2017 წელს, ფლორიდაში მცხოვრებმა 70 წლამდე ასაკის კაცმა, გარეული ღორის ხორცის ჭამის შემდეგ, გულის დეფიბრილატორში იშვიათი და სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია შეიძინა.

სანამ ადგილობრივი მონადირისგან მიღებულ ხორცს მოამზადებდა და შეჭამდა, კაცი ამბობს, რომ უმ ხორცს შიშველი ხელებით შეეხო. ექსპერტები ეჭვობენ, რომ სწორედ ამ მომენტში დაინფიცირდა ის შეუმჩნეველი ბაქტერიით, სახელად Brucella suis.

რამდენიმე წლის შემდეგ, კაცს ცხელების, პერიოდული ტკივილის, სითხის ჭარბი რაოდენობის დაგროვებისა და მკერდის მარცხენა მხარეს კანის გამკვრივების სიმპტომები განუვითარდა. აღნიშნული შემთხვევის კვლევას ფლორიდის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების სპეციალისტი ხოსე როდრიგესი ხელმძღვანელობდა.

როდესაც ექიმები მიხვდნენ რა ხდებოდა, ბაქტერიული ინფექცია უკვე შეჭრილიყო კაცის დეფიბრილატორის მარცხენა პარკუჭის კუნთოვან ქსოვილში. სიტუაციიდან ყველაზე უსაფრთხო გამოსავალი სამედიცინო მოწყობილობის სრული ჩანაცვლება იყო.

PET სკანერი აჩვენებს ინფექციის ნიშნებს, რომლებიც გულის დეფიბრილატორის გენერატორის გარშემო მდებარეობს.

PET სკანერი აჩვენებს ინფექციის ნიშნებს, რომლებიც გულის დეფიბრილატორის გენერატორის გარშემო მდებარეობს.

ფოტო: (Rodriguez et al., Emerging Infectious Diseases, 2025)

ზოგადად, ბრუცელოზი ყველაზე გავრცელებული ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ცხოველებიდან ადამიანებზე გადადის. როგორც წესი მას ძროხები, თხები, ცხვრები და ღორები ატარებენ. Brucella suis ინფექცია რთულად სამკურნალოა, რადგან მას შეუძლია იმუნური უჯრედების შიგნით წლობით იმალებოდეს და მხოლოდ მსუბუქ, პერიოდულ ცხელებას იწვევდეს. ბაქტერიის ლაბორატორიულად გამოყოფა და იდენტიფიკაცია რთულია, რის გამოც სისხლის ანალიზიც კი ყოველთვის ვერ ახერხებს მის აღმოჩენას. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა.

დეფიბრილატორებში იდეალური გარემოა Brucella-ს ბაქტერიებისთვის. ამ მოწყობილობებს შეზღუდული სისხლის მიწოდება აქვს, რის გამოც ანტიბიოტიკების მიღება რთულდება. შესაბამისად, თუ ინფექცია განვითარდა, ხშირად ერთადერთი ეფექტური გამოსავალი მოწყობილობის სრული ჩანაცვლებაა.

მართალია Brucella-ს ინფექცია დეფიბრილატორში მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშია, მაგრამ ის საბედნიეროდ უკიდურესად იშვიათია. კვლევაში, რომელიც 30 წელი მიმდინარეობდა, 5 287 პაციენტიდან მხოლოდ ერთს დაუდასტურდა Brucella-ს ინფექცია. პაციენტი საჭიროებდა მოწყობილობისა და ელექტროდების სრულად ამოღებას, ანტიბიოტიკოთერაპიასთან ერთად.

სისხლის ნიმუშები, სადაც ჩანს Brucella suis-ის ინფექცია ფლორიდაში მცხოვრებ მამაკაცში.

სისხლის ნიმუშები, სადაც ჩანს Brucella suis-ის ინფექცია ფლორიდაში მცხოვრებ მამაკაცში.

ფოტო: (Rodriguez et al., Emerging Infectious Diseases, 2025)

ფლორიდაში მცხოვრებ კაცს, დიაგნოზის დასმამდე, რიგი არასასიამოვნო სიმტომები განუვითარდა. უმ ხორცთან შეხების შემდეგ, მას მკერდის მარცხენა მხარეს შემაწუხებელი სიმპტომები აღენიშნა. ამასთან, კაცს ჰქონდა შაქრიანი ტიპი 2 დიაბეტი და გულის უკმარისობა, რის გამოც 2019 წელს რამდენჯერმე საავადმყოფოში მოათავსეს. სისხლის ანალიზებმა არა Brucella, არამედ სხვა ბაქტერიული ინფექცია გამოავლინა. გულზე ჩატარებულმა ულტრასონოგრაფიამ აჩვენა, რომ მისი დეფიბრილატორი მარცხენა მკერდის კედლისკენ, ძუძუს ქვემოთ იყო გადაადგილებული.

"ბრუცელოზთან კონტაქტიდან კლინიკური სიმპტომების გამოვლინებამდე მნიშვნელოვანი დაყოვნებები ადრეც დაფიქსირებულა იმ პაციენტებში, რომლებსაც გულის იმპლანტირებული ელექტრონული მოწყობილობების ინფექციები აღენიშნებოდათ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პერიოდულმა ანტიბიოტიკოთერაპიამ და მოწყობილობის ჩაუნაცვლებლობამ, სავარაუდოდ, დაავადების გახანგრძლივებულ მიმდინარეობას ხელი შეუწყო", — წერენ კვლევის ავტორები.

ექვსკვირიანი თერაპიის შემდეგ, კაცის ინფექცია მთლიანად გაქრა. ოთხი თვის შემდეგ მისი ძველი დეფიბრილატორი შეცვალეს. ამჟამად მისი სისხლის ანალიზები ბრუცელოზის რაიმე კლინიკურ მტკიცებულებას აღარ აჩვენებს. მისი შემთხვევა გამაფრთხილებელი ისტორიაა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც არასტერილიზებულ რძის პროდუქტებს ან გარეული ცხოველების ხორცს მოიხმარს.

აშშ-ში Brucella suis-ის ძირითადი მატარებლები გარეული ღორები (Sus scrofa) არიან. ფერმის ცხოველებში ეს ინფექცია იშვიათია, ვაქცინაციის დამსახურებით. ამჟამად, ფლორიდაში მილიონზე მეტი ველური ღორი ბინადრობს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ინფექცია ქვეყნის გარკვეულ ნაწილებში ენდემური ხასიათისაა.

კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ Emerging Infectious Diseases-ში.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.