ძალიან გაბრიყვებულია გიორგი გახარია — ირაკლი ღარიბაშვილი
"ძალიან გაბრიყვებულია გახარია და ჩვენ ვნახეთ, როგორ დაკარგა საკუთარი სახე, თავი და ყველაფერი დაკარგა ამ ადამიანმა", — ასე ეხმაურება პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ექსპრემიერი გიორგი გახარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ კიდევ ერთმა ექსპრემიერმა და მისი ყოფილი გუნდის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა იმედი გაუცრუა. ღარიბაშვილი ისევ იმეორებს, რომ გახარია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თამაშს თამაშობს, სააკაშვილის კომპრომატებით შანტაჟში ადანაშაულებს.
"მე ადრე ვთქვი, რომ ამას მოხერხება უნდა, იყო კაცი პრემიერმინისტრი და გახდეს სააკაშვილის მარიონეტი. სააკაშვილის ბუნებრივი მოკავშირე არის გახარია, ეს ძალინ მარტივი წასაკითხია ინფორმაცია რომ არ გქონდეს ადამიანს, ძალიან მარტივად იკითხება, თავიდან ბოლომდე არის სააკაშვილის თამაშში ჩართული.
არ მინდა დამატებითი სპეკულაციები ამ საკითხზე, მაგრამ უამრავი ინფორმაციები არსებობს და ძალიან მარტივად იკითხება, რომ, ალბათ, როგორც ჩანს, რაღაც დიდი ვალი აქვს სააკაშვილის მიმართ და კომპრომატებით მართავს ამ გაბრიყვებულ ადამიანს. ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ თუ ვინმეს იმედები გაუცრუა გახარიამ, ეს არის თავად გიორგი გახარია", — განაცხადა მან.
25 სექტემბერს, გახარიამ თქვა, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა მისი ნდობა არ გაამართლა. ამის შესახებ მან მაშინ განაცხადა, როცა ჟურნალისტმა შეახსენა, რომ ადრე საუბრობდა ივანიშვილის "უმნიშვნელოვანეს როლზე" ქართული ოცნების მიმართ ნდობის საკითხში და ჰკითხა, ახლაც იმავე აზრზე იყო თუ არა. გახარიამ ამ კითხვას უარყოფითი პასუხი გასცა და თქვა: "ივანიშვილმა ნდობა არ გაამართლა. მარტო ჩემი არა, მოქალაქეების".
ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გახარიას ამ განცხადებას ირონიით პასუხობს. ის ამბობს, რომ ივანიშვილი "ბავშვობიდან ოცნებობდა" როგორმე გახარიას იმედები გაემართლებინა.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები