რამდენად გაძვირდა მედიკამენტები და სამედიცინო მომსახურება ბოლო ერთ წელში
საქსტატის ინფორმაციით, ივლისში წლიურმა ინფლაციამ 11,9%-ს მიაღწია, რაც ფასების დონის ზრდის ბოლო 10 წლის მაქსიმალური მაჩვენებელია. ინფლაციის არსებულ მაჩვენებელზე ძირითადი გავლენა სურსათზე ფასების ზრდამ მოახდინა, თუმცა ფასები გაზრდილია თითქმის ყველა ჯგუფში, მათ შორის ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში შემავალ პროდუქტებზეც.
ანგარიშიდან ირკვევა, რომ ივლისში ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები წლიურად მომატებულია 11,4%-ით, რამაც ამავე თვის ინფლაცია 0,89%-ით გაზარდა. ფასები მომატებულია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (19,8%), საავადმყოფოების მომსახურების (5,3%) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (3,8%) ქვეჯგუფებზე.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში შემავალ 19 სახის პროდუქტსა და მომსახურებაზე აკვირდება ფასებს. როგორც სტატისტიკა აჩვენებს, ივლისში ფასების დონის წლიური ზრდა ყველა მათგანზე დაფიქსირდა.
უფრო კონკრეტულად, ასეთია იმ მედიკამენტებისა და სამედიცინო მომსახურებების ჩამონათვალი, რომლებიც მიმდინარე წლის ივლისში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით გაძვირდა:
- თერმომეტრი — გაძვირდა 49,1%-ით;
- სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები — გაძვირდა 30,5%-ით;
- ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები — გაძვირდა 26,3%-ით;
- შპრიცი — გაძვირდა 21,2%-ით;
- საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები — გაძვირდა 17,1%-ით;
- ბამბა — გაძვირდა 11,3%-ით;
- ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები — გაძვირდა 9%-ით;
- წნევის საზომი აპარატი — გაძვირდა 8,9%-ით;
- ვიტამინები — გაძვირდა 7,5%-ით;
- სისხლის ანალიზი — გაძვირდა 6,8%-ით;
- ანტიბიოტიკები — გაძვირდა 6,6%-ით;
- სათვალის ლინზები — გაძვირდა 6,4%-ით;
- სამშობიარო მომსახურება — გაძვირდა 6,2%-ით;
- ქირურგიული მომსახურება — გაძვირდა 5,2%-ით;
- საავადმყოფოს მომსახურება — გაძვირდა 5%-ით;
- თერაპევტის კონსულტაცია — გაძვირდა 4,8%-ით;
- ექოსკანირება — გაძვირდა 3,9%-ით;
- სტომატოლოგის მომსახურება (კბილის დაბჟენა) — გაძვირდა 2%-ით;
- სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება) — გაძვირდა 0,3%-ით;
2 აგვისტოს გამართულ მთავრობის სხდომაზე მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და თქვა, რომ არსებობს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ზოგიერთ წამალზე კომპანიების მხრიდან 300-400%-იანი ფასნამატია დადებული, რაც მისივე შეფასებით, მიუღებელია. ღარიბაშვილმა თქვა, რომ კონკურენციის სააგენტო ამ საკითხთან დაკავშირებით მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს უახლოეს მომავალში წარმოადგენს.
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
კომენტარები