დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, 16 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 589 024 აცრა. სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 23,1% (660 832 ადამიანი), ხოლო ვაქცინის ერთი დოზით აცრილია 32,5% (928 192 ადამიანი).

მოსახლეობის ვაქცინირების მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისი — 11 582;
  • აჭარა — 2 672;
  • იმერეთი — 3 102;
  • ქვემო ქართლი — 1 207;
  • შიდა ქართლი — 1 051;
  • გურია — 707;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი — 2 100;
  • კახეთი — 1 120;
  • მცხეთა-მთიანეთი — 652;
  • სამცხე-ჯავახეთი — 760;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 187.

16 სექტემბრის მონაცემებით, 16 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 176 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 838, ხოლო გარდაიცვალა — 43 ადამიანი.