ვერ გახდება ერთი ადამიანი უკრაინასა და საქართველოს შორის განხეთქილების საბაბი — კუჭავა სააკაშვილზე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ უკრაინაში ოფიციალური ვიზიტისას განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ ორ ქვეყანას შორის განხეთქილების საბაბი ვერ გახდება.
"ბუნებრივია, რომ ამ საკითხსაც შევეხებით და ვისაუბრებთ, მაგრამ არანაირ ექსტრადაციაზე საუბარი არ იქნება, მით უმეტეს, ჩემი მხრიდან. ამაზე შესაბამისად უწყებები ითანამშრომლებენ, თუმცა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ვსაუბრობთ მსჯავრდებულს, რომელმაც, ძველი საქმეები რომ გვერძე გადავდოთ, პირდაპირ დაარღვია კანონი, როგორც ერთი ქვეყნის, ისე მეორე ქვეყნის საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით, ამიტომ ზედმეტია იმაზე საუბარი, ვერც იქნება საუბარი პოლიტპატიმრობაზე, ან ა.შ.
ჩვენ ვართ ორი მოძმე ერი, სტრატეგიული პარტნიორები, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გეგმა თანამშრომლობის კუთხით და ბევრი სხვა, რა თქმა უნდა, როგორც ოკუპირებული ტერიტორიები, საერთო მტერი და ბევრი სხვა მიზეზი. ვერ გახდება ერთი ადამიანი ამ ორ ქვეყანას შორის განხეთქილების საბაბი", — ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.
პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კუჭავა უკრაინაში ჰოლოკოსტის ყველაზე მძიმე გამოვლინების მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 4 ოქტომბერს განაცხადა, რომ ხელისუფლებას არანაირი სურვილი არ აქვს, ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს. მისი განმარტებით, ექსტრადიციაზე საუბარი სამართლებრივი უაზრობა და ნონსენსია, რადგან სააკაშვილი უკრაინაში სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული არ არის, ამიტომ ექსპრეზიდენტი სასჯელს "ქართულ მიწაზე" მოიხდის.
27 სექტემბერს ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა ბილეთების ფოტო, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში 2 ოქტომბერს, ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ უნდა დაბრუნებულიყო. მმართველ გუნდში ამბობდნენ, რომ ის სიტყვას ისევ უღალატებდა და ჩამოსვლას ვერ გაბედავდა, მაგრამ თუ მაინც გაბედავდა, აეროპორტშივე დააკავებდნენ. თუმცა, არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს, სააკაშვილმა დაპოსტა, რომ საქართველოში იმყოფებოდა. რამდენიმე საათში მან ორი ვიდეოც გაავრცელა, რომელშიც ამბობდა, რომ ბათუმშია და აქტიურად აპირებს ბრძოლას.
სანამ სააკაშვილი მხარდამჭერებს მობილიზაციისკენ მოუწოდებდა, ქართულ ოცნებაში ამტკიცებდნენ, რომ ის არათუ ქვეყანაში შემოვიდა, უკრაინაში იყო. იმავეს ამბობდა შინაგან საქმეთა სამინისტროც და ამტკიცებდა, რომ მას არც უკრაინის და არც საქართველოს საზღვრები არ გადაუკვეთავს. ამ განცხადებებიდან რამდენიმე საათში პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ სააკაშვილი დაკავებულია და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. მოგვიანებით, იმედის ეთერში პრემიერმინისტრი ამტკიცებდა, რომ ყველაფერი წინასწარ იცოდნენ და "ოპერატიული ტაქტიკის" გამო უწევდათ საპირისპირო განცხადებების გაკეთება.
გაიგე მეტი:
- მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს
- სააკაშვილი შიმშილობას იწყებს
- უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სააკაშვილის დაკავებაზე განმარტებებს ითხოვს
- ელჩი არ არის დაბარებული, შეხვედრას გამართავს საელჩოს დიპლომატი — საგარეო სააკაშვილზე
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები