვების შემდეგ ნაკრები პორტუგალიაში გაემგზავრა. თამაში მატოსინოში გაიმართა. პორტუგალიელებს წინა ტურში ესპანეთი ჰყავდათ დამარცხებული და, ცხადია, უხერხულ მეტოქედ მიიჩნეოდნენ. ძალიან საინტერესო თამაში ვიხილეთ — პორტუგალიელებმა გაცილებით მეტი წინააღმდეგობა გაგვიწიეს, თუმცა მაინც ანგარიშით 98:90 დამარცხდნენ.
გამარჯვების მოსაპოვებლად ოლეკსანდარ ჯიკიჩი ჩვენი შემადგენლობის ბირთვს დაეყრდნო: თორნიკე შენგელიამ მოედანზე შეუცვლელად, სრული 40 წუთის განმავლობაში ითამაშა და გუნდს 26 ქულით, 6 მოხსნითა და 3 პასით ულიდერა. ბრწყინვალე იყო რატი ანდრონიკაშვილიც, რომელმაც 35 წუთში 20 ქულა, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა (თანაც, დაკარგვა საერთოდ არ ჰქონია). სანდრო მამუკელაშვილის ანგარიშზე კი 22 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი იყო.
აღსანიშნავია, რომ შენგელია და ანდრონიკაშვილი FIBA-ს საკვალიფიკაციო დღის საუკეთესო ხუთეულში სვი მიხალიუკთან (უკრაინა), კონსტანტინოს მიტოღლუსთან (საბერძნეთი) და ნეემიას კეტასთან (პორტუგალია) ერთად მოხვდნენ.
თამაშის შემდეგ ჯიკიჩმა აღნიშნა, რომ უზარმაზარი დატვირთვის გაძლება და ლიდერთა თავდადება გამარჯვების მთავარი მიზეზი იყო. თავად პორტუგალიელთა ლიდერმა, ნეემიას კეტამაც, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრები როგორც შეტევაში, ისე დაცვაში სტაბილური იყო. ისიც დაამატა, ეს თამაში ჩვენთვის ერთგვარი გაკვეთილი იქნებაო.
სატურნირო მდგომარეობა და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი
ამ ორი გამარჯვების შემდეგ FIBA-ს 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ევროპული საკვალიფიკაციო ეტაპის I ჯგუფში ცხრილი ასე გამოიყურება:
- უკრაინა — 14 ქულა;
- ესპანეთი — 13 ქულა;
- საქართველო — 13 ქულა;
- პორტუგალია — 12 ქულა;
- საბერძნეთი — 12 ქულა;
- მონტენეგრო — 12 ქულა.
მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ მოსახვედრად ჯგუფის პირველ სამეულში მოხვედრაა საჭირო. ჯერჯერობით, ჩვენს ჯგუფში დაძაბულობაა: იმდენად მცირე სხვაობაა ნაკრებებს შორის, რომ მსოფლიოზე გასვლის შანსს ყველა მათგანი ინარჩუნებს.
სამწუხაროდ, მომდევნო თამაშებზე NBA-ს ლეგიონერები — სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე — ნაკრებს ვერ დაეხმარებიან. გადამწყვეტ ბრძოლებში წინ კიდევ 4 თამაში გველოდება, თუმცა წელს ორს ვიხილავთ: 26 ნოემბერს საბერძნეთს სტუმრად ვეთამაშებით, ხოლო 29 ნოემბერს თბილისში პორტუგალიას ვმასპინძლობთ.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს — საქართველოს ბანკი ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
კომენტარები