გინდა, გაიგო შენი შვილის სქესი? — ეს აპლიკაცია ამას ერთი ფოტოთი გეტყვის
ყველა მშობელმა თუ მომავალმა მშობელმა იცის: ბავშვის სქესის დადგენასთან დაკავშირებით უამრავი თეორია და მითი არსებობს. კეთილისმსურველები გვთავაზობენ, "ზუსტი" პასუხის გასაგებად დავაკვირდეთ დედის მუცელს, მამის ხასიათს და სხვა უამრავ წვრილმანს.
ყველასთვის კარგად ნაცნობი ეს მეთოდები ხშირად მცდარია, თუმცა არ ცდება ახალი აპლიკაცია, რომელიც მომავალი შვილის სქესს იმ შემთხვევაშიც გეტყვის, თუ ის ჯერ ჩასახულიც არაა. ამისათვის მხოლოდ ხელისგულის ფოტოა საჭირო.
თუ მომავალი შვილის სქესის გასაგებად მზად ხარ, შეგიძლია ეს სულ რაღაც ერთ წუთში, ამ ბმულზე გადასვლით შეიტყო.
ალბათ, გასაკვირი სულაც არ იქნება თუ აღმოაჩენ, რომ აპლიკაცია, სინამდვილეში, მომავალი შვილის შესახებ ერთ ძალიან მნიშვნელოვან შეტყობინებას გიგზავნის — სქესს მნიშვნელობა არ აქვს!
სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ არ ეთანხმება ამ მოსაზრებას და ამ აპლიკაციის საჭიროებაც სწორედ ამიტომ გაჩნდა.
გენდერული სტერეოტიპები ქალებს კაცებთან შედარებით არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს, თუმცა დრომოჭმულ შეხედულებებს არა მხოლოდ ქალების ცხოვრებაზე შეუძლია გავლენის მოხდენა, არამედ მათ დაბადება-არდაბადებაზეც. გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევის თანახმად, 1990-2010 წლებში გენდერული ნიშნით სქესის შერჩევას 25 ათასი გოგოს სიცოცხლე შეეწირა. 2019 წლის CRRC-ის კვლევის მიხედვით კი, გამოკითხულთა 42% ამბობს, რომ ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში რომელიმე სქესის შვილი ურჩევნიათ. კონკრეტულად კი 42%-დან 31%-ს ბიჭი უნდა, ხოლო 11%-ს — გოგო.
მომავალი თანასწორია
2019 წელს გაეროს მოსახლეობის ფონდმა მონაცემების ვიზუალიზაციაზე მომუშავე კომპანია ფორსეტთან ერთად ჰაკათონი — The Future is Equal (მომავალი თანასწორია) ჩაატარა: ღონისძიება ტრენინგებს, შეხვედრებს და შეჯიბრის ფორმატს გულისხმობდა. ჰაკათონი ეხმიანებოდა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან კამპანიას.
"გენდერული უთანასწორობა და საზიანო პრაქტიკების არსებობა ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ჩვენი საზოგადოებისთვის. UNFPA-ს საქართველოს ოფისი მუდმივად ეძებს ინოვაციურ გზებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება, მეტ ადამიანს მივწვდეთ და თითოეული მათგანი, განსაკუთრებით, ახალგაზრდები და მომავალი მშობლები არსებულ ვითარებაზე დავაფიქროთ. მიგვაჩნია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, მათ შორის, ჰაკათონის შედეგად შექმნილი ეს აპლიკაციაც, ერთ-ერთი საუკეთესო გზაა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფამდე ინფორმაციის და სწორი გზავნილების მისატანად", — ამბობს მარიკა ქურდაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგრამის ოფიცერი.
ფორსეტის თანადამფუძნებლის, თეონა თომაშვილის თქმით, აღნიშნულმა ფორმატმა ახალგაზრდებთან დიალოგის მეტი შესაძლებლობა შექმნა.
ჰაკათონის ტიპის ღონისძიებამ საშუალება მოგვცა სხვადასხვა პროფესიის ახალგაზრდები გაგვეერთიანებინა, რათა ერთად ეფიქრათ გენდერული სტერეოტიპების გადაჭრის გზებზე. ასეთი ტიპის გუნდური მუშაობა კრეატიული პროდუქტების შექმნის საწინდარია. მიუხედავად იმისა, რომ გენდერული სტერეოტიპები, სახელდობრ — ვაჟისთვის უპირატესობის მინიჭება, საკმაოდ სენსიტიური თემაა, ვთვლი, რომ რიგ შემთხვევებში, კრეატიული მიდგომა შეიძლება უფრო ეფექტიანი იყოს მიზნის მისაღწევად, ვიდრე, მაგალითად, 100-გვერდიანი ანგარიშის მომზადება.
ფორსეტი გამარჯვებულ გუნდს იდეის დახვეწასა და პროდუქტად ქცევაში დაეხმარა.
სქესს მნიშვნელობა არ აქვს!
ჰაკათონის გამარჯვებული გუნდი ორი წევრისგან შედგება. იდეა, რომ სახალისო აპლიკაციის გზით "სქესის განსაზღვრა" შეეთავაზებინათ მომხმარებლებისთვის, იასონ შიშნიაშვილსა და ნინი ბაიაშვილს ეკუთვნით.
ნინი ბაიაშვილის თქმით, მათი იდეა გასართობი და ამავდროულად ინფორმაციული გზით ახსენებს აუდიტორიას, რომ, სქესს მნიშვნელობა არ აქვს.
სხვადასხვა იდეის შეჯერების შედეგად აპლიკაციის შექმნა გადავწყვიტეთ, რომელიც მოულოდნელობის ეფექტზე მუშაობს, რადგან ვთვლით, რომ სამიზნე აუდიტორიაზე ყველაზე უკეთ იმოქმედებს. აპლიკაცია კომბინირებული ხასიათის არის — ინფორმაციულიც და გასართობიც, გვსურდა თემის სიმწვავე მსუბუქად წარმოგვეჩინა და ამით უფრო ახლობელი გაგვეხადა აუდიტორიისთვის. მსგავს საკითხებზე მუშაობისას მთავარია სწორი ფორმის მოფიქრება, მაგალითად ამ ჰაკათონის ფარგლებში როგორც მოხდა, როცა სხვადასხვა პროფესიის ადამიანები შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს მოენახათ კრეატიული გზები, რომლითაც ეს მწვავე პრობლემა ბევრად მეტი ადამიანის ყურადღების ცენტრში მოექცეოდა.
როგორც თეონა თომაშვილი გვეუბნება, აპლიკაცია გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის კამპანიის მხოლოდ ერთი ნაწილია. კამპანიაში საერთო გზავნილის გასავრცელებლად ინფლუენსერებიც ჩაერთვებიან.
"გვსურს საზოგადოებისთვის ცნობილმა რამდენიმე ადამიანმა, ე.წ. ინფლუენსერმა საკუთარი ისტორია გაგვიზიაროს გენდერული სტერეოტიპების შესახებ. იმედი გვაქვს, ამ ადამიანების პირადი ისტორიები ბიძგს მისცემს ამ თემის გარშემო დიალოგის წამოწყებას და საშუალება გვექნება, მოვისმინოთ უფრო მეტი ადამიანის პირადი ისტორიაც. გენდერულ სტერეოტიპებზე აქტიურად საუბარი უმნიშვნელოვანესია — პრობლემის მოგვარება ხომ, პირველ რიგში, მისი აღიარებით იწყება", — ამბობს თეონა.
ფორსეტი 4 წლის წინ დაარსდა და აქტიურად ცდილობს დიდი, მოსაწყენი მონაცემთა ბაზები საინტერესო ვიზუალურ ამბებად გარდაქმნას, რისთვისაც ორგანიზაციის გუნდი ფაქტოგრაფებს, ინფოგრაფიკებს, ანიმაციებსა და მულტიმედიურ პროექტებს ქმნის. ასევე, ქართველ და უცხოელ სტუდენტებს, ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და საჯარო მოხელეებს ასწავლიან მონაცემთა გამოყენებას უკეთესი კომუნიკაციისთვის.
მასალა მომზადდა პროგრამის "ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში", რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები