რა კავშირშია შვილების რაოდენობა კლიმატის ცვლილებასთან
ფოტო: Miro Denck/The Guardian
როცა პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა გარემოსდამცველი ორგანიზაციისგან "ორ შვილზე გაჩერებისთვის" ფულადი ჯილდო მიიღეს, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გაჩნდა. ინტერნეტმომხმარებლების ნაწილს აინტერესებდა, რა კავშირშია შვილების რაოდენობა გარემოს დაცვასთან, უფრო კონკრეტულად კი — 21-ე საუკუნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევასთან, კლიმატის ცვლილებასთან.
კლიმატის კრიზისს, რასაკვირველია, არაერთი ფაქტორი იწვევს, თუმცა, თუკი თავს ერთ ზოგად მიზეზში მოვუყრიდით, ეს ადამიანთა მოდგმის არაგონივრული გადაწყვეტილებებია. ცოცხალ არსებებს შორის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ადამიანს სწორედ იმიტომ ეკისრება, რომ პლანეტაზე მომხდარი ცვლილებების დიდი ნაწილი ხელოვნური ჩარევის, ანუ ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების პირდაპირი შედეგია.
რატომ ვმრავლდებით?
იმისათვის, რომ საკითხში გარკვევა ვცადოთ და მსჯელობისთვისაც მზად ვიყოთ, საჭიროა, დასაწყისშივე შევთანხმდეთ ერთ რამეზე — გამრავლება ადამიანის შესაძლებლობაა და არა ვალდებულება. თუმცა, გასაგებია, რომ ბევრი ადამიანისათვის ასეთი მოსაზრება, შესაძლოა, მიუღებელიც კი აღმოჩნდეს — საუკუნეების განმავლობაში ხომ ადამიანის რეპროდუქციის უნარს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მრავალგვარი დატვირთვა ჰქონდა: ასე განისაზღვრა ქალის როლი პატრიარქალურ კულტურაში, ასევე მოხდა ადამიანთა იმ ჯგუფების მარგინალიზაცია, რომლებიც განზრახ ან უნებლიეთ გამრავლებაზე უარს ამბობდა: ჰომოფობიური განწყობების ერთ-ერთი მთავარი "არგუმენტი" ხომ დღემდე ისაა, რომ "ასე ვერ გავმრავლდებით".
ამ ყველაფერთან ერთად, გამრავლების კულტი, შესაძლოა, სხვა ფაქტორებსაც უკავშირდებოდეს: კაცის, ოჯახის და ქვეყნის სიძლიერის სიმბოლოდ შვილების და მოსახლეობის რაოდენობის განსაზღვრას. ეს ყველაფერი განსაკუთრებით მძაფრია საქართველოში, რომელიც შედარებით მცირერიცხოვან სახელმწიფოს წარმოადგენს და სადაც დალოცვაც და კომპლიმენტიც სწორედ რეპროდუქციულ შესაძლებლობებს უკავშირდება: "გაიხარე და გამრავლდი", "შეხედე, როგორი საჯიშე ბიჭია". იმასაც ამბობ(დ)ნენ, კაცმა თავის სიცოცხლეში შთამომავლობა უნდა დატოვოს, სახლი უნდა ააშენოს და ხე დარგოსო. თუმცა, როგორც ჩანს, მრავალრიცხოვანი შთამომავლობის დატოვებით გარემოზე მიტანილ ზიანს ხის დარგვა ვერ აბალანსებს. ასეთი საზოგადოებრივი საზრისის სივრცეში დემოგრაფიულ პრობლემად, რასაკვირველია, მოსახლეობის შემცირება განიხილება, თუმცა, კულტებისგან უფრო თავისუფალ სივრცეში, ლოგიკური საზრისი საპირისპიროზე მიუთითებს, მეცნიერებსა და მკვლევრებს კი დემოგრაფიულ აფეთქებაზე მსჯელობისაკენ უბიძგებს.
მოკლედ, ანტინატალისტურ ფილოსოფიას რომ არ მივყვეთ და მეტაფიზიკის ნაცვლად ფიზიკურ სივრცეში არსებულ გარემოებებზე ვისაუბროთ, საჭიროა, მოსაზრებების ნაცვლად ფაქტები დავასახელოთ.
