სამეფო კარის თამაშებში ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, რობ სტარკმა, იგივე რიჩარდ მადენმა, ახალი სამსახური იშოვა.

დრაკონების, მითიური არსებების, გიგანტებსა და ყინულის კედლის შემდეგ, სტარკის სიცოცხლე ამჯერად კოსმოსში გაგრძელდა.

ფოტო: Amazon

Amazon-ის ახალ სერიალს ოაზისი ჰქვია და ის მაიკლ ფაბერის რომანის The Book of Strange New Things ადაპტაცია იქნება.

რიჩარდ მადენი ფილმში მღვდლის, პიტერ ლის როლს ასრულებს, რომელიც ცოლს დედამიწაზე ტოვებს და თავად ახალ პლანეტაზე მისიონერად მიემგზავრება.

პლანეტას ოაზისი ჰქვია, იქ ჩასული აღმოაჩენს, რომ მკვიდრი მოსახლეობა არათუ მტრულად არიან განწყობილები, არამედ, პირიქით, მიესალმებიან კიდეც დედამიწელებს, მათთან დასაახლოებლად კი ინგლისურიც ისწავლეს და რელიგიურებიც გახდნენ.

ფოტო: Amazoნ

ოაზისზე მოგზაურობისას ლი აღმოაჩენს, რომ დედამიწაზე კატასტროფა ხდება - შიმშილი, ბუნებრივი კატაკლიზმები. ის ცდილობს მისი მეუღლე ბეატრისი, რომელიც ორსულად არის, ოაზისში წამოიყვანოს, თუმცა გზად უამრავი დაბრკოლება ხვდება.

სერიალის პრემიერა 17 მარტს შედგა.