საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხატია დეკანოიძის გინების ფაქტზე სამართალწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რომელიც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. უწყება ამბობს იმასაც, რომ კაცი უკვე იდენტიფიცირებულია.

შემთხვევა 24 ივლისის დილით მოხდა, როცა ხატია დეკანოიძე მთავარი არხისა და რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა. დეკანოიძე ამბობს, რომ კაცი მანქანის დაჯახებას ცდილობდა. კადრებში ჩანს, რომ დეკანოიძე ადგილიდან ჟურნალისტის გამოწევას ცდილობს, შემდეგ კი მანქანიდან ისმის გინება: "ნაციონალების დედა შევე*ი, გაა*ვი". ამის საპასუხოდ, დეკანოიძე კაცს ეუბნება, რომ პოლიციას გამოიძახებს, რაზეც მისი პასუხია, რომ გამოიძახოს და არ ეშინია. ის გინებას მანქანიდან გადმოსვლის შემდეგაც აგრძელებს.

მთავარი არხის ინფორმაციით, ეს პირი იპოვეს და ის Facebook-ზე ნაციონალურ მოძრაობას ემუქრებოდა. ადამიანი, რომელზეც მთავარი არხი მიუთითებს, 22 ივნისს წერდა:

"მარტო ჩემ ფეისბუქზე გააქტიურდნენ ნაციონალები თუ თქვენსკენაც? მოკლედ თქვენი დედა მოვ**ან ისე მძულხართ სახლებს დაგიცხრილავდით, მანქანებს აგიფეთქებდით, დაგასახიჩრებდით თქვე ბოზებოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო".

ამ დროისთვის უცნობია ზუსტი ინფორმაცია, ნამდვილად ეს არის თუ არა ის ადამიანი, რომელმაც ხატია დეკანოიძეს შეურაცყოფა მიაყენა.