კობახიძის თქმით, აქციაზე მართლა იმდენი მძღოლი დასჭირდათ, რამდენი ადამიანიც ენმ-ის აქციაზე იყო
ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აქციაზე მხარდამჭერების მოსაბილიზებლად ნამდვილად იმდენი მძღოლი დასჭირდათ, რამდენი ადამიანიც ნაციონალური მოძრაობის აქციაზე იყო. მისი თქმით, მათ შეკრებაზე მისული ადამიანების რაოდენობა ენმ-ის აქციაზე მისულებთან შედარებით "რამდენჯერმე მეტი" იყო.
"მე ვთქვი, რომ აქციაზე, შეკრებაზე ადამიანის მობილიზებისთვის დაგვჭირდებოდა იმდენი მარტო მძღოლი, რამდენიც ნაციონალებს ყავდათ გამოყვანილი საკუთარ აქციაზე. ეს არ იყო მარტო სიტყვის მასალად ნათქვამი. რეალურად, ამდენი მძღოლი დაგვჭირდა ჩვენ იმისათვის, რომ მოგვეხდინა ჩვენი მხარდამჭერების მობილიზება, ანუ ჩვენი შეკრების მონაწილეთა რაოდენობა იყო რამდენჯერმე მეტი. დაითვალონ საკუთარი აქციის მონაწილეთა რაოდენობა და ამის მიხედვით გადავუმრავლებ მე ჩვენი აქციის მონაწილეთა რაოდენობას", — აცხადებს კობახიძე.
ქართული ოცნების თავმჯდომარის თქმით, აქციაზე მუხტი და შეძახილებიც კი ცხადყოფს, რომ მხარდამჭერები იძულებით არ მიუყვანიათ და ყველა თავისი ნებით მივიდა.
"როდესაც ხდება ადამიანების იძულება, იქ მუხტი არ იქმნება და თქვენ ნახეთ გუშინ როგორი იყო მუხტი. გუშინ გახსოვთ შეძახილები "საქართველოს გაუმარჯოს" და თქვენ აქციაზე, როდესაც იყო ანალოგიური პათოსი, იქ ისმოდა შეძახილები "თავისუფლება მიშას". იქით იდგა მიშა, თქვენი დამნაშავე ბელადი, აქეთ იდგა საქართველო. ეს არის განსხვავება ორ შეკრებას შორის", — განაცხადა კობახიძემ.
25 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარტიის დაანონსებულ შეკრებაზე იმდენი მარტო მძღოლი იქნება საჭირო, რამდენი ადამიანიც ნაციონალური მოძრაობის აქციაზე იყო. ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ეს შეკრება 14 ოქტომებერს ჩატარებული აქციის კონტრაქცია, კობახიძემ განაცხადა, რომ არა და აღნიშნულს ენმ-ის მესიჯბოქს უწოდა.
გუშინ, 27 ოქტომბერს, მმართველმა პარტიამ თავისუფლების მოედანზე ერთსაათიანი აქცია გამართა. ქართული ოცნების ლიდერების განცხადებების უდიდესი ნაწილი, ტრადიციულად, ნაციონალური მოძრაობის კრიტიკასა და მიხეილ სააკაშვილზე საუბარს დაეთმო.
გაიგე მეტი:
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები