ერთპარტიული პარლამენტისა და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარება, სანქციები — რა წერია ახალ რეზოლუციაში?
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი დაამტკიცა. მას 55 ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 14-მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 4-მა — თავი შეიკავა. ანგარიში ევროპარლამენტარმა რასა იუკნევჩიენემ მოამზადა.
ანგარიშში ევროპარლამენტი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს ძალადობრივი ხერხებით პროტესტის ჩახშობისგან და გააუქმოს ის რეპრესიული კანონები, რაც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. ამასთან ერთად, ანგარიშში წერია, რომ მმართველმა გუნდმა უნდა "გადახედოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების შესრულების მე-2 მუხლში გათვალისწინებულ დემოკრატიულ პრინციპებს — წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკური თანამშრომლობა და მინიჭებული პრივილეგიები შეუჩერდებათ.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ აშკარად "ავტორიტარული მმართველობისკენ გადაუხვია". მათი თქმით, ამ არადემოკრატიულმა არჩევნებმა ქართული ოცნებას საშუალება მისცა, "უკანონოდ დაჰპატრონებოდა სახელმწიფო ინსტიტუტებს, რეპრესიული კანონმდებლობა გაეტარებინა და პოლიტიკურ ოპონენტებს, ჟურნალისტებს და მშვიდობიან დემონსტრანტებს თავს დასხმოდა.
რასა იუკნევიჩიენეს მომზადებულ ანგარიშში ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, თავი შეიკავონ ქართული ოცნების წარმომადგენლებთან შეხვედრისგან. ანგარიშში ასევე ნახსენებია "დე ფაქტო პრეზიდენტი" და სალომე ზურაბიშვილს ლეგიტიმურ პრეზიდენტად მოიხსენიებენ.
"ანგარიში აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ [საქართველოში] ერთპარტიული პარლამენტისა და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარების პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ საქართველოს პოლიტიკური კურსში რეალური ცვლილება არ მოხდება. [ანგარიში] მოუწოდებს ევროკავშირის და წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებსა და პარლამენტის წევრებს, თავი შეიკავონ რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრებისგან, დაწყებული ამჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტით და სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ქართველი ხალხის წარმომადგენლად აღიარებას განაგრძონ," — წერია ანგარიშში.
ევროპარლამენტარები საქართველოში, საერთაშორისო და დამოუკიდებელი ადგილობრივი მონიტორინგის პირობებში, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ და მოუწოდებენ ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს, დაუწესონ პერსონალური და კოორდინირებული სანქციები ქართული ოცნების მაღალჩინოსნებსა და რეჟიმის მხარდამჭერებს, რომლებიც დემოკრატიული უკუსვლისთვის არიან პასუხისმგებელნი.
"მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, ორმხრივად და კოორდინირებული ფორმით, შემოიღონ პერსონალური სანქციები იმ ძირითად პოლიტიკურ ლიდერებზე, სახელმწიფო მოხელეებზე და რეჟიმის მხარდამჭერებზე ადმინისტრაციაში, ბიზნესში, მედიაში, მართლმსაჯულების სისტემასა და სამართალდამცავ ორგანოებში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიის უკუსვლაზე, საარჩევნო გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებსა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე. მიესალმება ლიტვის, ესტონეთის, ლატვიის, ჩეხეთისა და გერმანიის მიერ ორმხრივი სანქციების დაწესებას" — ვკითხულობთ ანგარიშში.
ასევე, არსებული რეპრესიული საკანონმდებლო გარემოს გათვალისწინებით, ევროპარლამენტარები მოითხოვენ ევროკავშირის პოლიტიკის დაუყოვნებელ გადახედვას საქართველოს მიმართ და ევროკომისიას მოუწოდებენ, გადაამოწმოს ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება.
"ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ქართული ოცნების რუსეთთან თანამშრომლობის და დაახლოების გამო — მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების მცოცავ ოკუპაციას. ანგარიში ასევე გმობს ქართული ოცნების მიერ რუსეთის დეზინფორმაციისა და მანიპულაციის გავრცელებას" — ვკითხულობთ ანგარიშში.
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ქართულ ოპოზიციას გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და გამოხატოს ხალხის ერთიანობა დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის მხარდასაჭერად — ისე, როგორც ეს უკვე გამოჩნდა 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდგომ მშვიდობიან აქციებზე.
ანგარიშში შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში მედიის ამჟამინდელი შეზღუდული გარემოსა და ოპოზიციის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების გამო, მათ შორის მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან გაკეთებული განცხადებების გამო, სადაც ისინი ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას განიხილავენ.
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
კომენტარები