გახარიას თქმით, პანდემიისას ეკლესია მსახურებას წესების დაცვით აგრძელებდა და ამისთვის მათ მადლობას უხდის
ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, პანდემიის დროს ეკლესია წესებს იცავდა და მათ მადლობას უხდის. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა და განაცხადა, რომ "მსოფლიო მოიარა კადრებმა, როდესაც ქართულ ეკლესიაში მორწმუნეები დისტანციას იცავენ".
"მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომლებიც განსაკუთრებით, პირველი და მეორე ტალღების დროს გამოგვყვა და თვითშეზღუდვის ისეთი მაგალითი აჩვენა, როგორიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არ ყოფილა. ამასთან, მადლობა მინდა გადავუხადო ქართულ ეკლესიას, რომელმაც მთელი მსოფლიოს მორწმუნეებს ანახა, რას ნიშნავს, შეძლო შენი მსახურების გაგრძელება, მაგრამ ისე, რომ წესები დაიცვა. მსოფლიო მოიარა კადრებმა, როდესაც ქართულ ეკლესიაში მორწმუნეები დისტანციას იცავენ", — აცხადებს ის.
მთელი პანდემიის პერიოდში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რეკომენდაციების უგულებელყოფით გამოირჩეოდა. განსხვავებით მსოფლიო ეკლესიებისგან, საპატრიარქომ 2020 წლის გაზაფხულზე არ შეაჩერა ეკლესიებში მრევლის მიღება, ასევე, ერთი კოვზით ზიარება. ამ პერიოდში ტაძრების მხოლოდ ნაწილში დაცული იყო სოციალური დისტანცია, სხვა რეკომენდაციებს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, მეტწილად, არ იცავდნენ.
კორონავირუსის პანდემიის პირობებში, სპეციალისტების რეკომენდაციების მიუხედავად, საპატრიარქომ უარი თქვა მთავარი რეკომენდაციის შესრულებაზე და მრევლს სახლში დარჩენისკენ არ მოუწოდა, არც ეკლესიები დაკეტა დროებით. პირიქით, საქართველოს მთავრობა და ეკლესია შეთანხმდნენ, რომ აღდგომის ლიტურგიას მრევლიც დაესწრო.
2020 წლის 17 აპრილს, მაშინ, როდესაც მანქანებით გადაადგილება ყველასთვის აკრძალა, გაირკვა, რომ სასულიერო პირებს, მგალობლებსა და სტიქაროსნებს გადაადგილების პრობლემა არ ექნებოდათ. ამასთან, აღდგომის ღამეს მრევლი სამების ტაძარში ქალაქის სხვადასხვა კუთხიდან ფეხით მივიდა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები