კოალიცია მოუწოდებს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს კანონპროექტს წინასაარჩევნო რეკლამაში სიძულვილის ენის რეგულირებაზე
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, არ დაუჭიროს მხარი და დაუყოვნებლივ გაიწვიონ უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ კანონპროექტი, რომელიც პოლიტიკური სუბიექტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შემქმნელი სააგიტაციო და სარეკლამო მასალის გავრცელების აკრძალვას ითვალისწინებს.
"მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს წარმოდგენილ კანონპროექტს და დაუყოვნებლივ გაიწვიოს სადავო დოკუმენტი. წარმოდგენილი ცვლილებები არ ემსახურება ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას და პოლარიზაციის შემცირებას, აგრეთვე, ის ზღუდავს პოლიტიკური გამოხატვისა და მედიის თავისუფლებას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას", — აცხადებენ ისინი.
კოალიციის განცხადებით, ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება გამოხატვისა და მედიის თავისუფლების დაცვის არსებულ სტანდარტებს
"მნიშვნელოვანია, რომ პარტიებს და მათ წევრებს ჰქონდეთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ და საჯარო დებატებში, მიუხედავად იმისა, რომ მათი პოზიცია შესაძლოა არ ემთხვეოდეს ხელისუფლების პოლიტიკას ან იყოს არაპოპულარული ან შეურაცხმყოფელი რომელიმე ჯგუფისთვის.
ვენეციის კომისიის განმარტებით, პოლიტიკური კამპანიის კონტექსტში, არ შეიძლება სახელმწიფომ მიიღოს ისეთი კანონი, რომელიც სხვების უფლებების ან რეპუტაციის დაცვის მიზნით ზღუდავს პოლიტიკური სუბიექტის გამოხატვის თავისუფლებას", — ამბობენ ისინი.
მათივე თქმით, ისეთი ტერმინები,როგორიცაა, მაგალითად "კანდიდატის პატივისა და ღირსების შელახვა", ვენეციის კომისიამ მიიჩნია ფართო და ზოგად ფორმულირებად, რომელიც შეიცავს გამოხატვის თავისუფლების არათანაზომიერი შეზღუდვის რისკებს.
"ასეთმა ფართო განმარტებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ინტენსიური პოლიტიკური კამპანიის შეფერხება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესების სათანადოდ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმართვისთვის. გარდა ამისა, ევროპულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება ისეთი საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც კრძალავს სააგიტაციო მასალებში კანდიდატების შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოხსენიებას.
რაც შეეხება ინიცირებული ცვლილებებით მედიის თავისუფლების შეზღუდვას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური მომხსენებელი განმარტავს, რომ მედია არ უნდა იყოს სამართლებრივად პასუხისმგებელი კანონთან შეუსაბამო ისეთი განცხადებისთვის, რომელიც გაკეთებულია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში. ეს მიდგომა ხაზს უსვამს საზოგადოების უფლებასაც, იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, რაზეც პოლიტიკოსები აპელირებენ.
მსგავსი პოზიცია აქვს ვენეციის კომისიასაც. მისი განმარტებით, სანქცია მიმართული უნდა იყოს უშუალოდ დამრღვევი პირის მიმართ და გამორიცხავდეს მედიის პასუხისმგებლობას.", — აღნიშნულია განცხადებაში.
კოალიციაში ამბობენ, რომ წარდგენილი ცვლილებები, მიუხედავად განცხადებული მიზნებისა, ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ პოლიტიკურ გამოხატვის თავისუფლებას, ასევე, არაპროპორციულად ერევა მედიის საქმიანობაში, აკისრებს მაუწყებელს პასუხისმგებლობას პოლიტიკური რეკლამის შინაარსთან დაკავშირებით.
"განსაკუთრებით საგანგაშოა კანონმდებლობაში ახალი ცნების ე.წ. "უარყოფითი დამოკიდებულების" შემოტანა, რომელიც არ არის ნათელი და განჭვრეტადი, შეიცავს ზოგად, ორაზროვან და ბუნდოვან ფორმულირებას, რაც ქმნის ტერმინის პოლიტიკური კონტექსტის მიხედვით განმარტებისა და გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში არაკონსტიტუციური ჩარევის რისკს", — აცხადებენ ისინი.
ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული სისხლიანი ბანერებით დატვირთული წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ და "დავამთავროთ მიშა" ლოზუნგით გავრცელებული ვიდეოს პარალელურად, ქართული ოცნება რეკლამაში სიძულვილის ენის რეგულირებას იწყებს. ინიციატორი ალმაა — ის კომპანია, რომელმაც ვაქცინაციის წამახალისებელი რეკლამა სისხლიანი ბანერებით გადაფარა, მოგვიანებით კი, ოპოზიციურ პარტიას სატირული ბილბორდის განთავსებაზე უარი უთხრა.
კერძოდ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდში დარეგულირდება სიძულვილის ენის შემცველი, საზოგადოების პოლარიზაციისა და მასში აგრესიის გამომწვევი, არაეთიკური და შეურაცხმყოფელი პოლიტიკური სარეკლამო ბანერების, ასევე, სატელევიზიო რეკლამის განთავსება.
გაიგე მეტი:
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები