ცესკოს პირველადი მონაცემებით, ქართულმა ოცნებამ 48% მიიღო, მინიმუმ 5 ქალაქში კი მე-2 ტური იქნება — ვრცლად
საარჩევნო უბნების დახურვიდან 11 საათის შემდეგ ცესკომ პირველადი, 07:00 საათის შედეგები გამოაქვეყნა. ამ მონაცემების მიხედვით, მინიმუმ ხუთ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში მეორე ტური იქნება.
მეორე ტური
თბილისის შემთხვევაში, დათვლილია უბნების 41,61% და მეორე ტურში კახა კალაძე და ნიკა მელია გადადიან.
რაც შეეხება რუსთავს, ამ შემთხვევაში დათვლილია უბნების 47,73% და ენმ-ის კანდიდატ დავით კირკიტაძეს ქართული ოცნების კანდიდატ ნინო ლაცაბიძე მცირედით მეტი ხმა აქვს.
ქართული ოცნების კანდიდატზე თითქმის 2%-ით მეტი აქვს ხატია დეკანოიძეს ქუთაისში. აქ დათვლილია უბნების 41,13%.
ამ დროის მონაცემებით, მეორე ტურში გადადის გიგი უგულავაც. ფოთში დათვლილია უბნების ნახევარზე მეტი, 54,55%.
ცესკოს მიერ გამოცხადებული ქალაქებიდან ყველაზე ნაკლები უბანი ბათუმშია დათვლილი, კერძოდ, 32,38%. თუმცა ამ მონაცემებითაც, მეორე ტურში ხმის მიცემა ბათუმელებსაც მოუწევთ — ენმ-ის კანდიდატს ქართული ოცნების კანდიდატზე მეტი ხმა აქვს.
რაც შეეხება ზუგდიდს, ამ მონაცემების შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ სხვა ქალაქებთან ერთად არ ისაუბრა, ეს კი იმით განმარტა, რომ შედეგები თან არ აქვს, თუმცა ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია. გიორგი კალანდარიშვილმა თქვა ისიც, რომ დღის განმავლობაში ზუგდიდში იყო რიგები, ასევე, პროცესში ჩარევისა თუ თანამშრომლობის შემთხვევები, რის გამოც, შემაჯამებელი ოქმები ცესკოს გვიან მიეწოდა.
ცესკოს ვებ-გვერდის მიხედვით კი, ზუგდიდში დათვლილია უბნების 42,2% და შედეგებიდან ჩანს, რომ აქ მინიმუმ მეორე ტური იქნება, არ არის გამორიცხული ენმ-ის კანდიდატის პირველივე ტურში გამარჯვებაც. კერძოდ, ანზორ მელიას ხმების 48,17% აქვს, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატ მამუკა წოწერიას — 40,8%.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, შესაძლოა, მეორე ტური იყოს კიდევ რამდენიმე ქალაქში. კერძოდ, თელავში, თიანეთში, ქარელში, ხაშურში, ბაღდათში, წყალტუბოში, ოზურგეთში, სენაკში, მარტვილში, ხობში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, ხელვაჩაურში. ამასთან, ამ ქალაქებიდან რამდენიმეში ოპოზიციის კანდიდატს ხელისუფლების კანდიდატზე მეტი მხარდაჭერა აქვს.
პარტიების შედეგები
გარდა ამისა, ცესკოს მონაცემებით, ამ ეტაპისთვის 3 743 უბნიდან დათვლილია 1 446, ანუ 38,63%. 07:00 საათის მდგომარეობით კი, ქართულ ოცნებას 48,56% აქვს. უფრო კონკრეტულად, პირველადი მონაცემებით, პარტიების შედეგები ასე გადანაწილდა:
- მესამე ძალა — სტრატეგია აღმაშენებელი — 1,27%;
- ევროპული საქართველო — 1,82%;
- ვადამდელი არჩევნები — ერთიანი საქართველო — დემოკრატიული მოძრაობა — 0,02%
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — 31,23%;
- ევროპელი დემოკრატები — 0,18%;
- ალეკო ელისაშვილი — მოქალაქეები — 0,61%;
- პატრიოტთა ალიანსი — 1,42%
- ლელო — 2,6%;
- ლეიბორისტული პარტია — 1,25%;
- კანონი და სამართალი — 0,02%;
- საქართველო — 0,04%;
- გოგი წულაია — ახალი ქრისტიან-დემოკრატები — 0,06%;
- რეფორმერი — 0,03%
- ჯონდი ბაღათურია — ქართული დასი — 0,02%;
- ევროპელი სოციალისტები — 0,26%;
- პროგრესი და თავისუფლება — 0,13%;
- საქართველოს განვითარების პარტია — 0,01%
- სოციალ-დემოკრატიული პარტია — 0,01%
- გიორგი გახარია საქართველოსთვის — 6,87%;
- თავისუფალი არჩევანი — ახალი ალტერნატივა — 0,01%;
- მამუკა ტუსკაძე — სოციალური სამართლიანობისთვის — 0,01%;
- მშრომელთა სოციალისტური პარტია — 0,01%;
- ერი — მირიან მირიანაშვილი — 0,02%;
- დროა — 0,38%;
- მემარცხენე ალიანსი — 0,01%
- ტრიბუნა — 0,09%;
- გირჩი — 0,71%;
- თავისუფალი საქართველო — 0,18%
- თამაზ მეჭიაური — ერთიანი საქართველოსთვის — 0,18%;
- თავისუფლება — ზვიად გამსახურდიას გზა — 0,8%
- სახე + — 0%
- ქართული ოცნება — 48,56;
- დეკოკრატთა ალიანსი — 0%;
- მესამე გზა — 0,01%;
- სახალხო პარტია — 0,23%;
- გირჩი — მეტი თავისუფლება — 1,04%;
- ანა დოლიძე — ხალხისთვის — 0,6%;
- რეფორმატორები — 0%;
- გაჩეჩილაძე — მწვანეთა პარტია — 0,02%.
რაც შეეხება თბილისს, 07:00 საათის მდგომარეობით, 769 უბნიდან დათვლილია 163, შედეგები კი ასეთია:
- მესამე ძალა — სტრატეგია აღმაშენებელი — 1,06%;
- ევროპული საქართველო — 1,07%;
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — 29,38%;
- ევროპელი დემოკრატები — 0,18%;
- ალეკო ელისაშვილი — მოქალაქეები — 2,24%;
- პატრიოტთა ალიანსი — 1,69%
- ლელო — 3,37%;
- ლეიბორისტული პარტია — 1,38%;
- საქართველო — 0,2%;
- გოგი წულაია — ახალი ქრისტიან-დემოკრატები — 0,09%;
- რეფორმერი — 0,06%
- ჯონდი ბაღათურია — ქართული დასი — 0,12%;
- ევროპელი სოციალისტები — 0,04%;
- საქართველოს განვითარების პარტია — 0,04%
- საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია — 0,04%
- გიორგი გახარია საქართველოსთვის — 8,49%;
- თავისუფალი არჩევანი — ახალი ალტერნატივა — 0,04%;
- მამუკა ტუსკაძე — სოციალური სამართლიანობისათვის — 0,04%;
- მშრომელთა სოციალისტური პარტია — 0,07%;
- ერი — მირიან მირიანაშვილი — 0,11%;
- დროა — 1,97%;
- მემარცხენე ალიანსი — 0,03%;
- ტრიბუნა — 0,26%;
- გირჩი — 1,44%;
- თავისუფალი საქართველო — 0,25%;
- ქართული ოცნება — 40,64%;
- მესამე გზა — 0,06%;
- სახალხო პარტია — 0,18%;
- გირჩი — მეტი თავისუფლება — 2,99%;
- ანა დოლიძე — ხალხისთვის — 2,37%;
- გაჩეჩილაძე — მწვანეთა პარტია — 0,11%.
როგორ განმარტავს ცესკო დაგვიანებას
ცესკოს თავმჯდომარემ ბრიფინგზე პირველადი შედეგების დაგვიანებით გავრცელების მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სურდათ, წინასწარ მონაცემებს აესახა "მაქსიმალურად პროპორციული ხმათა რაოდენობა, რისი შესაძლებლობაც ამ დრომდე ბოლომდე არ იყო".
"მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჩვენ გვსურდა, რომ წინასწარის წინა მონაცემები ყოფილიყო რეპრეზენტატიული და ველოდებოდით შემაჯამებელ ოქმებს, რომელიც გარკვეულწილად უზრუნველყოფდა ამ პროპორციების დაცვას. [...] აქედან გამომდინარე, ჩვენ დაველოდეთ მაქსიმალურად ყველა საარჩევნო ოლქიდან გარკვეული რაოდენობის შემაჯამებელი ოქმების შემოსვლას, ზუსტად იმიტომ, რომ შესაბამისი პროპორციების თანაბრად დაცულობის უზრუნველყოფა შესაძლებელი ყოფილიყო, რომელიც საზოგადოებას, განსაკუთრებით საერთო პროპორციულ ნაწილში გარკვეული სურათის და აღქმის შესაძლებლობას მისცემდა", — განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
ჟურნალისტების კითხვას, რატომ გამოიგზავნა ოქმები საოლქო კომისიებიდან გვიან, გიორგი კალანდარიშვილი პასუხობს:
"დათვლის პროცესსაც თავისი დრო აქვს, თავისი პერიოდი აქვს, ამ არჩევნებში მონაწილეობდა სამი ბიულეტენი, იყო იმაზე დიდი რაოდენობა საარჩევნო სუბიექტების, ვიდრე იყო 2014 და 2017 წელს. შესაბამისად, სამი ბიულეტენი, გაზრდილი რაოდენობა, ამას დამატებული პანდემიური მდგომარეობა, რომელიც ამ აღჭურვილ პირებს, ბუნებრივია, ვერ აძლევდა ისე ეფექტიანად ამ ყველაფრის განხორციელების შესაძლებლობას".
2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევდა. თუმცა ამჯერად ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები — მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ხელისუფლება დღეს აცხადებს, რომ ამ პირობის შესრულებას არ აპირებს.
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
კომენტარები