BETEK FAYFIKS კითხვებს არ ტოვებს — წებო-ცემენტი ინტერიერისა და ექსტერიერისთვის
კერამიკული თუ კერამოგრანიტის ფილების შერჩევის შემდეგ მთავარი საკითხია, რომელი წებო-ცემენტით უნდა დაიგოს ის. ნოვაში წარმოდგენილია წებო-ცემენტი BETEK FAYFIKS, რომელიც საუკეთესოა როგორც იატაკზე, ისე კედელზე ფილების გასაკრავად.
წებო-ცემენტის შეძენამდე აუცილებლად უნდა გაესაუბროთ „ნოვას“ პროფესიონალ კონსულტანტებს, რათა უნებლიე შეცდომებისა და, შესაბამისად, ზედმეტი დანახარჯებისგან თავი დაიზღვიოთ. კონსულტანტს აუცილებლად უნდა უთხრათ, სად აპირებთ წებო-ცემენტის გამოყენებას – ინტერიერში თუ ექსტერიერში. თუ, მაგალითად, ტერასაზე აპირებთ კერამოგრანიტის დაგებას, ამ შემთხვევაში აუცილებლად ყინვაგამძლე წებო-ცემენტი BETEK FAYFIKS TA-15 უნდა შეიძინოთ; თუ ინტერიერში გეგმავთ სამუშაოებს, ამ შემთხვევაში სტანდარტული BETEK FAYFIKS დაგჭირდებათ და მას თითქმის ნახევარ ფასად შეიძენთ.
კიდევ ერთი შეცდომა, რასაც ადამიანები ხშირად უშვებენ, რაოდენობის არასწორი გათვლაა. კონსულტანტს აუცილებლად უნდა მიაწოდოთ ინფორმაცია, სამუშაოების ჩასატარებელი ფართობის ზომის შესახებ. მაგალითად, ინტერიერში კერამოგრანიტის იატაკს აგებთ 100 კვ/მ ფართობზე, ხოლო ტერასის ფართობი, რომელიც ასევე მოსაპირკეთებელია, 50 კვ/მ-ს შეადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ სტანდარტულ პირობებში ერთი ტომარა წებო-ცემენტი (25 კგ) 4-5 კვ/მ ფართობს ფარავს, ინტერიერისთვის 20-25 ტომარა BETEK FAYFIKS დაგჭირდებათ, ხოლო ტერასისთვის — 10-12 ტომარა BETEK FAYFIKS TA-15. თუმცა, ეს რაოდენობრივი სტანდარტი შეიძლება არ იყოს საკმარისი მოსაპირკეთებელი ზედაპირის მდგომარეობიდან გამომდინარე. რაც უფრო სწორია ზედაპირი, მით ნაკლები წებო-ცემენტი იხარჯება.
რაში და როგორ ვიყენებთ
მიუხედავად საუკეთესო ტექნიკური მახასიათებლებისა, BETEK FAYFIKS ყველაფერზე პასუხისმგებელი ვერ იქნება. აუცილებელია კარგად და სწორად იყოს მომზადებული ბაზა (კედელი, მოჭიმული იატაკი), რომ BETEK FAYFIKS-მა საქმე იდეალურად შეასრულოს.
მაშ ასე, პირველ რიგში უნდა დარწმუნდეთ, რომ დასამუშავებელი ზედაპირი მყარი, მშრალი და სუფთაა. ასევე, მაქსიმალურად უნდა მოასწოროთ შესაღები არეალი. წებო-ცემენტის წასმამდე ზედაპირი წყლით უნდა გაჟღინთოთ, რათა მასალა უკეთესად შეწებდეს.
წებო-ცემენტის მოსამზადებლად საჭიროა შესაბამისი ზომის ჭურჭელი, რომელშიც ჯერ 5,5-6,5 ლიტრი წყალი უნდა ჩაასხათ და შემდეგ ნელ-ნელა დაამატოთ 25 კგ FAYFIKS. სრულად გაზავების შემდეგ 5 წუთი უნდა გააჩეროთ, ხოლო ფილებსა და ზედაპირზე წასმამდე კიდევ 1-2 წუთის განმავლობაში უნდა მოზილოთ. მომზადებული ულუფის გახარჯვის რეკომენდებული ვადაა 20 წუთი.
- დიდი ზომის ფილების დაგების შემთხვევაში წებო-ცემენტი უნდა წაუსვათ როგორც მოსაპირკეთებელ ზედაპირს, ისე ფილის უკანა მხარეს;
- ფილების სწორად დაგებისთვის აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ფილების ჯვარედინი გამყოფები;
- ინტერიერში სამუშაოების შესრულების დროს რეკომენდებული ტემპერატურაა +5–30 °C.
რაც შეეხება შენახვას, გაუხსნელი ტომარა 6 თვის განმავლობაში ინახება გრილ ადგილზე, სადაც მზის სხივი არ მოხვდება. ამ პერიოდში შეგიძლიათ მისი გამოყენება, საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ კი ის გარკვეულ თვისებებს კარგავს და უმჯობესია მისი უტილიზაცია დადგენილი ნორმების შესაბამისად. დაუშვებელია ვადაგასული წებო-ცემენტის გადაგდება ნაგვის ურნაში, ამას შესაძლოა დაჯარიმებაც მოჰყვეს.
მოარიდეთ ბავშვებს და დაიცავით უსაფრთხოების ნორმები
წებო-ცემენტი არ უნდა მოგხვდეთ თვალში, რადგან თვალის გარსის მწვავე გაღიზიანებას იწვევს. თუ მაინც მოხდა ისე, რომ ფხვნილი თვალებში შეგეყარათ, დაუყოვნებლივ და ხანგრძლივად დაიბანეთ წყლით. წებო-ცემენტი ისეთ ადგილზე უნდა შეინახოთ, სადაც ბავშვებს ხელი არ მიუწვდებათ. არ უნდა შეისუნთქოთ წებო-ცემენტის მტვერი. ამისთვის საკმარისია ჩვეულებრივი პირბადეც, რომელიც პანდემიის გამო ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები