აპლიკაციების კონკურსმა გამარჯვებულები გამოავლინა
თიბისის აპლიკაციების კონკურსს სამი გამარჯვებული ჰყავს. ადგილები ასე გადანაწილდა: პირველ ადგილზე Theneo გავიდა, მეორეზე — Strange Elo და მესამეზე Exponent Group. სამივე ტექნოლოგიურმა სტარტაპმა გამარჯვებამდე რთული გზა და კონკურსის სამი ტური გამოიარეს.
22 ოქტომბერს კი ფინალურ ეტაპზე აპლიკაციების კონკურსის 10-მა საუკეთესო ინოვაციურმა გუნდმა საჯაროდ წარადგინა თავისი იდეის მუშა პროტოტიპი დამოუკიდებელი ჟიურის წინაშე. გამარჯვებული ტექნოლოგიური სტარტაპები ჟიურიმ შემდეგი კრიტერიუმებით შეარჩია: რამდენად ჭრის აპლიკაცია რეალურ პრობლემას, როგორია აპლიკაციის კონცეფცია, ბიზნესმოდელი და ა.შ.
Theneo-ს მეშვეობით შესაძლებელია დროის უმოკლეს პერიოდში მაღალი ხარისხის, ლამაზი და ინტერაქციული API დოკუმენტაციის შექმნა. API დოკუმენტაციას არსებითი როლი აქვს წარმატებული ინტეგრაციების პროცესში, შესაბამისად, Theneo კომპანიებს ხელს შეუწყობს API-ს წარმატებულ დანერგვაში, სხვა კომპანიებთან პარტნიორობასა და ინტეგრაციაში. დღესდღეობით API-ზე ორიენტირებული ბაზარზე დაწინაურებული პლატფორმები საჭიროებენ დეველოპერის ჩართულობას API დოკუმენტაციის შესაქმნელად, Theneo-ს გამოყენების შემთხვევაში კი, კომპანიის C-level-ზე მყოფი, არატექნიკური განათლების მქონე პირებიც შეძლებენ დოკუმენტაციის მარტივად აწყობასა და რედაქტირებას.
Strange Elo ელექტრონული სპორტის მოთამაშეებს მათზე მორგებულ ქოუჩინგ და ბუსთინგ სერვისებს სთავაზობს. კონკურენტებისგან განსხვავებით ის მნიშვნელოვნად ამარტივებს გადახდის სისტემას და თანხის უკუგატარების მოთხოვნას. დღეს მოთამაშეებისთვის ერთმანეთთან დაკავშირება დიდ სირთულეს წარმოადგენს. თუ საშუალოდ გეიმერი 16 საათი ცდილობდა პარტნიორის მოძიებას, ინოვაციური ფუნქციონალის წყალობით Strange Elo ამას 30 წამში ან ნაკლებში დროში მოახერხებს.
Exponent Group ქმნის პლატფორმას, სადაც გაერთიანებული იქნება ხმოვანი გიფები თუ მიმები და ადამიანი შეძლებს საკუთარი ემოციის გაზიარებს სხვა პლატფორმებზე. სტარტაპის ბიზნეს მოდელი სრულად დაფუძნებულია Sponsored Content-ზე, Instagram, Giphy, TikTok, Tenor-ის მსგავსად. მოდელი ასევე ითვალისწინებს Youtube-ს სტილში მონეტიზაციას კონტენტ კრეატორებისათვის.
სამივე გუნდი ფიქრობს, რომ აპლიკაციების კონკურსი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათ ტექნოლოგიური პროდუქტის შექმნასა და განვითარებაში. გარდა ამისა, ისინი იმედოვნებენ, რომ ეს პლატფორმა დაეხმარებათ ინვესტორებისა და მომხმარებლების დაინტერესებაში.
პირველ ადგილზე გასული გუნდი 30 000 ლარით, მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები კი — 15 000 ლარით დაჯილდოვდებიან. გამარჯვებულებს კონკრეტული დრო მიეცემათ პროტოტიპების დასასრულებლად. ფულადი ჯილდო კი აპლიკაციის სრულყოფას მოხმარდება. ყველა დასრულებულ პროექტს თიბისი თავის ბიზნეს მომხმარებლებს შესთავაზებს.
თიბისის მხარდაჭერით აპლიკაციების კონკურსი უკვე მესამე წელია ქვეყანაში ტექნოლოგიური ინდუსტრიის გასავითარებლად, ბიზნესში ტექნოლოგიური გადაწყვეტების შემოსატანად და პროცესების გასამარტივებლად იმართება. კონკურსი თიბისის პროგრამა "სტარტაპერის" ორგანიზებით ტარდება. კონკურსის მიზანია, საქართველოში ისეთი აპლიკაციების, სოფტების თუ სხვა ციფრული გადაწყვეტების შექმნა, რომლებიც ადამიანებს და ბიზნესებს ყოველდღიურ ცხოვრებას გაუმარტივებს; ასევე, ახალგაზრდა თაობაში ვებ-დეველოპმენტის ცნობადობას გაზრდა და პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით ბიზნესის მხარდაჭერა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები