ილუზიების მუზეუმი — ვითიბის მხარდაჭერით შექმნილი ადგილი, სადაც თვალებს ვერ დაუჯერებთ
"ფართოდ გაახილე თვალები, რადგან რასაც ახლა იხილავ, ის აღარაა, რისი მომსწრეც ცოტა ხნის წინ გახდი", — ეს ცნობილი ფრაზა ალბათ ყველაზე უკეთ აღწერს იმ გამოცდილებას, რომელიც თბილისის ერთ ძველ უბანში, ბეთლემის ქუჩაზე მდებარე ილუზიების მუზეუმში მოხვედრილ ადამიანს ელოდება.
ოპტიკური ილუზიები, ჰოლოგრამები, თავგზის ამბნევი სურათები და სხვა — ამ ყველაფერს, რასაკვირველია, სხვაგანაც შეიძლება წააწყდეთ. თუმცა, ერთ სივრცეში თავმოყრილ ამდენ თვალისმოსატყუებელ საშუალებას, რომელიც რეალურსა და ირეალურს შორის ზღვარს შლის, საქართველოში ვერსად შეხვდებით. 2019 წელს დაარსებული მუზეუმის უნიკალურობას ესეც განაპირობებს, რომ მას ჩვენთან ანალოგი არ მოეძებნება. ამან კი, მუზეუმის აღმასრულებელი დირექტორის, ლადო ჩალათაშვილის შეფასებით, მათ მეტი თავისუფლება მისცა.
ლადოს თქმით, ინტერაქციულ სივრცეს გამორჩეულს ხდის ისიც, რომ ყველა ასაკის ვიზიტორზეა გათვლილი — მუზეუმს ყოველი მათგანისათვის შეუძლია დაუვიწყარი სანახაობის შეთავაზება. მეტიც, ჩვენთან საუბარში მუზეუმის დირექტორი აღნიშნავს, რომ ვიზიტებს შორის სასკოლო ტურები ჭარბობს. თუმცა, აქ არა მხოლოდ ადგილობრივი სტუმრები მოდიან, არამედ ტურისტებიც, რაც, ბიზნესის თვალსაზრისით, პერსპექტიულ შესაძლებლობებს ანიჭებს ადგილს.
ვითიბისა და მუზეუმის თანამშრომლობა
სწორედ უნიკალურობითა და პერსპექტიულობით მიიქცია ილუზიების მუზეუმმა ვითიბის, ბიზნესის #1 ქომაგის ყურადღება. მათი ერთგვარი თანამშრომლობა სივრცის დაარსებიდან რამდენიმე თვეში დაიწყო და ბანკმა მუზეუმის ფინანსური მხარდაჭერა გადაწყვიტა.
"2019 წელს გაჩნდა იდეა, რომ დაგვეფინანსებინა პროექტი ჰოლოგრამების მუზეუმის დასასრულებლად", — ამბობს ვითიბი ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დეპარტამენტის უფროსი, არჩილ ჩაჩხიანი, — "ვითიბიმ 700 ათასი ლარის ფინანსური რესურსი გასცა, შედეგად კი დღეს ილუზიების მუზეუმი და ჰოლოზეუმი გამართულად ფუნქციონირებს და ვიზიტორებს იღებს".
ლადო ამბობს, რომ საწყისი ეტაპიდანვე ეს თანამშრომლობა "ურთიერთინტერესს" ეფუძნებოდა, მათ კი, როგორც ყველა ბიზნესს, ძლიერ და სტაბილურ ფინანსურ ინსტიტუტთან ურთიერთობა სჭირდებოდათ. იგი დასძენს, რომ მუზეუმისთვის ყველაზე სასიამოვნო ვითიბისთან "ადვილი კომუნიკაცია" იყო, რაც ეს ამგვარ კორპორაციებთან ურთიერთობისას "დეფიციტურია".
ორმხრივ ინტერესს ხაზს უსვამს არჩილიც. იგი აღნიშნავს, რომ ვითიბისათვის ქართული ბიზნესების მხარდაჭერა ურთიერთთანამშრომლობაა, რომელსაც ორივე მხარისათვის მოაქვს სარგებელი.
თუმცა იმ დროისათვის მუზეუმი სტარტაპს წარმოადგენდა, თანაც უანალოგოს, შესაბამისად, წარსულის გამოცდილებით მის პერსპექტივებზე საუბარი, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. ამდენად, ვითიბისთვის ერთგვარ "გარისკვადაც" შეიძლება ჩაითვალოს თანამშრომლობის დაწყება, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ამ ნაბიჯმა გაამართლა.
"ეს არის რეალური ინვესტიციაც ტურისტულ სექტორში, რადგან მუზეუმი ასევე იზიდავს ჩვენი ქვეყნის სტუმრებს", — დასძენს არჩილი ვითიბის დაინტერესების კიდევ ერთ მიზეზს.
მასშტაბური ინვესტიციით კი მუზეუმმა შესაბამისი ინვენტარის ჩამოტანაც შეძლო და გამოფენის მოწყობაც. პირველივე წელს სივრცე ბევრმა ტურისტმა მოინახულა, თუმცა, მათთან ერთად მუზეუმს არც ადგილობრივი ვიზიტორები მოჰკლებია, განსაკუთრებით კი, როგორც აღვნიშნეთ, სტუდენტები და მოსწავლეები ჭარბობდნენ.
არჩილი ამას იმით ხსნის, რომ ადგილს, გასართობთან ერთად, საგანმანათლებლო ფუნქციაც აკისრია. აქ წარმოდგენილი 70-ზე მეტი ექსპონატი და თავსატეხი ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ცოდნაზეა დაფუძნებული და ერთგვარად შემეცნებით როლსაც ასრულებს. ამასთან, მუზეუმი ისტორიაა — ჰოლოგრამების მეშვეობით დამთვალიერებლების თვალწინ ცოცხლდება წარსული და აწმყო, რომელიც ვერბალური ნარატივითაც არის გამდიდრებული.
რა გასაკვირია, რომ ასეთმა მრავალფეროვანმა სივრცემ მალევე მიიზიდა ცნობისმოყვარე ადამიანების ყურადღება და "გაამართლა". თუმცა, შემდეგ უკვე პანდემია დაიწყო, როგორც ლადო ამბობს, მუზეუმიც, სხვა ბიზნესების მსგავსად, "თვითგადარჩენის" რეჟიმზე გადავიდა.
"მეტად რთული პერიოდი გავიარეთ კლიენტთან ერთად", — აღნიშნავს არჩილი, — "თუმცა, ბოლომდე გვერდში ვედექით და მხარს ვუჭერდით. რადგან მუზეუმი სტუმრებს ვეღარ იღებდა, ყველა გადასახადი გადავიტანეთ და გადავანაწილეთ მომდევნო წლებზე, რითიც სასესხო ტვირთი შევუმსუბუქეთ".
შედეგად, ეპიდსიტუაციის შემსუბუქებისა და რეგულაციების მოხსნის შემდეგ, ილუზიების მუზეუმმა კვლავინდებურად განაგრძო საქმიანობა.
სოციალური პასუხისმგებლობა და ორმაგი სარგებელი
ფოტო: VTB
და მაინც რა მნიშვნელობა აქვს ამგვარი პროექტის მხარდაჭერას ისეთი მსხვილი კორპორაციისთვის, როგორიც თიბისია? არჩილი აღნიშნავს, რომ ასეთი "რეალური ინვესტიციები" პირდაპირ აისახება ქვეყნის ბიზნესსოციუმის წარმატებაზე.
"ის, რომ ვითიბი ბიზნესის #1 ქომაგია, არ ნიშნავს ჩვენი კლიენტების მხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერას", — აცხადებს არჩილი, — "ჩვენ კლიენტებს ასევე ვთავაზობთ ანგარიშის გახსნას ფილიალში მიუსვლელად (რაც ახალი საბანკო პროდუქტია), ასევე შეგვიძლია დეპოზიტების და სერვისის მიმართულებით მომსახურების დისტანციურად გაწევა. გარდა ამისა, დიდი შეღავათით ვთავაზობთ არასაბანკო პროდუქტებსაც, მათ შორის მარკეტინგული და იურიდიული კუთხით".
ილუზიების მუზეუმის დანიშნულების არ იყოს, ვითიბისთვის განათლებაც პრიორიტეტულია, ამიტომ, კლიენტებისთვის ამის დაფინანსებას უზრუნველყოფს და, როგორც ჩანს, ეს სერვისი ძალიან მოთხოვნადიცაა. არჩილის თქმით, ცოტა ხნის წინ შვეიცარიულ კომპანიასთან გააფორმეს ხელშეკრულება, რომელიც 10 გამორჩეულ კლიენტს ბიზნესსწავლებას უფინანსებს. ეს სწავლება კი მოიცავს ბიზნესგეგმის დაწერიდან თაიმ-მენეჯმენტამდე გასავლელ გზას.
ფოტო: VTB
რა არის ვითიბის მხრიდან გაღებული ამხელა კონტრიბუციის მიზანი? ბანკის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ამგვარად ქვეყანაში ბიზნესის "ეკოსისტემა" დადებითად იცვლება, მცირე და საშუალო ბიზნესების გვერდში დგომა კი საქართველოს ეკონომიკის მხარდაჭერას გულისხმობს. ეკონომიკური გარემოს განვითარება, თავის მხრივ, მეტად პრიორიტეტულია ბანკისთვისაც.
"ხოლო ილუზიების მუზეუმი, რომელიც ერთგვარი მცირე საწარმოა, ტურისტების მიზიდვის წყაროცაა", — ამბობს არჩილი, — "ტურიზმი კი, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოსთვის შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. შესაბამისად, ჰოლოზეუმის შემთხვევაში ორი პრიორიტეტული პერსპექტივის თანხვედრა მოხდა: მცირე და საშუალო ბიზნესისა და ტურისტული სექტორის განვითარების".
ვითიბიში, მათი მხარდაჭერის სურვილით, იმედოვნებენ, რომ მეტი საქართველოში მეტი ასეთი ბიზნესი გაჩნდება.
რაც შეეხება ილუზიების მუზეუმს, აქ ჯერჯერობით ისევ რთული პერიოდის შედეგებთან გამკლავებას ცდილობენ, რის შემდეგაც დიდი გეგმები აქვთ. ლადოს თქმით, შესაძლებლობის შემთხვევაში, ინოვაციურ იდეას სხვა ფორმატის მუზეუმებიც დაემატება, რაც ამ უჩვეულო გამოცდილებას უფრო გაამრავალფეროვნებს.
კომენტარები