მინდა მოვუწოდო არასამთავრობოებსა და ოპოზიციას, ახლა მაინც მოუხადეთ ბოდიში ჟვანიას და კალანდარიშვილს — პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ქართული ოცნების დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, თამარ ჟვანიასთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს. პაპუაშვილის მტკიცებით, 2 ოქტომბრის არჩევნებით დადასტურდა, რომ ჟვანიას მიმართ 2020 წლის არჩევნების დროს გამოთქმული ბრალდებები "ფარსი და ტყუილი" იყო.
მისივე თქმით, მათ ბოდიში უნდობლობის გამოცხადებისთვის ცესკოს ახლანდელ თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილსაც უნდა მოუხადონ.
"მაშინაც ვამბობდი, რომ ბოდიში მოეხადათ ქალბატონი თამარ ჟვანიასთვის. ამ არჩევნებით დადასტურდა ერთი რამ (გარდა იმისა, რომ მანამდეც საგამოძიებო კომისიის სხვა ფაქტებით დადასტურებული იყო) — რომ ყველა ბრალდება მის მიმართ იყო ფარსი და ტყუილი.
მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც მაშინ არც კი დაიცვეს თამარ ჟვანია და მოვუწოდო ოპოზიციას, რომელიც პირდაპირ ქალბატონი თამარის ბრალმდებელი იყო, ახლა მაინც მოუხადეთ ბოდიში ქალბატონ თამარ ჟვანიას და ახლა მაინც მოუხადეთ ბოდიში ბატონ გიორგი კალანდარიშვილს, რომელსაც თქვენ არ გამოუცხადეთ ნდობა", — თქვა პაპუაშვილმა პარლამენტის სხდომაზე.
2020 წლის არჩევნების შემდეგ ოპოზიცია ცესკოს ყოფილ თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა და მის გადადგომას ითხოვდა. ჟვანიას გადადგომის მოთხოვნა ჟღედრებოა ელჩების ფასილიტაციით გამართულ შეხვედრების პერიოდშიც. ჟვანიას გადადგომის მოთხოვნებს არ აღიარებდნენ ქართულ ოცნებაში. თამარ ჟვანია 30 ივნისს გადადგა, ამის შესახებ მან Facebook გვერდზე დაწერა. მანამდე, 21 ივნისს ჟვანია ამბობდა, რომ "არსად წასვლას არ აპირებდა".
საარჩვენო კანონმდებლობის რეფორმა შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი საკითხია. 28 ივნისს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა ცვლილებები საარჩვენო კოდექსში, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის ახალ წესს ითვალისწინებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება, მათ შორის, თბილისშიც. რაც შეეხება პარტიულ შედეგებს, დათვლილია უბნების 100% — ქართულ ოცნებას ხმების 46,74% აქვს, ნაციონალურ მოძრაობას კი 30,68%.
2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევდა. თუმცა ამჯერად ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები — მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები