სიყვარულისთვის დათმობილი ტიტული — იაპონიის პრინცესა არასამეფო წარმომავლობის კაცზე დაქორწინდა
გაერთიანებული სამეფოს შემდეგ, ზღაპრის სიუჟეტი ამჯერად ამომავალი მზის ქვეყანაში განვითარდა.
იაპონიის პრინცესა მაკო კოლეჯის პერიოდის შეყვარებულზე, კეი კომუროზე, დაქორწინდა. რადგან მაკოს რჩეული არასამეფო წარმომავლობისაა, მასაც მოუწია სამეფო ტიტულის დათმობა.
იაპონური კანონის მიხედვით, სამეფო ოჯახის წევრი კაცებისგან განსხვავებით, ქალებს ტიტული ჩამოერთმევათ, თუკი ისინი არასამეფო წარმომავლობის ადამიანზე დაქორწინდებიან.
მაკომ კი არა მხოლოდ ტიტული დათმო, სამეფო ქორწილის ტრადიციულად გადახდაზე და ოჯახის მიერ შემოთავაზებულ ფინანსურ დახმარებაზეც უარი თქვა. ამგვარად, იგი იაპონიის სამეფო ოჯახის პირველი წევრი ქალი გახდა, რომელიც ასე მოიქცა.
კომურო აშშ-ში მუშაობს, ამიტომ წყვილიც იქ გეგმავს საცხოვრებლად გადასვლას. ამ ნაბიჯმა ბევრს პარალელი გაავლებინა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებთან, პრინც ჰარისთან და მეგან მარკლთან, რომლებმაც ასევე დათმეს ტიტულები და აშშ-ში გადავიდნენ საცხოვრებლად. ამდენად, რა გასაკვირია, რომ მაკოსა და კეის უკვე შეარქვეს "იაპონელი ჰარი და მეგანი".
მარკლის მსგავსად, კომუროც გაცხარებული მითქმა-მოთქმისა და მწვავე კრიტიკის სამიზნედ იქცა, როცა მისი და მაკოს ურთიერთობის შესახებ ცნობილი გახდა. ერთ-ერთი მიზეზი მისი ვარცხნილობა იყო — "ცხენის კუდად" შეკრული თმა პრინცესის საქმროსთვის ბევრმა შეუფერებლად მიიჩნია.
თუმცა, ქორწინების მოწინააღმდეგეები არა მხოლოდ კრიტიკით შემოიფარგლნენ, საპროტესტო მსვლელობაც კი მოაწყვეს.
მოგვიანებით, პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, პრინცესა მაკომ მათ, "ვინც თავისი ქორწინებით შეაწუხა", მოუბოდიშა, გულშემატკივრებს კი მადლობა გადაუხადა.
"ჩემთვის კეი შეუცვლელია, ქორწინება კი ჩვენთვის გარდაუვალი იყო", — დასძენს მაკო.
"მაკო მიყვარს. მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ და მინდა, ეს სიცოცხლე მათთან გავატაროთ, ვინც გვიყვარს", — ამბობს კეი, — "ვწუხვარ, რომ ცრუ ბრალდებების გამო, მაკო მენტალურად და ფიზიკურად ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდა".
ბრალდებები კი, რომლებსაც კომურო ახსენებს, ძირითადად მასსა და თავისი ოჯახის ფინანსურ საქმეებს მიემართება. როცა კომურო და ყოფილი პრინცესა 2017 წელს დაინიშნნენ, ქორწილი გადაიდო, კეის დედა კი მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა — მას ყოფილი საქმროს ფულის მითვისებაში ადანაშაულებდნენ. ამ ორ ფაქტს შორის კავშირს სამეფო ოჯახი უარყოფს, თუმცა, პრინცმა ფუმიჰიტომ მაინც განაცხადა, რომ ეს პრობლემები ქორწინებამდე უნდა მოგვარებულიყო.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მედიის მიერ ამ ამბის წლების განმავლობაში გაშუქების გამო, პრინცესას პოსტტრავმული სტრესული აშლილობაც ჰქონდა.
ყველაფრის მიუხედავად, ზოგი ვარაუდობს, რომ იაპონელების პროტესტის რეალური მიზეზი მათი კონსერვატიული დამოკიდებულებებია. ამის გამო, ისინი კომუროს სამეფო ოჯახის წევრისთვის შეუფერებელ პარტნიორად მიიჩნევენ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები