5 ცნობილი როლი, რომელმაც მსახიობებს ტრავმა მიაყენა
ხშირად აღფრთოვანებულები ვართ ეკრანებზე ნანახი მსახიობების შთამბეჭდავი შესრულებით, რასაც მათსავე ნიჭს მივაწერთ ხოლმე, მაგრამ უმეტესად წარმოდგენაც კი არ გვაქვს, რის ხარჯზე აღწევენ ისინი ამ შედეგს.
ცხადია, საუკეთესო მსახიობსაც კი დიდი შრომა სჭირდება, რომ საწადელს მიაღწიოს, თუმცა ხშირად ისინი ისე იჭრებიან როლში ან კონკრეტული როლი იმდენად დიდ ემოციურ თუ ფიზიკურ ძალისხმევას მოითხოვს, რომ მოგვიანებით ისინი კიდევ დიდხანს იმკიან ამ ყველაფრით გამოწვეულ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს.
ახლა სწორედ კინოს ისტორიიდან რამდენიმე ასეთ მაგალითს წარმოგიდგენთ:
1. ენ ჰეთეუეი ფილმში Les Misérables (საბრალონი)
მართალია, ამ როლმა მსახიობს ოსკარის ჯილდო მოუტანა, თუმცა ამისთვის საკმაოდ გრძელი და მძიმე გზაც გაიარა: თმები შეიჭრა და წონაში დაიკლო. მისი კვების რაციონი რამდენიმე კვირის განმავლობაში მხოლოდ სალათის ფურცელსა და შვრიის ფაფას შეადგენდა.
მსახიობმა სხვადასხვა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამ გამოცდილების შემდეგ როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად გამოფიტული იყო და კვირები დასჭირდა, რომ საკუთარ თავს და ჩვეულ ცხოვრებას დაბრუნებოდა.
2. ლეონარდო დიკაპრიო ფილმში The Revenant (გადარჩენილი)
ყველასთვის საყვარელ ლეონარდო დიკაპრიოს დიდი ხნის ნანატრი ოსკარი სწორედ ამ ფილმში მონაწილეობამ მოუტანა, თუმცა სანაცვლოდ მას გაუსაძლის სიცივეში მუშაობა, ყინულივით ცივ მდინარეში ცურვა და უმი თევზის ჭამა მოუწია.
გასაკვირი არ არის, რომ ამის გამო ის ფიზიკურადაც კი დაავადდა.
"არ ვწუწუნებ განვლილ სირთულეებზე, მაგრამ საბოლოოდ იქამდე მივედით, რასაც მანამდე ვერც კი წარმოვიდგენდით", — განაცხადა მსახიობმა.
3. შელი დიუვალი ფილმში The Shining (ნათება)
ამ ფილმის ყურება მაყურებლისთვისაც კი ტრავმული გამოცდილებაა, შესაბამისად, ალბათ, არავის გაუკვირდება, რომ ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი გადაღებების დასრულების შემდეგ დიდხანს ცდილობდა რეაბილიტაციას.
ნათებას სტენლი კუბრიკი 13 თვის განმავლობაში იღებდა, ხოლო შელი დიუვალის პერსონაჟის, ვენდი ტორენსის ცნობილი სცენის გადაღებას, რომელშიც ბეისბოლის კეტით ხელში ქმართან დაძაბული საუბარი აქვს, 127 დუბლი დასჭირდა. როგორც თვითონ იხსენებს, თითქმის 12 საათის განმავლობაში მოუწია განუწყვეტლივ კივილი, რაც თავად "თითქმის გაუსაძლის" მდგომარეობად შეაფასა.
4. ჰიტ ლეჯერი ფილმში The Dark Knight (ბნელი რაინდი)
კიდევ ერთი ოსკაროსანი როლი, რომელიც მსახიობს საკმაოდ ძვირად დაუჯდა. იმისთვის, რომ კრისტოფერ ნოლანის ფილმში სრულყოფილად განესახიერებინა თავისი ანტიგმირი, ჰიტ ლეჯერი ერთი თვის განმავლობაში სასტუმროს ნომერში გამოიკეტა და როგორც ჯოკერი, დღიურს წერდა, რათა პერსონაჟის ისტორია ბოლომდე გაეთავისებინა.
თუმცა ამ ყველაფერმა შემდგომ მის ძილის რეჟიმზე იქონია დიდი გავლენა: მოგვიანებით მსახიობმა აღნიშნა, რომ ღამით საშუალოდ ორი საათით თუღა ახერხებდა დაძინებას.
"ფიქრს ვეღარ ვწყვეტდი. ჩემი სხეული ძალაგამოცლილი იყო, მაგრამ გონება მუშაობას არ წყვეტდა", — განაცხადა ჰიტ ლეჯერმა.
5. ჯანეტ ლი ფილმში Psycho (ფსიქოპათი)
ალფრედ ჰიჩკოკის ლეგენდარულ კინოსურათში თამაშმა ჯანეტ ლის ცხოვრებას სამუდამო დაღი დაასვა: ერთი მხრივ, მისი კარიერა განსაზღვრა, ამავდროულად კი რეალურ ცხოვრებაში მძიმე ტრავმა დაუტოვა.
მსახიობმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ფილმში შხაპის ცნობილი და შემზარავი სცენის შემდეგ შხაპის პანიკური შიში გაუჩნდა.
"შევწყვიტე შხაპის მიღება და მხოლოდ აბაზანას ვიღებდი", — აღნიშნა მან. მსახიობმა ისიც დაამატა, რომ თუ ღამით მეგობრის სახლში ან სასტუმროში რჩებოდა, სადაც საშხაპე იყო, ყოველთვის პანიკა ეწყებოდა: "ვამოწმებდი, კარები და ფანჯრები ნამდვილად დაკეტილი თუ იყო. აბაზანის კარს ღიას ვტოვებდი, საშხაპის ფარდას კი — გადაწეულს და სულ იქითკენ ვიხედებოდი, მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელ ოთახში ვიყავი თავად".
Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლობიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლობიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები