ირაკლი აბსანძე, რომელსაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შრომითი ურთიერთობა გაუწყვიტა, სამართლებრივი დავის გაგრძელებას გეგმავს. ამის შესახებ მან On.ge-სთან ისაუბრა.

"აქამდე ორჯერ გვქონდა ასეთი შეტყობინება, გიორგი გვიმრაძემ, რომელიც არის ჩემი უფროსი ორჯერ წარადგინა განმარტებითი ბარათი. პირველი ეხებოდა იმას, რაც მე პირდაპირ ეთერში დავით გარეჯასთან დაკავშირებით საზმაუს გამოძიებაზე განვაცხადე. ხოლო მეორე მოხსენებითი ბარათი ეხებოდა, 5-6 ივლისის შემდეგ ჩემს ქმედებებს გარეთ, ამ მეორე ბარათის შემდეგ, შემიწყვიტეს", — განაცხადა მან.

დღეს აბსანძემ საკუთარ Facebook-ზე დაწერა, რომ პირველმა არხმა შრომითი ურთიერთობა შეუწყვიტა. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში კრიტიკული ის განცხადებებით გამოირჩეოდა, 5 ივლისის შემდეგ გამართულ აქციებსაც ესწრებოდა. ის 12 ივლისს ქართულ ოცნებასთან გამართულ ერთ-ერთ აქციაზე დააკავეს.