ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ხელისუფლებას მიმართავს და წერს, რომ მისი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად, ქართულ ოცნებას ურჩევს მათ სასამართლომდე მიიყვანონ, რადგან ქართველმა ხალხმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ მისგან სიმართლე პირველ პირში მოისმინოს.

"ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად სხვადასხვა ეგზოტიკური ადგილიდან, "ხელისუფლებას" ვურჩევ და კატეგორიულად მოვითხოვ, მიმიყვანოთ თქვენს "სასამართლოში", რათა ქართველმა ხალხმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩემგან პირველ პირში მოისმინოს სიმართლე ყველაფერზე. თუ სიმართლის ყველაზე მეტად გეშინიათ?", — წერს სააკაშვილი Facebook-ში.

21 ოქტომბერს იმედმა გაავრცელა კადრები, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი ჩანს. ტელეკომპანიის მტკიცებით, ეს ვიდეო ტრაილერში არის გადაღებული, როცა სააკაშვილი უკრაინიდან თბილისში მოდიოდა. მათივე მტკიცებით, თუ ქვეყანაში ვერ შემოვიდოდა სააკაშვილი მისივე "გატაცების სცენარს აამუშავებდა" და კადრები წინასწარ სწორედ ამისთვის ჩაწერა. ვიდეოში სააკაშვილი ამბობს, რომ "ეს არის მოტაცება" და "არ იცის, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები და ვინ უწყობდა ხელს".

ექსპრეზიდენტის ადვოკატი ბექა ბასილაია ვიდეოს ავთენტურობას არ ადასტურებს. მისი თქმით, ამ კადრების გასაჯაროებით პროკურატურამ კანონი დაარღვია და ახლა

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, მას წარედგინება ბრალი საზღვრის უკანონო კვეთაზე. მათივე ვერსიით, სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან გემით შემოვიდა ფოთის პორტში.