5 შთამაგონებელი ფრაზა გამოცდაში ჩაჭრილი წარმატებული ადამიანებისგან
ამბობენ, ცხოვრება თვითონ გამოცდააო და მართლაც, ყოველგვარი სენტიმენტალურობის გარეშე, ეს ასეა. ფორმალური გამოცდა, შესაძლოა, ცხოვრების კონკრეტულ ეტაპზე რაიმე შესაძლებლობას წყვეტდეს, თუმცა, კარიერული წარმატების მისაღწევად გარანტი, თვითრწმენისა და განვითარებაზე ზრუნვის გარდა, არ არსებობს. რეალურად, ყველაფერი საკუთარი თავის პოვნაზეა — მასლოუს პირამიდის თავში რომ თვითრეალიზაციაა წამოსკუპებული, ალბათ გახსოვს. სწორედ საკუთარი პოტენციალის სრულად განხორციელებას უნდა ემსახურებოდეს ის საქმიანობა, რასაც ვაკეთებთ.
თუმცა, გამოცდა ყოველთვის წარმატებით არ სრულდება. თავის მხრივ, არც ყველაფერი სრულდება გამოცდით. მეტიც, ზოგჯერ ალბათ ეს ერთგვარი ბიძგიცაა, რომ არ დანებდე და მეტი ძალისხმევა გაიღო მიზნების მისაღწევად. მარცხის რომანტიზება მართებული არაა, თუმცა, მისი არასწორი აღქმა უფრო უმართებულოა. სწორედ ამაში დაგარწმუნებს იმ უკვე ძალიან წარმატებული ადამიანების ფრაზები, რომლებიც თავის დროზე გამოცდაში ჩაიჭრნენ.
1. რიჩარდ ბრენსონი
მიუხედავად გამოსაშვებ გამოცდაზე მიღებული ცუდი შედეგებისა და 16 წლის ასაკში სკოლის დატოვებისა, რიჩარდ ბრენსონი დღეს ბიზნესსამყაროს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ფიგურად ითვლება. ინგლისელი მაგნატის ქონება ამ დროისათვის $6 მილიარდს აღწევს.
"ახალგაზრდებს გამოცდების შედეგებზე დარდში გათენებული უძილო ღამეები კი არა, გამხნევება და გაძლიერება სჭირდებათ".
2. ჯონ სნოუ
GOT-ის ცნობილი პერსონაჟის სეხნია დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრიტანელი ჟურნალისტია. არადა, ყველა გამოსაშვებ გამოცდაში ჩაიჭრა, გარდა ინგლისურისა, სადაც ასევე არცთუ სახარბიელო ქულა მიიღო. თუმცა, იმდენად სურდა, ჟურნალისტი გამხდარიყო, რომ ამ საქმეში წარმატების მისაღწევად გამოცდაზე მიღებულ ქულებს ნამდვილად არ შეუშლია მისთვის ხელი.
"იმედით იშრომე და [წარმატებას] მიაღწევ".
3. ლორდ ალან შუგარი
ასევე ცნობილმა ბრიტანელმა ბიზნესმენმა, რომლის ქონებაც მილიარდნახევარ დოლარს აღემატება, გამოსაშვებ გამოცდებზე დიდ წარმატებას ვერ მიაღწია, მოგვიანებით კი არაერთხელ გაუსვა ხაზი იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კარიერული წინსვლისთვის საკუთარი თავის განვითარებაზე ზრუნვა და არა — სხვების ყურება.
"ის ანტრეპრენერი, რომელიც საკუთარ ინსტინქტებს მიჰყვება, წარმატებას უფრო ადვილად აღწევს, ვიდრე ის, ვინც თავისი კონკურენტების პროგრესს მიჰყვება".
4. დოქტორი მარკ ლითგოუ
თუმცა, წარმატებული ადამიანები "კონკიას ისტორიით" მხოლოდ ბიზნესსფეროში როდი არიან. დოქტორი მარკ ლითგოუ დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ და გამოცდილ ნეიროფიზიოლოგად მიიჩნევა. რაც უნდა გასაკვირი იყო, იგი სამ გამოსაშვებ გამოცდაში ჩაიჭრა, ერთში კი ზღვარი ძლივს გადალახა. ეს შედეგები მას საიმედო მომავალს არ უქადდა, თუმცა, დიდი ხნის შემდეგ, 37 წლის ასაკში, ლითგოუმ უკვე წარმატებით შეძლო უმაღლესი აკადემიური ხარისხის მოპოვება.
5. ჯოან როულინგი
თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწერლის არცთუ წარმატებული წარსულის შესახებ ინფორმაციას ალბათ ბევრჯერ შეხვედრიხართ ინტერნეტსივრცეში. ჰარი პოტერის სამყაროს შემქმნელი 2008 წელს, ჰარვარდის უნივერსიტეტის გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა და წარუმატებლობის მნიშვნელობაზე გამომწვევი სათაურით — "მარცხის სარგებელი" — ისაუბრა. მართალია, იგი ყველა გამოცდაში არ ჩაჭრილა, თუმცა, პროფესიულის გარდა, პირად ცხოვრებაშიც არაერთხელ განიცადა მარცხი და მხოლოდ ერთმა რამ — წერის სურვილმა და სიყვარულმა — გადაარჩინა. ეს კი კიდევ ერთი მაგალითია, რატომ არის მნიშვნელოვანი იმ საქმის კეთება, რომელიც გიყვარს და იმ საქმის სიყვარული, რომელსაც აკეთებ. როულინგი ხომ საყვარელი საქმის კეთებით მსოფლიოში პირველი მილიარდერი ავტორი გახდა.
-
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები