თურქეთის სამხრეთ სანაპიროზე გაჩენილი ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. რეგიონები, სადაც ტყის ხანძრებთან ბრძოლა ამ დრომდე მიმდინარეობს, სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა.

"ყველა საჭირო ზომების მიღებას ვაგრძელებთ, რათა ჩვენი ქვეყნის იარებს ვუმკურნალოთ, მოქალაქეებს დანაკარგები ავუნაზღაუროთ და შესაძლებლობები იმაზე უკეთესი იყოს, ვიდრე ეს აქამდე იყო", — წერს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

მიმდინარე კვირას თურქეთის ეგეოსისა და ხმელთაშუაზღვის რეგიონებში 70-ზე მეტი ტყის ხანძარი გაჩნდა.