გახარიას თქმით, 20 ივნისს ცრემლსადენი გაზის გამოყენების ნებართვა თავად გასცა, რეზინის ტყვიები კი "თავდაცვის მიზნით გამოიყენეს"
ექსპრემიერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ 2019 წლის 20 ივნისს, ე.წ გავრილოვის ღამეს, ცრემლსადენის გაზის გამოყენების ნებართვა თავად გასცა. ხოლო, კითხვაზე, იგივე გააკეთა თუ არა რეზინის ტყვიების გამოყენების შემთხვევაში, გახარია პასუხობს, რომ მასზე ბრაძანების გაცემა საჭირო არ არის და "თავდაცვის მიზნით გამოიყენეს".
"ცრემლსადენი გაზის გამოყენებასთან დაკავშირებით, როდის უნდა დაწყებულიყო რა ღონისძიება, ეს ბრძანება მე გავეცი, რა თქმა უნდა. რეზინის ტყვიებზე გაცემა არ სჭირდებოდა, რეზინის ტყვიები თავდაცვის მინიზთ გამოიყენეს კონკრეტულმა [პირებმა]", — ამბობს ის ფორმულას ეთერში.
კითხვაზე, რატომ ესროდნენ პოლიციელები ჟურნალისტებს დამიზნებით, გახარია თავდაპირველად ირწმუნება, რომ იარაღს დამიზნების ფუნქცია არ ჰქონდა. თუმცა, ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ პირდაპირ დაინახა, თუ როგორ ესროდნენ მის კოლეგას, გახარია ამბობს, რომ "ეს იყო ცუდი" და ამ "გადაცდომებზე" გამოძიება მიმდინარეობს.
"ახლა თქვენ რასაც აკეთებთ, ეს არის კეთილსინდისიერ პოლიციელებზე თავდასხმა. ინსტრუქცია წააიკითხეთ ჟურნალისტი რომ ხართ. ამ ტყვიის დამიზნებით სროლა არ შეიძლება, შეუძლებელია. ეს აირაღი დამიზნებით ვერ ისვრის, სხვა ფუნქცია აქვს, იშლება", — განაცხადა მან.
ჟურნალისტის კითხვაზე, თვა თუ არა მან, რომ დროა დაიწყოს მიტინგის დაშლა და გასცა თუ არა ბრძანება, ის პასუხობს: "რა თქმა უნდა". აღსანიშნავია, რომ აქამდე ამ კითხვის პასუხად, გახარია ამბობდა, რომ რაც მოხდა მისი პასუხისმგებლობაა და ბრძანების გაცემაზე არ საუბრობდა.
გახარია ამტკიცებს იმასაც, რომ 20 ივნისის ღამეს მას ოპოზიციის ლიდერებთან არ უსაუბრია და პარლამენტში შეხვედრაზე არ დაუბარებია.
"ჩვენ ყველაფერს ვაპირებდით იმისთვის, რომ გველაპარაკა ნებისმიერ მხარესთან, რომ იქ ტემპერატურა დაწეულიყო. არავინ დამიბარებია, რას ნიშნავს ოპოზიციის ლიდერები დავიბარე?" — განაცხადა მან.
ამავე ეთერში მან ისაუბრა იმაზეც, რომ მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის გამართვა შეცდომა იყო და მაშინ მის დაქვემდებარებაში მყოფმა უწყებამ, შსს-მ, მმართველი გუნდი გააფრთხილა, რომ სერგეი გავრილოვის ქვეყანაში შემოშვება რისკებს შეიცავდა. გახარიას მტკიცებით, ეს პოზიცია უწყებამ მკვეთრად გამოხატა.
ყოფილი შინგან საქმეთა მინისტრი არ პასუხობს კითხვას, ამის ფონზე, ვინ მიიღო რუსი კომუნისტი დეპუტატის შემოშვების გადაწყვეტილება.
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
-
გადახედვაროგორ დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს აქციაზე წიწაკის სპრეის და გაზის გაშვებისას როგორ დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს აქციაზე წიწაკის სპრეის და გაზის გაშვებისას
კომენტარები