მოსახლეობის მატების გამო დედამიწაზე უფრო ცხება
დავიწყოთ იმ მოცემულობით, რომელშიც ვცხოვრობთ — ცხელა. ძალიან ცხელა. წლიდან წლამდე დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა იმატებს. ვარაუდობენ, რომ 2100 წლისათვის ეს მაჩვენებელი 3,2 გრადუსით იქნება გაზრდილი. მეცნიერები კი იმასაც ამბობენ, რომ დედამიწაზე ზაფხული ადამიანებისთვის "აუტანლად ცხელი" შეიძლება გახდეს. მიზეზი უმთავრესად ადამიანების ქმედებაა — როგორც ინდუსტრიული, ასევე საყოფაცხოვრებო საქმიანობით გარემოში სათბურის აირები გამოიყოფა, რომელიც უფრო ცხელ კლიმატს ქმნის.
ასევე იხილეთ:
ცხოვრების განმავლობაში თითოეული ადამიანის მიერ გამოყოფილი სათბურის აირების რაოდენობას ჯამში ნახშირბადის, იგივე ეკოლოგიური ნაკვალევი ეწოდება. ამჟამად მსოფლიოში ეს მაჩვენებელი, საშუალოდ, 4 ტონაა. თუმცა, არსებული სამოქმედო ჩარჩოს ფარგლებში, საჭიროა, ეს რიცხვი განახევრდეს, რაც არცთუ ადვილი მოსახერხებელია მაშინ, როცა დედამიწის მოსახლეობა ჩქარი ტემპებით იმატებს. ამწუთას, როცა ამ სტატიას კითხულობ, პლანეტის მოსახლეობა, დაახლოებით, 150-ით გაიზარდა. სულ მალე კი, სავარაუდოდ, 2023 წლისთვის, მსოფლიოში 8 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. თუმცა, პრობლემა არა მხოლოდ გაზრდილი მოსახლეობა, არამედ უკვე არსებული რაოდენობაცაა — თუკი მსოფლიოში ყველა ადამიანი ევროპული მოხმარების სტანდარტებით იცხოვრებდა, დედამიწაზე მხოლოდ 2-დან 3 მილიარდამდე მოსახლეობისთვის იქნებოდა საკმარისი ადგილი და რესურსი.
მოსახლეობის ზრდის პირდაპირპროპორციულად იკლებს თითოეული ადამიანის ემისიების ლიმიტი — ეს რიცხვი ბოლო 70 წლის განმავლობაში მერვედზე დავიდა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, დღევანდელმა ბავშვებმა იმაზე რვაჯერ ნაკლები "ნაკვალევი" უნდა დატოვონ, ვიდრე მათმა ბებია-ბაბუებმა.
ლუნდის და კონკორდიის უნივერსიტეტის პროფესორების, კიმბერლი ა. ნიკოლასისა და სეთ უაინსის კვლევის 2017 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ერთით ნაკლები ბავშვის ყოლა დედამიწას ყოველწლიურად 58,6 ტონა ნახშირორანგს მოაკლებს.
"გვესმის, რომ ეს პიროვნების არჩევანია, თუმცა, ჩვენი ცხოვრების სტილის კლიმატის ცვლილებაზე გავლენას ვერ უგულებელვყოფთ", — ამბობს ნიკოლასი, — "ჩვენი, როგორც მეცნიერების, საქმეა, რომ მონაცემები წარმოვადგინოთ. პაციენტს შეიძლება არ მოეწონოს, როცა ექიმი ეუბნება, რომ მისთვის მოწევა ცუდია. თუმცა, ვალდებულები ვართ, თვალი გავუსწოროთ იმ ფაქტს, რომ ემისიების ამჟამინდელი რაოდენობა ჩვენი პლანეტისა და საზოგადოებისათვის ნამდვილად ცუდია".
ადამიანის მოსახლეობის ზრდას ვერ დავემალებით, რადგან ყველა ის [ეკოლოგიური] პრობლემა, რომელზეც ვსაუბრობთ, არ იარსებებდა, თუკი დედამიწაზე იმდენი ადამიანი იცხოვრებდა, რამდენიც 500 წლის წინ.
ალბათ აქ ურიგო არ იქნებოდა, აღგვენიშნა, რომ მონაცემები დიდწილად არათანაბარია მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების შედარებისას. განვითარებად ქვეყნებში კონსუმერული კულტურაც განვითარებადია, ამიტომ, როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე ინდუსტრიული საქმიანობის შედეგად გამოყოფილი ემისიების რაოდენობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანის ნაკვალევს. ამდენად, როგორც დემოგრაფიული აფეთქების თემაზე მომუშავე ერთ-ერთი ბლოგი წერს, ყოველი ადამიანით ნახშირბადის ემისიები იზრდება — რაც მდიდარია, მით მეტად. მომატებული ემისიები კი კლიმატის ცვლილების მსხვერპლებსაც ზრდის — რაც ღარიბია, მით მეტად.
