დაახლოებით 43 000 წლის წინ, ნეანდერტალელმა თითი რკინის ოქსიდით შეღებილ თიხაში ჩაყო და მისი ანაბეჭდი ქვის ცენტრში დატოვა.

ამ პატარა ქვაზე არსებული ეს პატარა ნიშანი დღემდე შემორჩა. ის 2022 წელს ცენტრალური ესპანეთის სან-ლაზაროს კლდოვან თავშესაფარში აღმოაჩინეს. ამ მომენტისთვის, ის ადამიანის სრული თითის ანაბეჭდის მსოფლიოში უძველესი ნიმუშია.

უფრო მეტიც, ქვა შეიძლება ადამიანის სახის ერთ-ერთი უძველესი მხატვრული გამოსახულებაც იყოს.

ნეანდერტალელის თითის ანაბეჭდი

ფოტო: Archaeol Anthropol

ეს უკანასკნელი მტკიცება საკამათოა. რაც შეეხება ანაბეჭდის მდებარეობას, ის დაახლოებით იქ არის, სადაც ცხვირი უნდა იყოს.

არქეოლოგებმა, რომლებსაც მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტიდან დავით ალვარეს-ალონსო ხელმძღვანელობდა, სახე ადგილზე მისვლისთანავე შეამჩნიეს.

Archaeol Anthropol Sci

თუ მკვლევრები მართლები არიან, თავის დროზე ეს ქვა ახლომდებარე მდინარიდან სან-ლაზაროს კლდოვან ადგილას გადაიტანეს. ნეანდერტალელს, რომელმაც ის შეარჩია, მის ფორმაში რაღაც განსაკუთრებული უნდა დაენახა. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ მან ქვა სახლში წაიღო და შეღება.

"ეს წითელი ლაქა უბრალოდ ლაქა არ არის, სწორედ ეს არის თითის ანაბეჭდი", — აღნიშნეს მკვლევრებმა.

წითელი წერტილის მულტისპექტრული ანალიზი.

ფოტო: Archaeol Anthropol Sci

არსებობს შანსი რომ ანაბეჭდი შემთხვევით გაკეთდა, თუმცა ალვარეს ალონსო ფიქრობს, რომ მარკირება წარმოსახვისა და სიმბოლური ხელოვნების განზრახ შესრულებული აქტია. ადრე მიიჩნეოდა, რომ ნეანდერტალელებს მსგავსი უნარები არ ჰქონდათ, თუმცა ბოლო კვლევები სხვა რაღაცაზე მეტყველებს.

ზონები, სადაც ანალიზისთვის მიკრონიმუშები წითელი წერტილის კიდიდან იქნა აღებული.

ფოტო: Archaeol Anthropol Sci

კვლევა ჟურნალ Archaeological and Anthropological Sciences-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.