ვინ არიან 2021 წლის თბილისის საპატიო მოქალაქეები — სია
მიუხედავად იმისა, რომ თბილისობა წელს აღარ ჩატარდა და დაგეგმილი ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხა ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულებს გადაერიცხათ, დედაქალაქის საპატიო მოქალაქეები მაინც დაჯილდოვდნენ. ღონისძიება თბილისის საკრებულოში გაიმართა. დაჯილდოვებამდე შეკრებილებს თბილისის მოქმედმა მერმა და მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ მიმართა.
"თბილისს უამრავი საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, ხელოვანი, სპორტსმენი თუ ექიმი აღუზრდია, თბილისში ბევრი ისეთი პროფესიის ადამიანიც ცხოვრობს, რომლის საქმიანობაც, ერთი შეხედვით, უშუალოდ თითქოს არ უნდა იყოს დაკავშირებული ადამიანების გადარჩენასთან, დახმარებასთან, ან რაიმე სხვა განსაკუთრებული ნიშნით გამორჩევასთან, თუმცა თბილისმა ყველას გვასწავლა, რომ პროფესია კი არ გამოარჩევს ადამიანს, არამედ ადამიანი გამოარჩევს პროფესიას, თავისი გულწრფელი, უანგარო, საკუთარი ხალხის, ქვეყნის და ქალაქისადმი სიყვარულით აღსავსე ქმედებებით და ცხოვრების წესით", — განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის საპატიო მოქალაქეები გახდნენ:
- რისმაგ გორდეზიანი — მეცნიერი, ფილოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, აკადემიკოსი;
- აკაკი ნადარეიშვილი — ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
- ირაკლი ფავლენიშვილი — ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
- რამაზ ყურაშვილი — ექიმი-ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
- დავით კვაჭაძე — ფოტოგრაფი, კრივის სამგზის ჩემპიონი და სპორტის დამსახურებული ოსტატი;
- ლილი კინწურაშვილი — ქალაქის დასუფთავების სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მთავარ სპეციალისტი, რომელიც უკვე 49 წელია მუნიციპალიტეტს ემსახურება;
- ელგუჯა ბურდული — მსახიობი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი;
- პაატა კერვალიშვილი — ფიზიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებში აღიარებული მეცნიერი ატომური ენერგიის მიმართულებით;
- ინგა ჯიბუტი — ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, ტერმინოლოგი, საქართველოს ტერმინოლოგთა ასოციაციის თანადამფუძნებელი;
- ბადრი ქუთათელაძე — მწერალი, პოეტი და მკვლევარი; ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, გალაკტიონ ტაბიძის პრემიების ლაურეატი; საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი; ღირსების ორდენის კავალერი;
- გრიგოლ ჩიგოგიძე — თეატრმცოდნე და ჟურნალისტი, ახალგაზრდა კინომოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალის თბილისური აისის დამფუძნებელი და ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდ ოქროს ფრთის ლაურეატი;
- დავით მუსხელიშვილი — ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი.
- გივი ღამბაშიძე — პროფესიით ზეინკალი, რომელიც სხვადასხვა დროს თბილისის მეტროპოლიტენში ზეინკლად და სამურნეო საამქროს თანამშრომლად მუშაობდა. გივი ღამბაშიძის თაოსნობით განაშენიანდა საწარმოო ტერიტორია და გაიმართა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. წლების განმავლობაში ის შეუცვლელ როლს ასრულებდა თბილისის მეტროპოლიტენის გამართულად მუშაობაში.
თბილისობა 2021-ში, რომელიც ეპიდვითარების გამო ონლაინ უნდა ჩატარებულიყო, თითქმის ნახევარი მილიონის დახარჯვა იგეგმებოდა.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები