რატომ აღარ ჩანს ემა უოტსონი? — ყველაფერი, რაც მსახიობის კარიერულ პაუზაზე უნდა იცოდეთ
თუ ამ სტატიას კითხულობთ, დიდი ალბათობით, ბოლო პერიოდში თქვენც მოგაკლდათ თვალში ჰერმიონ გრეინჯერის როლის შემსრულებლისგან სიახლეები: ემა უოტსონი ძალიან იშვიათად ჩნდება ახალ ფილმებში, სოციალურ ქსელებსა და პაპარაცების ობიექტივშიც კი.
ამიტომ, შეიძლება იმაზე ნერვიულობაც კი დაიწყეთ უკვე, მილიონობით მაყურებლის ამ საყვარელმა მსახიობმა კარიერა ხომ არ მიატოვა...
ერთადერთი არ ხართ, ვისაც მსგავსი ეჭვები აქვს და ვეცდებით, ამ სტატიაში თქვენს ყველა კითხვას გავცეთ პასუხი.
ამ წლის თებერვალში ბრიტანულმა ტაბლოიდმა Daily Mail გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც, ემა უოტსონმა მსახიობობა მიატოვა.
აღნიშნული ინფორმაცია, თითქოს, მსახიობის პირადმა აგენტმა გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ემას აღარ სურდა საყოველთაო ყურადღების ცენტრში ყოფნა და მეტ დროს უფრო "სავარაუდო საქმროსთან", ლეო რობინტონთან ატარებდა.
Daily Mail-მა ისიც დაწერა, რომ უოტსონის პირადი აგენტის თქმით, მსახიობის კარიერა "არააქტიურია და ის ახალ შეთავაზებებს არ თანხმდება".
რა თქმა უნდა, ამ ჭორებმა უამრავი გულშემატკივარი გაანაწყენა.
თუმცა მოგვიანებით ემა უოტსონის პირადმა მენეჯერმა უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა: "მისი სოციალური მედიის ანგარიშები არააქტიურია, მაგრამ არა — მისი კარიერა".
თავად ჰარი პოტერის ფილმების სერიის ვარსკვლავი რაღაც დროის განმავლობაში მართლაც ჩუმად იყო და პირადად დიდი ხნის განმავლობაში არ გაუცია პასუხი ზემოთ აღნიშნულ ჭორებზე. მეტიც — ის თითქმის საერთოდ აღარ აქტიურობდა სოციალურ ქსელებში და 2019 წლის ფილმში Little Women (პატარა ქალები) მონაწილეობის შემდეგ ახალი როლი არ მიუღია.
საბოლოოდ, ტვიტერის პირად ანგარიშზე 18 მაისს ყველა ჭორს ერთად გასცა პასუხი:
"ჭორები იმის შესახებ, დავინიშნე თუ არა ან ჩემი კარიერა "არააქტიურია თუ არა" ყოველთვის ნახვების მოსაგროვებლად ვრცელდება, სიმართლეა ეს თუ არა. თუ მნიშვნელოვანი სიახლე მექნება, პირობას გაძლევთ, ამას თავად გაგიზიარებთ", — წერს 31 წლის მსახიობი.
"გაითვალისწინეთ, რომ ამ პერიოდში ჩემი სიჩუმე იმას ნიშნავს, რომ პანდემიასთან ერთად ვცდილობ დროის მშვიდად გაყვანას ისე, როგორც ადამიანების უმეტესობა: ამაოდ ვცადე საფუარიანი პურის გამოცხობა, ვზრუნავ ჩემს საყვარელ ადამიანებზე და მაქსიმალურად ვცდილობ, ხელი შევუშალო ვირუსის გავრცელებას, რომელიც კვლავ უამრავ ადამიანს აზარალებს", — დაამატა უოტსონმა.
ბოლოს კი ასე დაემშვიდობა თავის ერთგულ ფანებს:
"გიგზავნით სიყვარულს და იმედი მაქვს, თავს კარგად და ბედნიერად გრძნობთ, რამდენადაც შეიძლება ასეთ უცნაურ დროებაში ამის მოხერხება. და ისევ, დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩვენი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის დაუღალავად შრომობს".
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები