უპრეცედენტოდ დიდი იყო ენთუზიაზმი მოქალაქეებისა, რომლებიც მობრძანდნენ აქციაზე — სარჯველაძე
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ მოლოდინს გადააჭარბა გუშინ, ქართული ოცნების წინასაარჩევნო აქციაზე შეკრებილი მოქალაქეების რაოდენობამ. სარჯველაძის შეფასებით, აქციაზე შეკრებილების ენთუზიაზმი "უპრეცედენტოდ დიდი" იყო.
"მე ვფიქრობ, ყველამ კარგად დაინახა რა ზომის და რა წონის მასშტაბი იყო იმავდროულად. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის, მაგალითად, მოლოდინსაც გადააჭარბა, ერთმნიშვნელოვნად, იმის გათვალისწინებით, რომ მართლაც, უპრეცედენტოდ დიდი იყო ენთუზიაზმი მოქალაქეებისა, რომლებიც მობრძანდნენ აქციაზე", — განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
გუშინ, 27 ოქტომბერს, ქართული ოცნების წინასაარჩევნო აქცია გაიმართა. აქციამდე რამდენიმე დღის განმავლობაშ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებს, მათ შორის ბაღებისა და სკოლების თანამშრომლებს აქციაზე წასვლა აიძულეს, რასაც ისინი საჯაროდ არ ადასტურებენ. რამდენიმე მედია ამბობს, რომ შეკრების მონაწილეებს ფულიც გადაუხადეს, მმართველი პარტია კი მხოლოდ კვებისა ხარჯების დაფინანსებას ადასტურებს.
სხვადასხვა რაიონიდან მიკროავტობუსებით ხალხის ჩამოყვანა დილიდან დაიწყო. ჟურნალისტები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ, მოქალაქეებისგან მიეღოთ პასუხები, სად და რატომ მიდიან ასე მობილიზებულად. მიზეზი ცხადი იყო, თუმცა რატომღაც მმართველი გუნდის მხარდამჭერები, რომლებმაც უარი არ/ვერ თქვეს რამდენიმესაათიან მგზავრობაზე, რთული ეპიდვითარების დროს ხალხმრავალ ღონისძიებაზე შეკრებასა და ქართული ოცნების მხარდაჭერაზე, მედიას თამამად ვერ ეუბნებოდნენ, რომ თბილისში აქციაზე მიდიან. პირბადეში, სათვალეებსა და ქუდებში ჩამალულები, ხშირად კი ერთმანეთის ზურგს ამოფარებულები კითხვებს გაურბოდნენ. ნაწილი ჟურნალისტებს აგრესიულად "იგერიებდა", ნაწილი კი ხუმრობით ან ირონიულად აცხადებდა, რომ მიდის ქორწილში, სასეირნოდ, საყიდლებზე, "საგულაოდ", ბულვარში, სატირალში და ა.შ. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ამ ტიპის პასუხებს მხოლოდ იმიტომ ამბობდნენ, რომ აშკარად ეს იყო პირველი, რაც მოაფიქრდათ.
გაიგე მეტი:
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები