ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ამბობს, რომ გუნდის შიგნით გახარიას ზედმეტისახელი "ბოლი" იყო, რადგან, მისივე თქმით, ის არის ადამიანი, რომელიც ბევრს საუბრობს და საქმეს ნაკლებს აკეთებს.

მისი თქმით, მთავრობის ყოფილი მეთაური ხშირად იტყუებოდა. კობახიძემ ეს პალიტრანიუსის ეთერში დასმული იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, შესაძლებელია თუ არა თბილისში მერის არჩევნებზე თუკი მეორე ტური იქნება, კალაძეს გახარიასთან მოუწიოს დაპირისპირება.

"სამწუხაროდ, ტყუილები ახასიათებდა და ხშირად ვაწყდებოდით ამ პრობლემას, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, არჩევნების შემდეგ. ასეთი ბაქი-ბუქი მას ახასიათებს და ესეც არის ამის გამოხატულება.

მეორე ტური არ იქნება თბილისში, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ. ნებისმიერი ბაქი-ბუქი მეორე ტურთან დაკავშირებით, საფუძველსმოკლებულია“, — აცხადებს ირაკლი კობახიძე.