რესურსები იკლებს, პლანეტა კი იფიტება
ადამიანების მატებასთან ერთად, იმატებს მოთხოვნა ელემენტარულ საჭიროებებსა და ფუფუნების საგნებზე. გაზრდილ მოსახლეობას სჭირდება მეტი გაზი, საწვავი, ქვანახშირი და სხვა წიაღისეულობა. ამასთან, მოთხოვნა იზრდება ენერგიის მოპოვების ტრადიციულ საშუალებებზეც. ელექტროენერგიის გაზრდილ მოთხოვნაზე საპასუხოდ კი მისი მიღების ტრადიციული საშუალება გარემოზე მნიშვნელოვან, ხშირად უარყოფით ზეგავლენას ახდენს; ცვლის ეკოსისტემას და საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც ადამიანების საზოგადოებას, ასევე ველური ბუნების ბიომრავალფეროვნებას.
ამასთან, მნიშვნელოვანია ის ქმედებებიც, რომელიც, მართალია, ადამიანის დაუდევრობაა, თუმცა, მაინც მოსახლეობის მატების გამო გაზრდილი მოთხოვნითაა განპირობებული. მაგალითად, შუა აზიის ქვეყნებში არალის ზღვის მკვებავი მდინარეების სარწყავად გამოყენების გამო, ტბა ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ფაქტობრივად, გაქრა, ადგილი კი გაუდაბნოვდა.
მეტი საკვებიც გვჭირდება
ამჟამად მსოფლიოში იმაზე მეტი რაოდენობით იწარმოება საკვები, ვიდრე რეალურადაა საჭირო, თუმცა, 811 მილიონამდე ადამიანი მაინც შიმშილობს. როცა მოსახლეობის მატების კლიმატის ცვლილებაზე გავლენაზე ვსაუბრობთ, საკვების გაზრდილი საჭიროება ყველა ადამიანის დაპურების შეუძლებლობას კი არ გულისხმობს, იმაზე მიუთითებს, რა ზიანსაც საკვები ინდუსტრია პლანეტას აყენებს.
ცხოველური რაციონის მცენარეული კვებით ჩანაცვლება რომ გარემოზე ზრუნვის ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაა, ეს ცნობილი ფაქტია, თუმცა, ბევრი მაინც არ უსწორებს თვალს იმ ფაქტს, რომ მეცხოველეობა სათბურის აირების ყველაზე დიდი რაოდენობის გამოყოფაზეა პასუხისმგებელი (ეს მაჩვენებელი 14-დან 18 პროცენტამდე მერყეობს და სატრანსპორტო ინდუსტრიის მონაცემსაც კი აღემატება). ამას ემატება ფერმების მოსაწყობად ტყეების გაჩეხა და მცენარეული საკვები რესურსების დიდი რაოდენობით ფლანგვა მეცხოველეობაში, მაშინ, როცა იგივე საკვები ბევრად მეტ ადამიანს დააპურებდა.
საბოლოო ჯამში, ამ ზოგად ფაქტორებთან ერთად, ბევრი წვრილმანი გარემოებაც განსაზღვრავს, როგორ აისახება მოსახლეობის ზრდა კლიმატის ცვლილებაზე. მეცნიერება უკვე დიდი ხანია, მიუთითებს, რომ გარდამტეხ წერტილს ვუახლოვდებით, კლიმატის აქტივისტები კი მსოფლიოს დაუყოვნებლივი მოქმედებისკენ მოუწოდებენ. ადამიანს, რასაკვირველია, თავისუფალი არჩევანი აქვს, თუმცა, ამასთან, აქვს თავისუფალი აზროვნების უნარიც, რომელიც მას პასუხისმგებლობას აკისრებს საკუთარ ქმედებებზე.
ფოტო: Petra Stefankova
2020 წელს გამოქვეყნებული კვლევა მიუთითებდა, რომ კლიმატის კრიზისის გამო შვილის გაჩენაზე უფრო და უფრო მეტი ადამიანი ამბობს უარს. მონაწილეების დასახელებული მიზეზი კი, არა მხოლოდ პლანეტაზე ადამიანის "დამატებით" გამოწვეული შედეგები იყო, არამედ იმაზე დარდიც, თუ როგორ გარემოში მოუხდებოდათ მათ შვილებს ცხოვრება.
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
გადახედვა
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა



კომენტარები