მე მის ადგილას უკვე საქართველოში ვიქნებოდი — მელია სააკაშვილზე
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენებში ფიზიკურად ჩართვის უფლება საქართველოს ნებისმიერი მოქალაქეს აქვს. ასე გამოეხმაურა ის ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში შესაძლო დაბრუნებას.
"მგონია, რომ იმ მნიშვნელოვან ეტაპზე, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, გზაგასაყარზე — ევროპასა და პუტინის რუსეთის ფედერაციის გზაგასაყარს ვგულისხმობ — საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს, ბუნებრივია, სურვილი და უფლება, მით უმეტეს, იყოს ამ მოვლენებში აქტიურად ჩართული, მათ შორის, ფიზიკურად.
რა გასაკვირია, რომ მიხეილ სააკაშვილს ამის სურვილი აქვს, გაუჩნდა და გეგმავს საქართველოში ჩამოსვლას, ხო? მე მის ადგილზე უკვე საქართველოში ვიქნებოდი", — განაცხადა ნიკა მელიამ მთავარი არხის ეთერში.
ენმ-ს ლიდერის თქმით, მნიშვნელოვანია, ეს პროცესი სრულიად მშვიდობიანად წარიმართოს. იგი აცხადებს, რომ სააკაშვილის დაბრუნებაში ქართველ ხალხთან ერთად უდიდესი როლი საერთაშორისო საზოგადოებას უჭირავს და მათი მხარდაჭერა აუცილებელია. მელია აღნიშნავს იმასაც, რომ ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილს კიევში ყოფნისას დეტალურად ესაუბრა.
"ერთი რამ ზუსტად ვიცი, ეს უნდა იყოს უკიდურესად მშვიდობიანი აქტი. მორალური უპირატესობა, რომელიც დღეს აქვს ოპოზიციასა და საზოგადოებას კიდევ უფრო უნდა განვამტკიცოთ. არ მივცეთ შესაძლებლობა ხელისუფლებას, რეჟიმს, რაიმე სახით შეცდომაში შეიყვანოს საერთაშორისო საზოგადოება", — განაცხადა ენმ-ს თავმჯდომარემ.
6 სექტემბერს სააკაშვილმა საკუთარი გეგმების შესახებ ისაუბრა და კვლავ თქვა, რომ საქართველოში ჩამოვა. ის თარიღს ისევ არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით მოსახლეობას საქმის კურსში მაშინ ჩააყენებს, როცა ყველაფერი ხელთ ექნება.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებაზე საუბრობს. იმავეს ამბობდა ის წინა არჩევნების პერიოდშიც და ეს რამდენჯერმე დააანონსა ახლაც, თვითმმართველობის არჩევნებამდე.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ყოფილ პრეზიდენტს ქვეყანაში შემოსვლისთანავე დააკავებენ. მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოში არაერთი გამამტყუნებელი განაჩენი არსებობს და მასზე ქართველ სამართალდამცავებს ძებნა აქვთ გამოცხადებული.
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
კომენტარები