მითების დეტექტორი არჩევნების მონიტორინგს მოქალაქეების ჩართულობით გეგმავს
2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მედიის განვითარების ფონდი (MDF) დეზინფორმაციის გამოვლენას მოქალაქეების ჩართულობით შეეცდება. მითების დეტექტორმა, რომელიც ფეისბუკის ფაქტების გადამოწმების პროგრამის პარტნიორია, სოციალურ ქსელში კამპანია დაიწყო, რომლითაც მკითხველებს მოუწოდებს, არჩევნებთან დაკავშირებით სოციალური ქსელით გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ რედაქციას აცნობოს, ან პოტენციურად მცდარი ინფორმაციის შემცველი მასალა Facebook-ზე გაასაჩივროს.
მიღებულ შეტყობინებებს მითების დეტექტორის ანალიტიკოსები ღია წყაროებზე დაყრდნობით, ფაქტების გადამოწმების ინსტუმენტების მეშვეობით შეისწავლიან და ყალბი ცნობების აღმოჩენის შემთხვევაში, ფეისბუკზე პოსტს შესაბამის შეფასებას მიანიჭებენ, რაც საარჩევნო გარემოსთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებას შეამცირებს.
“ჩვენი ორგანიზაცია უკვე ერთი წელია საქართველოში Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის პარტნიორია. მოქალაქეების მიერ გასაჩივრებული ინფორმაცია გვეხმარება, პოტენციურად ყალბ ცნობებზე წვდომა დროულად გვქონდეს, პირდაპირი კომუნიკაცია მოქალაქეებთან კი ამ პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს. საბოლოო ჯამში კი ეს ხელს შეუწყობს საარჩევნო გარემოს დაცვას საზიანო ინფორმაციისგან, რამაც შესაძლოა, ამომრჩეველთა გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს,” — ამბობს მითების დეტექტორის რედაქტორის მოადგილე ქეთი ხუციშვილი.
მოქალაქეების გარდა, საარჩევნოდ ინფორმაციის გადამოწმებაში მითების დეტექტორის ლაბორატორიის კურსდამთავრებულები და რეგიონული ქსელის წევრებიც აქტიურად ჩაერთვებიან.
“ჩვენი ქსელის წევრები აჭარიდან, კახეთიდან და იმერეთიდან, ასევე ჩვენი მედიაწიგნიერების პროგრამის კურსდამთავრებულები აქტიურად ჩაერთვებიან დეზინფორმაციის იდენტიფიცირების პროცესში და ჩვენს ანალიტიკოსებთან კოორდინირებით მოახდენენ ყალბ ცნობებზე რეაგირებას. მათი ჩართულობა საშუალებას მოგვცემს მყისიერად მოვახდინოთ რეაგირება საქართველოს ნებისმიერ რეგიონში გავრცელებულ საარჩევნო დეზინფორმაციაზე,” — ამბობს MDF-ის მედიაწიგნიერების პროგრამის ხელმძღვანელი მაიკო რატიანი.
საარჩევნო დეზინფორმაციის გამოვლენის შემთხვევაში, მკითხველს შეუძლია რედაქციას ელ. ფოსტის [email protected] ან მითების დეტექტორის Facebook გვერდის მეშვეობით დაუკავშირდეს და მიაწოდოს პოტენციურად ყალბი ინფორმაციის შემცველი ბმულები.
მითების დეტექტორი წინასაარჩევნო გარემოს სოციალურ ქსელებში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც აკვირდებოდა. ვრცლად იხილეთ კვლევა.
დეტალურად თუ როგორ მუშაობს Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამა, იხილეთ ვიდეოში:
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები