ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინული დრონების გამო რუსეთის ცა დაიკეტება — პუტინის პასუხი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავიაკომპანიებს, რომლებიც რუსეთის ცას იყენებენ მოუწოდებს, რომ ფრენები შეაჩერონ, რადგან უკრაინული დრონების გამო რუსეთის ცა უსაფრთხო აღარაა. ამის შესახებ მან 1-ელ სექტემბერს განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამას "სახელმწიფო ტერორიზმისკენ გადადგმული ნაბიჯი" უწოდა და კიდევ ერთხელ ისაუბრა ფრონტის ხაზის შესახებ თავის ხედვაზე, ასევე განაცხადა, რომ მოახლოებული მობილიზაციის შესახებ გავრცელებული ცნობები "სრული სისულელეა". ეს ყველაფერი იმ ფონზე მოხდა, როდესაც მედიაში გავრცელდა ცნობები პუტინის მზადყოფნაზე, ომი კიდევ უფრო გაამწვავოს და, ამავდროულად, აშშ-ის მცდელობებზე, სამშვიდობო მოლაპარაკებები განაახლოს.
"დღეს გვინდა გავაფრთხილოთ ყველა ავიაკომპანია, რომელიც რუსეთის საჰაერო სივრცეს იყენებს, ყველა სადაზღვევო კომპანია და ყველა ის ადამიანი, ვინც კვლავ სარგებლობს რუსეთის ძირითადი აეროპორტებით: რუსეთის ცა სრულად სახიფათო ხდება", — განაცხადა ზელენსკიმ სამშაბათს საღამოს.
"უბრალოდ, რუსეთის ცაში დრონები იფრენენ და ეს უნდა გაითვალისწინონ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება ამის შესახებ სათანადოდ არ ატყობინებს საზოგადოებას, ფაქტობრივად, რუსეთის ცა დაიკეტება: რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი მის ცას კეტავს", — დასძინა მან.
ვლადიმირ პუტინმა ზელენსკის განცხადება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას, ადგილობრივი დროით ღამის 3 საათზე შეაფასა.
"ასეთი განცხადებები არ მომისმენია, მაგრამ თუ ეს ხმამაღლა ითქვა, ეს უბრალოდ სახელმწიფო ტერორიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია", — ციტირებს პუტინს "ინტერფაქსი".
შეუძლია თუ არა უკრაინას რუსეთის "ცის დახურვა"?
განმარტავს BBC-ის რუსული სამსახურის სამხედრო მიმომხილველი პაველ აქსიონოვი:
უკრაინის პრეზიდენტის მუქარა, რომ რუსეთის ცას სამოქალაქო ავიაციისთვის დახურავს, ცარიელ მუქარად არ გამოიყურება. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აეროპორტების დისტანციურად "დაკეტვის" არაერთი შესაძლებლობა აქვთ.
ამისთვის თვითმფრინავებზე ან აეროპორტებზე თავდასხმა აუცილებელი არ არის. აეროპორტი იკეტება, თუ მის საჰაერო სივრცეში უკრაინული დრონი გამოჩნდება. ასეთ შემთხვევაში მოქმედებაში მოდის გეგმა "კოვიორი" ("ხალიჩა"), სრულად წყდება ფრენები, ხოლო ჰაერში მყოფმა თვითმფრინავებმა ეს ტერიტორია უნდა დატოვონ.
უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი უპილოტო აპარატების რაოდენობა იზრდება და მსგავსი ოპერაციებისთვის საჭირო რესურსებიც სულ უფრო მეტი ხდება
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები