ახალი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ მზის სისტემაში კიდევ ერთი მარსის ზომის პლანეტაა
როგორც ჩანს, მზის სისტემა კიდევ ბევრ სიურპრიზს გვიმზადებს — ჟურნალ Review of Astronomy and Astrophysics-ში გამოქვეყნებული ნაშრომის თანახმად, რვა ოფიციალური პლანეტის გარდა, მზის სისტემაში კიდევ ერთი პლანეტა უნდა იყოს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ის სადღაც ვარსკვლავთშორის სივრცეში, მზის სისტემის "მესამე ზონაშია".
აღსანიშნავია, რომ მეცნიერები აქამდეც ვარაუდბდნენ დამატებით, მე-9 პლანეტის შესახებ. თუ ეს ორი თეორია სიმართლეა, ისინი შესაძლოა ერთმანეთის კომპანიონები იყვნენ.
კომპიუტერული სიმულაციები ნეპტუნის მიღმა მარსის ზომის ტყუპ პლანეტებზე მიანიშნებს
ახალმა კვლევამ იდუმალი "მესამე ზონის" მონაცემები დაამუშავა და გაჩნდა ვარაუდი, რომ ნეპტუნის მიღმა, შესაძლოა არსებობდეს რაღაც მარსის ზომის.
ცნობისთვის, თანამედროვე ასტრონომია ჩვენი მზის სისტემის ყველა ცნობილ პლანეტას სამ ტიპად ჰყოფს. დედამიწა პირველი ტიპის პლანეტაა, ოთხი კლდოვანი შიდა პლანეტადან ერთ -ერთი. მეორე ჯგუფი არის გარე მზის სისტემა, რომელშიც შედის გაზის გიგანტები: იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი. უკვე მესამე ზონა იწყება ნეპტუნის მიღმა, სადაც ჯუჯა პლანეტების სფეროა, როგორიცაა პლუტონი, სედნა, ერისი და კიდევ უფრო პატარა სხეულები, კომეტების მსგავსად. თუმცა, ახალი კვლევის მიხედვით ყველაფერი ასე "მარტივად" არ არის.
"ნაკლებად სავარაუდოა, რომ მზის სისტემაში ბუნებამ დაუშვა ოთხი გიგანტი პლანეტა, მაგრამ მათ იქით არაფერი შექმნა, გარდა ჯუჯა პლანეტებისა", — ამბობს კეტრინ ვოლცი, არიზონას უნივერსიტეტიდან.
მზის სისტემის წარმოშობის დასადგენად, მეცნიერები, მათ შორის კეტრინ ვოლცი, იყენებენ კომპიუტერულ სიმულაციებს. მათ სურთ მზის სისტემის შექმნის სიმულირება მოახდინონ.
ჰიპოთეტური სამყარო
ვოლცისა და მისი კოლეგების თანახმად, ის კომპიუტერული მოდელები, რომლებიც ყველაზე მეტად სიმულირებენ მზის სისტემის წარმოქმნას, როგორც მინიმუმ ერთი დამატებითი პლანეტის აუცილებლობაზე მიანიშნებენ.
ეს მოდელები მეტყველებს იმაზე, რომ გარე მზის სისტემაში ერთი ან მეტი კლდოვანი პლანეტაა განთავსებული და ზომა დაახლოებით დედამიწის ან მარსის აქვს(თ).
სიმულაციის თანახმად ამ ორ კლდოვან პლანეტაზე გაზის პლანეტების გრავიტაციული ველის ინტერაქციამ ისინი ნელ-ნელა მზის სისტემის კიდეზე გარიყა.
"სიმულაცია გვეუბნება, რომ მზის სისტემის ადრეულ ეტაპზე კიდევ ერთი მარსის ზომის პლანეტა უნდა არსებულიყო. მეორე საკითხია, რამდენად გადარჩა ის და გარიყულია თუ არა ახლა", — ამბობს პლანეტარულმა მეცნიერი დევიდ ნესვორნი, სამხრეთ-დასავლეთის კვლევითი ინსტიტუტიდან.
საბოლოოდ, თუ ეს მარსის ზომის პლანეტა რეალურია, ეს არ იქნება პლანეტა 9, რომელის არსებობასაც ასევე ვარაუდობენ ასტრონომები. თუმცა, ყველაფერი ეს მხოლოდ ვარაუდებია და წინ ჯერ კიდევ ბევრი კვლევაა.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები